ქედის მუნიციპალიტეტის მერისა და ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის მუნიციპალიტეტის ამომრჩევლებთან საჯარო შეხვედრების მოწყობისა და გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიშის წარდგენის წესის დამტკიცების თაობაზე

მიღების თარიღი 25.03.2016
გამომცემი ორგანო ქედის მუნიციპალიტეტი
ნომერი №5
სარეგისტრაციო კოდი 010250000.35.134.016192
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 28/03/2016
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 847 სიტყვა · ~4 წთ
დამატებითი მეტამონაცემები (1)
ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ამირან ცინცაძე ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

ქარელის მუნიციპალიტეტის მერისა და ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის ამომრჩევლებთან საჯარო შეხვედრების მოწყობისა და გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიშის წარდგენის წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 97% 27.11.2015 ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერისა და ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის მუნიციპალიტეტის ამომრჩევლებთან საჯარო შეხვედრების მოწყობისა და გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიშის წარდგენის წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 96% 06.07.2020 მესტიის მუნიციპალიტეტის მერისა და მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის მუნიციპალიტეტის ამომრჩევლებთან საჯარო შეხვედრების მოწყობისა და გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიშის წარდგენის წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 96% 23.01.2018 აბაშის მუნიციპალიტეტის მერისა და აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის მუნიციპალიტეტის ამომრჩევლებთან საჯარო შეხვედრების მოწყობისა და გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიშის წარდგენის წესის დამტკიცების თაობაზე მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 95% 30.10.2015 სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის ამომრჩევლებთან საჯარო შეხვედრების მოწყობისა და გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიშის წარდგენის წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 95% 20.10.2015

დოკუმენტის ტექსტი

ქედის მუნიციპალიტეტის მერისა და ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის მუნიციპალიტეტის ამომრჩევლებთან საჯარო შეხვედრების მოწყობისა და გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიშის წარდგენის წესის დამტკიცების თაობაზე ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №5 2016 წლის 25 მარტი დაბა ქედა ქედის მუნიციპალიტეტის გამგებლისა და ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის მუნიციპალიტეტის ამომრჩევლებთან საჯარო შეხვედრების მოწყობისა და გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიშის წარდგენის წესის დამტკიცების შესახებ    საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და 88-ე მუხლის შესაბამისად, ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებანი 1. ქედის მუნიციპალიტეტის გამგებლისა და საკრებულოს წევრის მიერ გაწეული მუშაობის შესახებ ამომრჩევლებისთვის ანგარიშის წარდგენისა და ამომრჩევლებთან საჯარო შეხვედრების გამართვის წესი განსაზღვრავს ქედის მუნიციპალიტეტის გამგებლისა და საკრებულოს წევრის  (შემდგომში – გამგებელი) მიერ გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიშის მომზადების,  ამომრჩეველთათვის წარდგენის, საჯარო შეხვედრების გამართვისა და ანგარიშის გამოქვეყნების წესს. 2. ამ წესის მიზანია საქართველოს ორგანული კანონით „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ განსაზღვრულ შემთხვევებში უზრუნველყოს ქედის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის ჩართულობა და ინფორმირებულობა  მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი და წარმომადგენლობითი ორგანოების საქმიანობაში. მუხლი 2🔗. გამგებლის მიერ გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიშის მომზადება და ქედის მუნიციპალიტეტის ამომრჩევლებისათვის წარდგენა 1. გამგებელი ვალდებულია ამომრჩეველს წარუდგინოს ანგარიში გაწეული მუშაობის შესახებ, წელიწადში ერთხელ მაინც, არაუგვიანეს 1 ნოემბრისა. 2. გამგებლის ანგარიში უნდა მოიცავდეს ინფორმაციას გამგებლის მიერ გაწეული მუშაობის შესახებ. 3. საჯარო შეხვედრების მოწყობისა და მუნიციპალიტეტის გამგებლის ანგარიშის მომზადების მიზნით ქედის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინსიტრაციული სამსახური (შემდგომში - ადმინისტრაციული სამსახური) იწყებს მუშაობას და ამზადებს ანგარიშს ყოველი წლის სექტემბრის თვეში. 4. ქედის მუნიციპალიტეტის გამგეობის ყველა სამსახური და მუნიციპალიტეტის დაქვემდებარებაში არსებული იურიდიული პირები ვალდებულნი არიან არაუგვიანეს ყოველი წლის 15 სექტემბრისა ადმინისტრაციულ სამსახურს მიაწოდოს ინფორმაცია განხორციელებული, მიმდინარე და განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ. 5. ადმინისტრაციული სამსახური ვალდებულია  არაუგვიანეს ყოველი წლის პირველი ოქტომბრისა სამსახურებისა და იურიდიული პირების მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის სისტემატიზაციისა და ანალიზის საფუძველზე მოამზადოს მუნიციპალიტეტის გამგებლის ანგარიში განხორციელებული, მიმდინარე და დაგეგმილი (განსახორციელებელი)  ღონისძიებების შესახებ და წარუდგინოს გამგებელს განსახილველად. 6. ადმინსიტრაციული სამსახური გამგებლის შენიშვნების გათვალისწინებით არაუგვინეს ყოველი წლის 5 ოქტომბრისა ამზადებს ანგარიშის საბოლოო სახეს, მუნიციპალიტეტის გამგებელთან შეთანხმებით გეგმავს საჯარო შეხვედრების გრაფიკს (არაუგვიანეს 1 ნოემბრისა) და უზრუნველყოფს საჯარო შეხვედრების შესახებ ინფორმაციის შემუშავებას, გამოქვეყნებასა და ხელმისაწვდომობას. 7. გამგებლის საჯარო შეხვედრების გამართვის შესახებ ინფორმაცია წინასწარ,  7 დღით ადრე მაინც, უნდა გამოქვეყნდეს ქედის მუნიციპალიტეტის ოფიაციალურ ვებგვერდზე www.keda.ge. ინფორმაცია, აგრეთვე უნდა განთავსდეს ქედის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობაში. 8. გამგებლი მის მიერ გაწეული მუშაობის შესახებ ყოველწლიურ ანგარიშს ამომრჩეველს წარუდგენს საჯარო შეხვედრებზე, რომელთა რაოდენობა, გამართვის ადგილი და დრო განისაზღვრება გამგებლის მიერ. საჯარო შეხვედრების რაოდენობის განსაზღვრისას გაითვალისწინება ქედის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ერთეულების რაოდენობა, საჯარო შეხვედრებზე მოსახლეობის დასწრების ინტენსივობა და მოსახლეობის დაინტერესების ხარისხი; 9. გამგებლი უფლებამოსილია  მუნიციპალიტეტის ამომრჩევლებთან საჯარო შეხვედრები მოაწყოს და წარუდგინოს მათ ანგარიში გაწეული მუშაობის შესახებ ნებისმიერ დროს, საკუთარი შეხედულებისამებრ, გარდა კანონით პირდაპირ გათვალისწინებული  შემთხვევებისა. 10. საჯარო შეხვედრა შეიძლება ჩატარდეს გამგეობის  სხდომათა დარბაზში ან სხვა საჯარო სივრცეში, ასევე მუნიციპალიტეტის შესაბამის  ადმინისტრაციულ ერთეულში, რასაც ორგანიზაციულად უზრუნველყოფს ქედის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახური (შემდგომში - ადმინისტრაციული სამსახური). 11. გამგებლის დავალებით საჯარო შეხვედრებში მონაწილეობა შეიძლება მიიღონ ქედის მუნიციპალიტეტის გამგეობის თანამდებობის პირებმა და მოხელეებმა, აგრეთვე ქედის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული სამეწარმეო და კერძო სამართლის იურიდიული პირების წარმომადგენლებმა. 12. ქედაში რეგისტრირებულ ნებისმიერ ამომრჩეველს უფლება აქვს დაესწროს საჯარო შეხვედრას და დასვას შეკითხვა ქედის მუნიციპალიტეტის უფლებამოსილებაში შემავალ ნებისმიერ საკითხზე. 13. საჯარო შეხვედრაზე ანგარიშს წარადგენს გამგებელი, ხოლო საჯარო შეხვედრას წარმართავს გამგებელი ან/და მის მიერ განსაზღვრული გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის მოხელე ან/და გამგებლის წარმომადგენელი ადმინისტრაციულ ერთეულში. 14. საჯარო შეხვედრის წარმართვაზე პასუხისმგებელი პირი უზრუნველყოფს საჯარო შეხვედრისას შეკითხვის დასმის მსურველი ამომრჩევლების აღრიცხვას, განსაზღვრავს გამომსვლელთა რიგითობას და აძლევს მათ სიტყვას. 15. მუნიციპალიტეტის გამგებლის ამომრჩეველთან შეხვედრისას დგება ამომრჩეველთან შეხვედრის ოქმი. ოქმში მითითებული უნდა იქნეს ამომრჩეველთან შეხვედრის თარიღი, დაწყების და დასრულების დრო, ადგილი, ოქმის ნომერი, დამსწრე მუნიციპალიტეტის თანამდებობის პირთა ვინაობა, გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიშის მოკლე მიმოხილვა და საჭიროების შემთხვევაში სხვა ინფორმაცია. ოქმის შედგენა შესაძლებელია აუდიო-ვიდეოტექნიკის გამოყენებით. მუხლი 3🔗. საკრებულოს წევრის მიერ გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიშის ქედის მუნიციპალიტეტის ამომრჩევლებისათვის წარდგენა 1. საკრებულოს წევრი ვალდებულია ამომრჩეველს წარუდგინოს ანგარიში გაწეული მუშაობის შესახებ, წელიწადში ერთხელ მაინც, არაუგვიანეს 1 ნოემბრისა. 2. საკრებულოს წევრის  ანგარიში უნდა მოიცავდეს ინფორმაციას  ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და საკრებულოს წევრის მიერ გაწეული მუშაობის შესახებ. 3. საკრებულოს წევრი გაწეული მუშაობის შესახებ ყოველწლიურ ანგარიშს ამომრჩეველს წარუდგენს საჯარო შეხვედრებზე, რომელთა რაოდენობა გამართვის ადგილი და დრო განისაზღვრება საკრებულოს წევრის  მიერ. 4. საჯარო შეხვედრა შეიძლება გაიმართოს ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ადმინისტრაციულ შენობაში ან/და სხვა ადგილას, სადაც უზრუნველყოფილი იქნება ამომრჩეველთა დასწრება. 5. საკრებულოს წევრის საჯარო შეხვედრების გამართვის შესახებ ინფორმაცია წინასწარ,  7 დღით ადრე მაინც, უნდა გამოქვეყნდეს ქედის მუნიციპალიტეტის ოფიაციალურ ვებგვერდზე www.keda.ge. ინფორმაცია, აგრეთვე უნდა განთავსდეს ქედის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობაში. 6. ქედაში რეგისტრირებულ ნებისმიერ ამომრჩეველს უფლება აქვს დაესწროს საჯარო შეხვედრას და დასვას შეკითხვა ქედის მუნიციპალიტეტის უფლებამოსილებაში შემავალ ნებისმიერ საკითხზე. 7. საჭიროების შემთხვევაში, საკრებულოს წევრის საჯარო შეხვედრების ორგანიზაციულ უზრუნველყოფას ახორციელებს ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატი. 8. საჯარო შეხვედრის წარმართვაზე პასუხისმგებელი პირი, რომელსაც წინასწარ განსაზღვრავს საკრებულოს წევრი,  უზრუნველყოფს საჯარო შეხვედრისას შეკითხვის დასმის მსურველი ამომრჩევლების აღრიცხვას, განსაზღვრავს გამომსვლელთა რიგითობას და აძლევს მათ სიტყვას. 9. მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის ამომრჩეველთან შეხვედრისას დგება ამომრჩეველთან შეხვედრის ოქმი. ოქმში მითითებული უნდა იქნეს ამომრჩეველთან შეხვედრის თარიღი, დაწყების და დასრულების დრო, ადგილი, ოქმის ნომერი, დამსწრე მუნიციპალიტეტის თანამდებობის პირთა ვინაობა, გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიშის მოკლე მიმოხილვა და საჭიროების შემთხვევაში სხვა ინფორმაცია. ოქმის შედგენა შესაძლებელია აუდიო-ვიდეოტექნიკის გამოყენებით. მუხლი 4🔗. გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიშის გამოქვეყნება 1. გამგებლისა და საკრებულოს წევრის მიერ წარდგენილი ანგარიშები ოფიციალურად ქვეყნდება  მუნიციპალიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე: www.keda.ge  ანგარიშის წარდგენიდან 10 დღის ვადაში. 2. საკრებულოს წევრის ანგარიში გაწეული მუშაობის შესახებ, გარდა ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულისა, დამატებით შეიძლება გამოქვეყნდეს სხვა ბეჭდვით ან ელექტრონულ მედია-საშუალებებში. მუხლი 5🔗. დადგენილების ამოქმედების წესი დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეამირან ცინცაძე