შპს „მარშეს“ კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№2/13642-13
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 21/03/2017
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქმე №2/13642-13

 

განჩინება

საქართველოს სახელით

კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ

2017 წლის 17 თებერვალი

ქ. თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე თამარ ბურჯანაძე

 

განმცხადებ ე ლი - შპს „მარშე”(ს/კ 245587011)

რეაბილიტაციის მმართველი - გიორგი გვალია

 

მოთხოვნა -   კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ

 

სასამართლომ განიხილა კრედიტორთა კრების მოწვევის საკითხი და,

 

გამოარკვია:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას 2013 წლის 23 სექტემბერს განცხადებით მიმართა შპს „მარშეს” წარმომადგენელმა ლაშა ნოდიამ და  რეაბილიტაციის შესაძლებლობის გათვალისწინებით ითხოვა შპს „მარშეს” მიმართ გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყება. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მიერ განცხადება მიღებულ იქნა  წარმოებაში.

2016 წლის 8 აპრილის კრედიტორთა კრებაზე შპს „მარშეს” კრედიტორთა კრების გადაწყვეტილების საფუძველზე , შპს „მარშეს” რეაბილიტაციის მმართველად არჩეულ იქნა გიორგი გვალია. ამავე სხდომაზე რეაბილიტაციის გეგმის მომზადება დაევალათ რეაბილიტაციის მმართველს გიორგი გვალიას, შპს „გრანდს” და სს „გუდვილს”;

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში 2017 წლის 15 თებერვალს შპს „მარშეს” რეაბილიტაციის მმართველის გიორგი გვალიას მიერ წარმოდგენილი იქნა შპს „მარშეს” რეაბილიტაციის გეგმა.

სასამართლო გაეცნო წარმოდგენილ გადაწყვეტილებას,საქმეში არსებულ მასალებს, მიაჩნია, რომ„გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ’’საქართველოს კანონის 27-ე მუხლის თანახმად მოწვეული უნდა იქნეს კრედიტორთა კრება და კრედიტორთა კრებაზე განხილულ იქნეს შემდეგი საკითხები: 1) კრედიტორთა მიერ დაგვიანებით წარმოდგენილი განცხადებების განხილვა კრედიტორად აღიარების შესახებ . 2) რეაბილიტაციის გეგმის დამტკიცება.  3) მისი კომპეტენციისათვის მიკუთვნებული სხვა საკითხების განხილვა .

სასამართლომ იხელმძღვანელა ,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-5, მე-7, მე-8, მე-9, 25-ე, 27 -ე, 32-33-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-285 -ე მუხლებით,

 

დაადგინა:

 

1. კრედიტორთა კრება მოწვეულ იქნეს 2017 წლის 31 მარტს, 15:00 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში (მდებარე ქ. თბილისში, დ. აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ. №6) სხდომის დარბაზი №2  შემდეგი დღის წესრიგით: 

1.1. კრედიტორთა მიერ დაგვიანებით წარმოდგენილი განცხადებების განხილვა კრედიტორად აღიარების შესახებ;

1.2.  რეაბილიტაციის გეგმის გადაწყვეტილების  დამტკიცება;

1.3.   მისი კომპეტენციისათვის მიკუთვნებული სხვა საკითხების განხილვა;

2. განჩინება გამოქვეყნდეს ,,საკანონმდებლო მაცნეში’’,სასამართლოს დაფაზე და ვებგვერდზეwww.tcc.gov.ge.

3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს გამოცემიდან 5 დღის ვადაში კერძო საჩივრით თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში.

მოსამართლე                                                                       თამარ  ბურჯანაძე

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „შპს „მარშეს“ კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ“?
დიახ, სასამართლოს აქტები „შპს „მარშეს“ კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 17.02.2017.
როდის იქნა მიღებული „შპს „მარშეს“ კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ“?
„შპს „მარშეს“ კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ“ მიღებულია 17.02.2017. მიმღები ორგანო — თბილისის საქალაქო სასამართლო. დოკუმენტის ნომერი — №2/13642-13.
სად არის „შპს „მარშეს“ კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 17.02.2017 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

სასამართლოს აქტები „შპს „მარშეს“ კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ“, №2/13642-13, 17.02.2017 (კონსოლიდირებული რედაქცია 17.02.2017). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/3612238/