ადგილობრივი(ქონების)გადასახადის შემოღებისა და მისი განაკვეთების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება (1)
ცვლილებები (2)
დოკუმენტის ტექსტი
|
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №14 |
|
2016 წლის 25 მარტი ქ. ლანჩხუთი |
|
განისაზღვროს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე ქონების გადასახადის წლიური განაკვეთი ერთ ჰექტარზე გაანგარიშებით, ლარებში;
|
არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ერთ კვადრატულ მეტრზე გადასახადის წლიური განაკვეთები ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე განისაზღვროს შემდეგი ოდენობით ლარებში:
|
ადგილობრივი(ქონების)გადასახადის შემოღებისა და მისი განაკვეთების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მეორე ნაწილის „დ“ პუნქტის, 24-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ.ბ“ პუნქტის, 61-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, საქართველოს კანონის „საქართველოს საგადასახადო კოდექსის“ მე-7 მუხლის პირველი ნაწილის, 202-ე, 204-ე, 205-ე, 206-ე მუხლებისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეგიორგი ხელაძე
დანართიადგილობრივი (ქონების) გადასახადის განაკვეთები
ა)
2000 წლამდე მიღებულ აქტივებზე – 3-ჯერ;ბ)
2000 წლიდან 2004 წლამდე მიღებულ აქტივებზე – 2-ჯერ;გ)
2004 წელს მიღებულ აქტივებზე – 1,5-ჯერ;დ)
იმ აქტივებზე, რომელთა მიღების შესახებ ინფორმაცია არ არსებობს – 3-ჯერ.საწარმოსთვის/ორგანიზაციისათვის, გარდა საგადასახადო კოდექსის 202-ე მუხლის 31 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა, ლიზინგით გაცემულ დასაბეგრ ქონებაზე გადასახადის წლიური განაკვეთია დასაბეგრი ქონების საშუალო წლიური საბალანსო ნარჩენი ღირებულების (გამოანგარიშება კალენდარული წლის დასაწყისისა და ბოლოსათვის აქტივების საშუალო ღირებულების მიხედვით) 1 პროცენტი. ამ მუხლის მიზნებისათვის ლიზინგით გაცემული დასაბეგრი ქონების საბალანსო ღირებულება არის ქონების გაცემის მომენტისათვის არსებული ღირებულება, ხოლო ყოველ მომდევნო წლისათავის ქონების ღირებულებად ითვლება აღნიშნული ქონების ნარჩენი საბალანსო ღირებულება, რომელიც ამ ქონებას ექმნებოდა ლიზინგით არგაცემის შემთხვევაში.
ა)
100 000 ლარამდე შემოსავლის მქონე ოჯახებისათვის – საგადასახადო პერიოდის ბოლოსთვის დასაბეგრი ქონების საბაზრო ღირებულების 0.2 პროცენტი.ბ)
100 000 ლარის ან მეტი შემოსავლის მქონე ოჯახებისათვის – საგადასახადო პერიოდის ბოლოსთვის დასაბეგრი ქონების საბაზრო ღირებულების 1.0 პროცენტი.
განისაზღვროს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე ქონების გადასახადის წლიური განაკვეთი ერთ ჰექტარზე გაანგარიშებით, ლარებში;
№ მიწის კატეგორიები გადასახადის განაკვეთები ლარი/ჰა1 სათიბები (ბუნებრივი და გაკულტურებული) 20.002 საძოვრები (ბუნებრივი და გაკულტურებული) 16.003 სახნავი (მათ შორის, მრავალწლიანი ნარგავებით დაკავებული მიწა, საბაღე, საბოსტნე) 73.004 ტყის მიწები (რომლებიც გამოიყენება სასოფლო-სამეურნეო დანიშნულებით) 73.005 ბუნებრივი რესურსები (მოსარგებლე პირისათვის შესაბამისი ლიცენზიის გაცემის საფუძველზე გამოყოფილი მიწები) 3.006 საკარმიდამო 73.00 |
არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ერთ კვადრატულ მეტრზე გადასახადის წლიური განაკვეთები ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე განისაზღვროს შემდეგი ოდენობით ლარებში:
№ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტიტერიტორიული კოეფიციენტი საბაზისო განაკვეთი1 მ2-ზე (ლარებში) წლიური გადასახადის განაკვეთი 1 მ2-ზე (3 X 4)1 ქ.ლანჩხუთი1,0 0,24 0,242 ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფლებში0,9 0,24 0,216 |
1.
ქონების გადასახადისაგან გათავისუფლდეს:ა)
საცხოვრებელ სახლებზე მიმაგრებული მიწის ნაკვეთები, რომლის ფართობი არ აღემატება 600 კვ.მ-ს.ბ)
ავტოფარეხზე მიმაგრებული მიწის ნაკვეთები, რომლის ფართობი არ აღემატება 24 კვ.მ-ს.2.
ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ქონების გარდა, ქონების გადასახადისგან გათავისუფლებისას გამოიყენება საქართველოს საგადასახადო კოდექსის 206-ე მუხლი.
3.
ქონების გადასახადის გამოანგარიშებისა და გადახდის წესი, შესაბამისი დაბეგვრის ობიექტის მიხედვით ქონების გადასახადისაგან გათავისუფლებული ქონების სახეები დადგენილია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 205-ე და 206-ე მუხლებით.