შპს ”მარშეს” კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქმე №2/13642-13
330216813320739
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ
(ამონაწერი სხდომის ოქმიდან)
2019 წლის 1 აპრილი
ქ. თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე - თამარ ბურჯანაძე
განმცხადებელი - შპს „მარშე” (ს/კ 245587011)
რეაბილიტაციის მმართველი - გიორგი გვალია
მოთხოვნა - კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ
სასამართლომ ზეპირი მოსმენით განიხილა კრედიტორთა კრების გადადების საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას 2013 წლის 23 სექტემბერს განცხადებით მიმართა შპს ”მარშეს” წარმომადგენელმა ლაშა ნოდიამ და რეაბილიტაციის შესაძლებლობის გათვალისწინებით ითხოვა შპს ”მარშეს” მიმართ გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყება. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მიერ განცხადება მიღებულ იქნა წარმოებაში.
2016 წლის 08 აპრილის კრედიტორთა კრებაზე შპს ”მარშეს” კრედიტორთა კრების გადაწყვეტილების საფუძველზე შპს ”მარშეს” რეაბილიტაციის მმართველად არჩეულ იქნა გიორგი გვალია.
2019 წლის 1 აპრილს, 17:00 საათზე გამართულ კრედიტორთა კრებაზე არ გამოცხადდა კრედიტორთა უმრავლესობა, შესაბამისად, კრება არ იყო გადაწყვეტილებაუნარიანი, რის გამოც ,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ" საქართველოს კანონის 27-ე მუხლის შესაბამისად, სასამართლომ მიზანშეწონილად მიიჩნია კრედიტორთა კრების გადადება.
სასამართლომ იხელმძღვანელა ,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-7, მე-8, 27-ე 42-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. კრედიტორთა კრება მოწვეულ იქნეს 2019 წლის 19 აპრილს, 14:00 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში (მდებარე ქ. თბილისში, დ. აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ. №6) სხდომის დარბაზი №63 შემდეგი დღის წესრიგით:
კრედიტორთა კრების კომპეტენციას მიკუთვნებული საკითხების განხილვა.
2. განჩინება გამოქვეყნდეს „საკანონმდებლო მაცნეში“, სასამართლოს დაფაზე და ვებგვერდზე www.tcc.gov.ge.
3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს გამოქვეყნებიდან 5 (ხუთი) დღის ვადაში კერძო საჩივრით თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში.
მოსამართლე თამარ ბურჯანაძე
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „შპს ”მარშეს” კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ“?
- დიახ, სასამართლოს აქტები „შპს ”მარშეს” კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 01.04.2019.
- როდის იქნა მიღებული „შპს ”მარშეს” კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ“?
- „შპს ”მარშეს” კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ“ მიღებულია 01.04.2019. მიმღები ორგანო — თბილისის საქალაქო სასამართლო. დოკუმენტის ნომერი — №2/13642-13.
- სად არის „შპს ”მარშეს” კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 01.04.2019 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
სასამართლოს აქტები „შპს ”მარშეს” კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ“, №2/13642-13, 01.04.2019 (კონსოლიდირებული რედაქცია 01.04.2019). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/4531296/