შპს,,არენა მშენი’’კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ.

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№2/1492-16
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 29/03/2016
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქმე №2/1492-16

 

განჩინება

საქართველოს სახელით

კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ

 

2016 წლი ს   25 მარტი

ქ. თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე თამარ ჭუნიაშვილი

 

განმცხადებელი - შპს ,,არენა მშენი’

(საიდენტიფიკაციო ნომერი 204388402)

დირექტორი - სერგო უღრელიძე

წარმომადგენელი - ლაზარე ძირკველიშვილი

 

მეურვე - აღსრულების ეროვნული ბიურო

წარმომადგენელი - მიხეილ ლომთაძე

 

მომრიგებელი საბჭოს წევრები  - 1 - სალომე არჩვაძე

                                                            2 -  ხატია კვასტიანი

                                                            3 - ზუბიკო შავდათუაშვილი

 

მოთხოვნა -  კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ

 

სასამართლომ განიხილა კრედიტორთა კრების მოწვევის საკითხი და

 

გამოარკვია

 

2016 წლის 28 იანვარს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას განცხადებით მომართა  შპს ,,არენა მშენის’’ დირექტორმა სერგო უღრელიძემ და მოითხოვა   შპს ,,არენა მშენის’’ მიმართ გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყება, ვინაიდან   შპს ,,არენა მშენს’’  არ შესწევს უნარი დააკმაყოფილოს კრედიტორების ვადამოსული მოთხოვნები. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მიერ განცხადება მიღებულ იქნა   წარმოებაში.

კრედიტორთა კრებაზე არჩეულ იქნა მომრიგებელი საბჭოს წევრები  სალომე არჩვაძე, ხატია კვასტიანი და  ზუბიკო შავდათუაშვილი.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში 2016 წლის 25 მარტს მომრიგებელი საბჭოს წევრების მიერ წარმოდგენილი იქნა მომრიგებელი საბჭოს გადაწყვეტილება.

სასამართლო გაეცნო წარმოდგენილ გადაწყვეტილებას, საქმეში არსებულ მასალებს, მიაჩნია, რომ ,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ’’ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის თანახმად მოწვეული უნდა იქნეს კრედიტორთა კრება და კრედიტორთა კრებაზე განხილულ იქნეს შემდეგი საკითხები: 1) კრედიტორთა მიერ დაგვიანებით წარმოდგენილი განცხადებების განხილვა კრედიტორად აღიარების შესახებ, 2) მომრიგებელი საბჭოს გადაწყვეტილების დამტკიცება,  3) მისი კომპეტენციისათვის მიკუთვნებული სხვა საკითხების განხილვა .

სასამართლომ იხელმძღვანელა ,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-5, მე-7, მე-8, მე-9, 25-ე, 27 -ე, 32-33-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-285 მუხლებით

 

დ ა ა დ გ ი ნ ა

 

1. კრედიტორთა კრება მოწვეული იქნეს 2016 წლის 1 აპრილს 13:00 საათზე თბილისის საქალაქო სასამართლოში (მდებარე ქ. თბილისში, დ. აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ. №6) სხდომის დარბაზი №2  შემდეგი დღის წესრიგით: 

1.1. კრედიტორთა მიერ დაგვიანებით წარმოდგენილი განცხადებების განხილვა კრედიტორად აღიარების შესახებ;

1.2. მომრიგებელი საბჭოს გადაწყვეტილების  დამტკიცება;

1.3. მისი კომპეტენციისათვის მიკუთვნებული სხვა საკითხების განხილვა;

2. განჩინება გამოქვეყნდეს ,,საკანონმდებლო მაცნეში’’, სასამართლოს დაფაზე და ვებგვერდზე www.tcc.gov.ge.

3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს გამოცემიდან 5 დღის ვადაში კერძო საჩივრით თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში.

 

მოსამართლე                                                      თ . ჭუნიაშვილი