ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ორგანოებში სტაჟირების გავლის წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
25.03.2016 ბოლო ცვლილება 31.08.2018
გამომცემი ორგანო
ნომერი
№15
სარეგისტრაციო კოდი
010250050.35.112.016266
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 30/03/2016
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

ცვლილებები (1)

დოკუმენტის ტექსტი

 

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №15

2016 წლის 25 მარტი

       ქ. ლანჩხუთი

 

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ორგანოებში სტაჟირების გავლის წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის   კოდექსი“   61-ე  მუხლის   პირველი და მეორე  ნაწილების, „საჯარო  დაწესებულებაში   სტაჟირების გავლის წესისა და პირობების შესახებ“ სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 18 ივნისის №410 დადგენილების შესაბამისად, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
დამტკიცდეს ლანჩხუთის  მუნიციპალიტეტის ორგანოებში სტაჟირების გავლის წესი და პირობები დანართის №1-ის შესაბამისად.
მუხლი 2
დამტკიცდეს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოში სტაჟირების წარმატებით გავლის დამადასტურებელი სერტიფიკატის ფორმა დანართი №2-ის შესაბამისად;
მუხლი 3
დამტკიცდეს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგეობაში სტაჟირების წარმატებით გავლის დამადასტურებელი სერთიფიკატის ფორმა დანართი N3-ის შესაბამისად;
მუხლი 4
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეგიორგი ხელაძე



დანართი №1

 

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ორგანოებში სტაჟირების გავლის წესი და პირობები
ეს  წესი  განსაზღვრავს  ლანჩხუთის  მუნიციპალიტეტის  ორგანოებში (საკრებულოსა და გამგეობაში) სტაჟირების გავლის  წესსა და პირობებს.

მუხლი 1. სტაჟირების მიზანი
სტაჟირების მიზანია:
ა) ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის  ორგანოებში მსურველ პირთათვის პროფესიული გამოცდილების შეძენის შესაძლებლობის შექმნა, სტუნდენტებისა და კურსდამთავრებულთათვის  პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავება;
ბ) კვალიფიციური კადრების მომზადება;
გ) ერთიანი სტანდარტის შემუშავება, რომელიც ხელს შეუწყობს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ორგანოებში   დასაქმების   მსურველთათვის   ჯანსაღი   კონკურენციის შექმნასა და დასაქმების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფას;
დ) დასაქმების თანაბარი პირობების შექმნა.

მუხლი 2. სტაჟიორები
1. პროგრამის ფარგლებში წარმოდგენილი კანდიდატი უნდა აკმაყოფილებდეს „საჯარო დაწესებულებაში სტაჟირების გავლის წესისა და პირობების შესახებ“ სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების თაობაზე საქართველოს მთავრობის 2014 წლის 18 ივნისის N410 დადგენილებით  გათვალისწინებულ  მოთხოვნებს.
2. ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში განაცხადის საფუძველზე სტაჟიორად შეიძლება დანიშნულ იქნეს საშუალო ან/და უმაღლესი განათლების მქონე პირი, რომელიც უნდა აკმაყოფილებდეს  შემდეგ  მოთხოვნებს:
ა) იყოს საქართველოს ქმედუნარიანი მოქალაქე;
ბ) სრულყოფილად ფლობდეს სახელმწიფო ენას;
გ) ფლობდეს კომპიუტერულ საოფისე პროგრამებს;
3. კანდიდატმა ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ორგანოებში უნდა წარმოადგინოს:
ა) სტაჟირებაზე განაცხადის შევსებული ფორმა.
ბ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
გ) დიპლომის ასლი ან ცნობა სასწავლებლიდან;
დ) CV;
ე) ფოტოსურათი (ზომით 3X4).

მუხლი 3. სტაჟირების ვადა, ანაზღაურება და სტაჟიორთა სავალდებულო კვოტა
1. სტაჟირების ხანგრძლივობა განისაზღვრება 1 თვიდან 6 თვემდე ვადით.
2. სტაჟირება  ერთჯერადი ხასიათისაა, ტარდება სასწავლო/პროფესიული  გამოცდილების მიღების მიზნით და ანაზღაურების გარეშე.
3. სტაჟიორთა მიღების მიზნით ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის   გამგებელი   განსაზღვრავენ   სტაჟიორთა   სავალდებულო   კვოტას,   მაგრამ   არანაკლებ, შტატით გათვალისწინებულ თანამდებობებზე ფაქტობრივად დასაქმებულთა 10%-ისა.

მუხლი 4. სტაჟირების გავლის წესი და მიღება
1. ლანჩხუთის  მუნიციპალიტეტის  ორგანოებში  სტაჟიორთა  მიღება  ხორციელდება  ორ  ნაკადად.  პირველი ნაკადის  მიღება  ხდება შემოდგომაზე,  სექტემბერის  თვეში, ხოლო მეორე ნაკადისა  – გაზაფხულზე,  მარტის თვეში.
2. პირი  სტაჟიორად  მიიღება  შესაბამისი  განცხადების  საფუძველზე. განცხადების  წარდგენა ხდება  სსიპ „საჯარო სამსახურის ბიუროს“ (შემდგომში – ბიურო) მიერ ადმინისტრირებული ვებგვერდის (stajireba.gov.ge) მეშვეობით.
3. ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ორგანოებში სტაჟიორი მიიღება ,,საჯარო დაწესებულებაში სტაჟირების გავლის წესისა და პირობების შესახებ“ სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების თაობაზე საქართველოს მთავრობის 2014 წლის 18 ივნისის №410 დადგენილების შესაბამისად.

მუხლი 5. სტაჟიორის უფლება-მოვალეობები
1. სტაჟიორს სტაჟირების პერიოდში ენიშნება სტაჟირების ხელმძღვანელი, რომელიც მას უწევს  ზედამხედველობას სამუშაოს აღწერილობის ფარგლებში.
2. სტაჟიორს უფლება აქვს, სტაჟირების ხელმძღვანელის თანხმობით:
ა) გაეცნოს ლანჩხუთის  მუნიციპალიტეტის შესაბამისი ორგანოების  სტრუქტურული ერთეულების მუშაობის სპეციფიკას. კომპეტენციის ფარგლებში მონაწილეობა მიიღოს სხვადასხვა საკითხზე გადაწყვეტილებების მომზადების პროცესში;
ბ) გაეცნოს სამსახურებრივ დოკუმენტაციას, მათ შორის, საარქივო მასალებს, ისარგებლოს სათანადო ინფორმაციით   (ელექტრონული   საშუალებებით   და  სხვა),  საქართველოს   კანონმდებლობით   დადგენილი წესით;
გ) დაესწროს  და მონაწილეობა  მიიღოს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის  შესაბამისი ორგანოს მიერ ორგანიზებულ  ღონისძიებებში;
დ) სტაჟირების   მიმდინარეობისას    გამოვლენილი    ხარვეზების   შესახებ   დასაბუთებული  წერილობითი ფორმით შეატყობინოს ლანჩხუთის  მუნიციპალიტეტის შესაბამისი ორგანოს ხელმძღვანელს;
ე) განახორციელოს კანონმდებლობით დადგენილი სხვა უფლებები.
3. სტაჟიორი ვალდებულია:
ა) დადგენილ ვადებში შეასრულოს ყველა დავალება, რომელიც მას დაეკისრება სტაჟირების ხელმძღვანელის მიერ და რომელიც  გამომდინარეობს  ლანჩხუთის  მუნიციპალიტეტის შესაბამისი ორგანოების დებულებითა და შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის დებულებით გათვალისწინებული საქმიანობის სპეციფიკიდან;
ბ) დაიცვას ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის შესაბამისი ორგანოების  შინაგანაწესით დადგენილი მოთხოვნები სტაჟირების თავისებურებათა გათვალისწინებით;
გ) დაიცვას საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული საიდუმლოების პრინციპი;
დ) სტაჟიორი ეთიკური ნორმებიდან გამომდინარე, მოვალეა ყურადღება მიაქციოს პიროვნულ იერ-სახეს, უპირატესობა მიანიჭოს ჩაცმის კლასიკურ სტილს.

მუხლი 6. ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ორგანოების უფლება-მოვალეობები
1. ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ორგანოები მოვალეა სტაჟიორს  შეუქმნას სათანადო  პირობები პროფესიული უნარ-ჩვევებისა   და  პრაქტიკული გამოცდილების შესაძენად.
2. აქტიური სტატუსის მქონე სტაჟიორი სტუდენტების შემთხვევაში, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის შესაბამისი ორგანოები და შესაბამისი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება  თანხმდებიან სტაჟიორის საჯარო  დაწესებულებაში  ყოფნის  გრაფიკის თაობაზე,  სასწავლო  პროცესთან   სტაჟირების  ინტეგრირების მიზნით.
3. ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის  ორგანოები ვალდებულნი არიან, წელიწადში ორჯერ, ბიუროს მიაწოდოს სრული ინფორმაცია სტაჟირებასთან დაკავშირებით, სტაჟირების თითოეული ნაკადის  დასრულებისთანავე.
4. სტაჟირების ხელმძღვანელი  კოორდინაციას  უწევს სტაჟიორთა  ჯგუფს ან პერსონალურად, კონკრეტულ სტაჟიორს.

მუხლი 7. სტაჟირების ვადაზე ადრე შეწყვეტა
1. სტაჟიორს ვადაზე ადრე უწყდება სტაჟირების ვადა: 
ა) პირადი  განცხადების საფუძველზე;
ბ) არასაპატიო მიზეზით 5 დღის განმავლობაში სტაჟირების გავლის ადგილზე გამოუცხადებლობის შემთხვევაში;
გ) დავალების არაერთგზის ბრალეული შეუსრულებლობისა ან არაჯეროვანი შესრულების გამო, რაც  დადასტურებული იქნება სტაჟირების ხელმძღვანელის მიერ დასაბუთებული დასკვნით;
დ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სხვა საფუძვლით.
2. სტაჟირების  ვადაზე  ადრე  შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ორგანოს ხელმძღვანელი (საკრებულოს  თავმჯდომარე  ან გამგებელი) და ამის შესახებ, ერთი კვირის ვადაში აცნობებს ბიუროს.

მუხლი 8. სტაჟირების დასრულება
1. სტაჟირების ვადის გასვლის შემდეგ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ორგანოები (საკრებულოს  თავმჯდომარე  ან გამგებელი) იღებენ გადაწყვეტილებას:
ა) სტაჟირების შედეგების დადებითად შეფასების შესახებ;
ბ) სტაჟირების შედეგების უარყოფითად შეფასების შესახებ.
2. სტაჟირების  შედეგების დადებითად შეფასების შემთხვევაში სტაჟიორს ეძლევა სტაჟირების წარმატებით გავლის დამადასტურებელი სერტიფიკატი, რომელიც გაიცემა ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ორგანოების (საკრებულოს თავმჯდომარის ან გამგებლის) მიერ.