საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მაკროეკონომიკური ანალიზის სამსახურის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
24.03.2016 ძალადაკარგული 29.05.2017
ნომერი
№1-1/155
სარეგისტრაციო კოდი
010240070.22.024.016433
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 28/03/2016
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (2)

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის

ბრძანება №1-1/155

2016 წლის 24 მარტი

ქ. თბილისი

 

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მაკროეკონომიკური ანალიზის სამსახურის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ

„საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის პირველი და მე-3 პუნქტების, „საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2016  წლის 11 თებერვლის №70 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დებულების მე-6 მუხლის მე-3 პუნქტის „ო” ქვეპუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-13 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

 


მუხლი 1
დამტკიცდეს თანდართული „საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მაკროეკონომიკური ანალიზის სამსახურის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები”.
მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2016 წლის 1 მარტიდან.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრიდიმიტრი ქუმსიშვილი




საქართველოს  ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს

მაკროეკონომიკური ანალიზის სამსახურის მოხელეთა  დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები

1. მაკროეკონომიკური ანალიზის სამსახურის უფროსი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს:

ა) უმაღლესი  განათლება ეკონომიკის  სფეროში და მუშაობის არანაკლებ 4-წლიანი გამოცდილება ან უმაღლესი განათლება და ეკონომიკური ანალიზის ან/და პოლიტიკის სფეროში მუშაობის არანაკლებ 4-წლიანი გამოცდილება;

ბ) სასურველია ხელმძღვანელ თანამდებობაზე მუშაობის  1-წლიანი გამოცდილება;

გ) საქართველოს კონსტიტუციის, „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის (თავი VI), „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის (თავი I), საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის (თავი V) და საქართველოს მთავრობის 2016 წლის 11 თებერვლის №70 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დებულების ცოდნა;

დ) ინგლისური და რუსული ენების სრულყოფილი  ცოდნა.

2. მაკროეკონომიკური ანალიზის სამსახურის  მთავარი სპეციალისტი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს:

ა) უმაღლესი  განათლება ეკონომიკის სფეროში და მუშაობის არანაკლებ 1-წლიანი გამოცდილება ან უმაღლესი განათლება და ეკონომიკური ანალიზის ან/და პოლიტიკის სფეროში მუშაობის არანაკლებ 2 წლიანი გამოცდილება;

ბ) საქართველოს კონსტიტუციის, „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის (თავი VI), „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის (თავი I), საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის (თავი V) და საქართველოს მთავრობის 2016 წლის 11 თებერვლის №70 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დებულების ცოდნა;

 

გ) ინგლისური და რუსული ენების სრულყოფილი  ცოდნა.