საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კვლევისა და განვითარების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 31.03.2016
ძალაში შესვლა 01.04.2016
ძალის დაკარგვა 12.02.2018
გამომცემი ორგანო საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი
ნომერი №134
სარეგისტრაციო კოდი 010240030.22.034.016515
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 31/03/2016
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი ბესიკ ამირანაშვილი | მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
📋 აუქმებს — 1 აქტი
- საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს რეფორმებისა და განვითარების სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 16.11.2012
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კვლევისა და განვითარების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის
ბრძანება
№134
2016 წლის 31 მარტი
ქ. თბილისი
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კვლევისა და განვითარების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ფ.ა“ ქვეპუნქტისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, ვბრძანებ:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კვლევისა და განვითარების დეპარტამენტის თანდართული დებულება.
მუხლი 2🔗
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს რეფორმებისა და განვითარების სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2012 წლის 16 ნოემბრის №893 ბრძანება.
მუხლი 3🔗
ბრძანება ამოქმედდეს 2016 წლის 1 აპრილიდან.
მინისტრის მოვალეობის შემსრულებელიბესიკ ამირანაშვილი
დანართი
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კვლევისა და განვითარების დეპარტამენტის დებულება
თავი I
ზოგადი დებულებანი
მუხლი 1🔗
ეს დებულება განსაზღვრავს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) კვლევისა და განვითარების დეპარტამენტის (შემდგომში – დეპარტამენტი) სამართლებრივ სტატუსს, ამოცანებს, ფუნქციებს, სტრუქტურას, ანგარიშვალდებულებას და აწესრიგებს დეპარტამენტის საქმიანობასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებს.
მუხლი 2🔗
1. დეპარტამენტი არის სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფი.
2. დეპარტამენტი თავისი ფუნქციებისა და ამოცანების განხორციელებისას წარმოადგენს სამინისტროს.
მუხლი 3🔗
დეპარტამენტი თავისი საქმიანობის განხორციელებისას ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით, საქართველოს საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით, საქართველოს მთავრობისა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის (შემდგომში – მინისტრი) სამართლებრივი აქტებით.
მუხლი 4🔗
დეპარტამენტი ანგარიშვალდებულია მინისტრისა და კურატორი მინისტრის მოადგილის (არსებობის შემთხვევაში) წინაშე, რომლებიც ახორციელებენ მასზე სამსახურებრივ ზედამხედველობას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
თავი II
დეპარტამენტის ამოცანები და ფუნქციები
მუხლი 5🔗
დეპარტამენტის ამოცანებია:
ა) სამინისტროს სისტემის განვითარების ერთიანი ხედვის ფორმირება; სამინისტროს სისტემის განვითარების მიზნით სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების, ტერიტორიული ორგანოების, სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – საქართველოს სასაზღვრო პოლიციისა და სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირების (შემდგომში – სამინისტროს სისტემის დანაყოფები) საქმიანობის კოორდინაცია და ხელშეწყობა;
ბ) სტრატეგიული მნიშვნელობის დოკუმენტების, სამოქმედო გეგმების შემუშავება და განხორციელების მონიტორინგი;
გ) სამინისტროს გამგებლობის სფეროს მიკუთვნებულ საკითხებზე კვლევების განხორციელება, გამოწვევების იდენტიფიცირება, საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის ანალიზი, ახალი პროექტების, ინოვაციური იდეებისა და რეკომენდაციების შემუშავება;
დ) სამინისტროს სისტემის მოსამსახურეთა ინფორმირებულობის გაზრდა, ცნობიერების ამაღლება და ამ მიზნით თანამშრომლობის სხვადასხვა ფორმატის შეთავაზება.
მუხლი 6🔗
დეპარტამენტი:
ა) უზრუნველყოფს საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის, აგრეთვე სამოქალაქო უსაფრთხოების დაცვის სფეროში სტრატეგიული მნიშვნელობის დოკუმენტებისა და სამოქმედო გეგმების მომზადებას ან/და მომზადების პროცესის კოორდინაციას;
ბ) უზრუნველყოფს საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის, აგრეთვე სამოქალაქო უსაფრთხოების დაცვის სფეროში სტრატეგიული მნიშვნელობის დოკუმენტებისა და სამოქმედო გეგმების საფუძველზე ნაკისრი ვალდებულებების შესრულების მონიტორინგს და პერიოდული ანგარიშების მომზადებას;
გ) კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფს საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის, აგრეთვე სამოქალაქო უსაფრთხოების დაცვის სფეროში სტრატეგიული მნიშვნელობის დოკუმენტებისა და სამოქმედო გეგმების შემუშავების მიზნით შექმნილ უწყებათშორის საბჭოებში სამინისტროს პოზიციის წარდგენასა და დაცვას;
დ) სამინისტროს სისტემის დანაყოფებს შორის განვითარების საკითხებზე ეფექტიანი თანამშრომლობის მიზნით უზრუნველყოფს მათთვის ინფორმაციის გაცვლისა და კომუნიკაციისათვის სხვადასხვა ფორმატის შეთავაზებას;
ე) ახორციელებს განვითარების კუთხით სამინისტროს სისტემის წინაშე მდგარი გამოწვევების იდენტიფიცირებას და ამ მიმართულებით სამინისტროს ერთიანი ხედვის ჩამოყალიბებას; შეიმუშავებს რეკომენდაციებს სამინისტროს სისტემის დანაყოფების თანაბარი განვითარების ხელშეწყობის მიზნით;
ვ) ახორციელებს საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის, აგრეთვე სამოქალაქო უსაფრთხოების დაცვის სფეროში მიმდინარე მნიშვნელოვანი მოვლენების, ტენდენციების, განვითარების ძირითადი მიმართულებებისა და საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის შესახებ ინფორმაციის მოძიებას, ანალიზს, საჭიროების შემთხვევაში, საინფორმაციო-ანალიტიკური ანგარიშისა და კვლევის დოკუმენტის მომზადებას და მინისტრის, კურატორი მინისტრის მოადგილის (არსებობის შემთხვევაში) ან/და სამინისტროს სისტემის დაინტერესებული დანაყოფისათვის წარდგენას;
ზ) სამინისტროს სისტემაში განვითარების კუთხით არსებული ვითარების შეფასების საფუძველზე შეიმუშავებს წინადადებებს, რეკომენდაციებსა და პროექტებს, რომელთაც წარუდგენს სამინისტროს სისტემის შესაბამის დანაყოფს; აანალიზებს და აფასებს სამინისტროს სისტემის განვითარების მიზნით დაგეგმილ და მიმდინარე პროექტებს საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის, აგრეთვე სამოქალაქო უსაფრთხოების დაცვის სფეროში თანამედროვე ტენდენციებსა და ძირითად მიმართულებებთან შესაბამისობის კუთხით;
თ) კომპეტენციის ფარგლებში, სამინისტროს სისტემის მოსამსახურეთა ინფორმირებულობის გაზრდის, ცნობიერების ამაღლებისა და პროფესიული განვითარების მიზნით უზრუნველყოფს მათთვის ინოვაციური იდეების შეთავაზებას;
ი) საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის, აგრეთვე სამოქალაქო უსაფრთხოების დაცვის სფეროში თანამედროვე ტენდენციებისა და გამოცდილების გაზიარების მიზნით თანამშრომლობს სხვა სახელმწიფო უწყებების, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების, აგრეთვე სამეცნიერო-აკადემიური წრეების წარმომადგენლებთან ან/და ექსპერტებთან;
კ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით, ასევე მინისტრისა და კურატორი მინისტრის მოადგილის (არსებობის შემთხვევაში) მიერ საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე დაკისრებულ სხვა ფუნქციებს.
თავი III
დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულები და მათი ფუნქციები
მუხლი 7🔗
დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულებია:
ა) სისტემური განვითარების სამმართველო;
ბ) კვლევისა და ანალიზის სამმართველო.
მუხლი 8🔗
სისტემური განვითარების სამმართველო:
ა) ახორციელებს საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის, აგრეთვე სამოქალაქო უსაფრთხოების დაცვის სფეროში სტრატეგიული მნიშვნელობის დოკუმენტებისა და სამოქმედო გეგმების მომზადებას ან/და მომზადების კოორდინაციას, ამ მიზნით სამინისტროს სისტემის დანაყოფებთან კომუნიკაციას, ინფორმაციის გამოთხოვასა და ანალიზს;
ბ) კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფს საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის, აგრეთვე სამოქალაქო უსაფრთხოების დაცვის სფეროში სტრატეგიული მნიშვნელობის დოკუმენტებისა და სამოქმედო გეგმების შემუშავების მიზნით შექმნილ უწყებათშორის საბჭოებში სამინისტროს პოზიციის წარდგენასა და დაცვას;
გ) ახორციელებს სამინისტროს სისტემის დანაყოფების მიერ საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის, აგრეთვე სამოქალაქო უსაფრთხოების დაცვის სფეროში სტრატეგიული მნიშვნელობის დოკუმენტებითა და სამოქმედო გეგმებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების მონიტორინგს, შესრულების ანგარიშების პერიოდულ მომზადებას და მინისტრისათვის, კურატორი მინისტრის მოადგილისათვის (არსებობის შემთხვევაში) ან/და სამინისტროს სისტემის დაინტერესებული დანაყოფისათვის წარდგენას;
დ) საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის, აგრეთვე სამოქალაქო უსაფრთხოების დაცვის სფეროში სტრატეგიული მნიშვნელობის დოკუმენტების, სამოქმედო გეგმებისა და მათ საფუძველზე ნაკისრი ვალდებულებების შესრულების ანგარიშების ანალიზის შედეგად ახორციელებს სამინისტროს წინაშე მდგარი გამოწვევების იდენტიფიცირებას და სამინისტროს სისტემის განვითარების ერთიანი ხედვის ჩამოყალიბებას;
ე) სამინისტროს სისტემის დანაყოფების თანაბარი განვითარების ხელშეწყობის მიზნით უზრუნველყოფს მათგან ინფორმაციის პერიოდულ გამოთხოვას, ანალიზს და შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავებას;
ვ) ხელს უწყობს სამინისტროს სისტემის დანაყოფებს შორის ეფექტიან კომუნიკაციასა და ინფორმაციის გაცვლას თანამშრომლობის სხვადასხვა ფორმატის შეთავაზების, მათ შორის, საკოორდინაციო შეხვედრების ორგანიზების გზით;
ზ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა ფუნქციებს, აგრეთვე დეპარტამენტის დირექტორის/დირექტორის მოადგილის მიერ საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე დაკისრებულ დავალებებს.
მუხლი 9🔗
1. კვლევისა და ანალიზის სამმართველოს შემადგენლობაშია:
ა) კვლევის განყოფილება;
ბ) ანალიზის განყოფილება.
2. კვლევის განყოფილება:
ა) ახორციელებს საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის, აგრეთვე სამოქალაქო უსაფრთხოების დაცვის სფეროში მიმდინარე მნიშვნელოვანი მოვლენების, ტენდენციებისა და განვითარების ძირითადი მიმართულებების შესახებ ინფორმაციის მოძიებას, ანალიზს, საჭიროების შემთხვევაში, საინფორმაციო-ანალიტიკური ანგარიშის მომზადებას და მინისტრისათვის, კურატორი მინისტრის მოადგილისათვის (არსებობის შემთხვევაში) ან/და სამინისტროს სისტემის დაინტერესებული დანაყოფისათვის წარდგენას;
ბ) ხელს უწყობს სამინისტროს სისტემის დანაყოფებს საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის, აგრეთვე სამოქალაქო უსაფრთხოების დაცვის სფეროში კონკრეტული საკითხის შესახებ მათთვის საჭირო ინფორმაციის, საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის მოძიებაში; უზრუნველყოფს მათ ანალიზს, კვლევის დოკუმენტის მომზადებას და სამინისტროს სისტემის დაინტერესებული დანაყოფისათვის წარდგენას;
გ) საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის, აგრეთვე სამოქალაქო უსაფრთხოების დაცვის სფეროში თანამედროვე ტენდენციებისა და გამოცდილების გაზიარების მიზნით თანამშრომლობს სხვა სახელმწიფო უწყებების, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების, აგრეთვე სამეცნიერო-აკადემიური წრეების წარმომადგენლებთან ან/და ექსპერტებთან;
დ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა ფუნქციებს, აგრეთვე დეპარტამენტის დირექტორის/დირექტორის მოადგილის მიერ საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე დაკისრებულ დავალებებს.
3. ანალიზის განყოფილება:
ა) აფასებს სამინისტროს სისტემაში განვითარების კუთხით არსებულ ვითარებას, შეიმუშავებს წინადადებებს, რეკომენდაციებსა და პროექტებს, რომელთაც წარუდგენს სამინისტროს სისტემის შესაბამის დანაყოფს;
ბ) აანალიზებს და აფასებს სამინისტროს სისტემის განვითარების მიზნით დაგეგმილ და მიმდინარე პროექტებს საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის, აგრეთვე სამოქალაქო უსაფრთხოების დაცვის სფეროში თანამედროვე ტენდენციებსა და ძირითად მიმართულებებთან შესაბამისობის კუთხით;
გ) კომპეტენციის ფარგლებში მუდმივად ზრუნავს სამინისტროს სისტემის მოსამსახურეთა ინფორმირებულობის გაზრდასა და მათ პროფესიულ განვითარებაზე ინოვაციური იდეების შეთავაზების და გზით;
დ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა ფუნქციებს, აგრეთვე დეპარტამენტის დირექტორის/დირექტორის მოადგილის მიერ საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე დაკისრებულ დავალებებს.
თავი IV
დეპარტამენტის ხელმძღვანელობა
მუხლი 10🔗
1. დეპარტამენტს ხელმძღვანელობს დეპარტამენტის დირექტორი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.
2. დეპარტამენტის დირექტორი ანგარიშვალდებულია მინისტრისა და კურატორი მინისტრის მოადგილის (არსებობის შემთხვევაში) წინაშე.
3. დეპარტამენტის დირექტორი:
ა) ხელმძღვანელობს დეპარტამენტს, წყვეტს დეპარტამენტის გამგებლობას მიკუთვნებულ საკითხებს, წარმართავს დეპარტამენტის საქმიანობას და პასუხისმგებელია დეპარტამენტზე დაკისრებული მოვალეობების ჯეროვანი შესრულებისათვის;
ბ) კომპეტენციის ფარგლებში გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს;
გ) თვალყურს ადევნებს დეპარტამენტის მოსამსახურეთა მიერ მოვალეობების ჯეროვნად შესრულებას;
დ) ანაწილებს დეპარტამენტში შემოსულ კორესპონდენციასა და დავალებებს დეპარტამენტის სამმართველოებს შორის;
ე) მინისტრს და კურატორ მინისტრის მოადგილეს (არსებობის შემთხვევაში) წარუდგენს წინადადებებს დეპარტამენტის მოსამსახურეთა წახალისების თაობაზე;
ვ) მიმართავს სამინისტროს შესაბამის სტრუქტურულ ქვედანაყოფს დეპარტამენტის მოსამსახურეთა მიმართ დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომების გამოყენების შესახებ;
ზ) აანალიზებს დეპარტამენტის საქმიანობას, მინისტრსა და კურატორ მინისტრის მოადგილეს (არსებობის შემთხვევაში) წარუდგენს წინადადებებს დეპარტამენტის მუშაობის გაუმჯობესების შესახებ, მათ შორის, დეპარტამენტის სტრუქტურასა და საშტატო განრიგთან დაკავშირებით;
თ) სამინისტროს შესაბამის სტრუქტურულ ქვედანაყოფს წარუდგენს წინადადებებს იმ სახსრების, მოწყობილობებისა და ინვენტარის გამოყოფის თაობაზე, რომლებიც საჭიროა დეპარტამენტის ამოცანების შესასრულებლად;
ი) ხელს აწერს ან/და ვიზირებას უკეთებს დეპარტამენტში მომზადებულ დოკუმენტაციას;
კ) ყოველწლიურად ან მოთხოვნისამებრ, მინისტრსა და კურატორ მინისტრის მოადგილეს (არსებობის შემთხვევაში) წარუდგენს ანგარიშს დეპარტამენტის მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ;
ლ) საგანგებო და საომარი მდგომარეობის დროს უზრუნველყოფს დეპარტამენტის მოსამსახურეების სამობილიზაციო მზადყოფნას;
მ) განსაზღვრავს დეპარტამენტის დირექტორის მოადგილეთა საკურატორო სფეროებს;
ნ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა ფუნქციებს, ასევე მინისტრისა და კურატორი მინისტრის მოადგილის (არსებობის შემთხვევაში) ცალკეულ დავალებებს.
4. დეპარტამენტის დირექტორის არყოფნისას მის მოვალეობას დეპარტამენტის დირექტორის დავალებით ასრულებს მისი ერთ-ერთი მოადგილე.
მუხლი 11🔗
1. დეპარტამენტის დირექტორს ჰყავს ორი მოადგილე, რომელსაც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.
2. დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე:
ა) ხელს უწყობს დეპარტამენტის დირექტორს მასზე დაკისრებული მოვალეობების განხორციელებაში;
ბ) ზედამხედველობას უწევს დეპარტამენტის მოსამსახურეთა მიერ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებას, აძლევს მათ შესაბამის მითითებებსა და დავალებებს;
გ) ახორციელებს დეპარტამენტში მომზადებული დოკუმენტაციის ვიზირებასა ან/და ხელმოწერას;
დ) ასრულებს მინისტრის, კურატორი მინისტრის მოადგილის (არსებობის შემთხვევაში) და დეპარტამენტის დირექტორის ცალკეულ დავალებებსა და მითითებებს;
ე) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.
3. დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით დეპარტამენტზე დაკისრებული სამსახურებრივი ამოცანების შესრულებისათვის ანგარიშვალდებულია მინისტრის, კურატორი მინისტრის მოადგილისა (არსებობის შემთხვევაში) და დეპარტამენტის დირექტორის წინაშე.
თავი V
დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელობა
მუხლი 12🔗
1. დეპარტამენტის სამმართველოს ხელმძღვანელობს სამმართველოს უფროსი, რომელსაც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.
2. სამმართველოს უფროსი:
ა) წარმართავს სამმართველოს საქმიანობას და წყვეტს სამმართველოს გამგებლობას მიკუთვნებულ საკითხებს;
ბ) ანაწილებს კორესპონდენციას და დავალებებს სამმართველოს მოსამსახურეებს შორის; უზრუნველყოფს სამმართველოს მუშაობის ორგანიზებას; ზედამხედველობს სამმართველოს მოსამსახურეთა მიერ სამსახურებრივი და საშემსრულებლო დისციპლინის დაცვას;
გ) ახორციელებს სამმართველოში მომზადებული დოკუმენტაციის ვიზირებას;
დ) კომპეტენციის ფარგლებში აკონტროლებს მინისტრის ბრძანებების, მითითებების, დავალებების, ასევე კურატორი მინისტრის მოადგილის (არსებობის შემთხვევაში), დეპარტამენტის დირექტორისა და მისი მოადგილის ცალკეული დავალებების შესრულებას;
ე) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.
3. სამმართველოს უფროსი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით სამმართველოზე დაკისრებული სამსახურებრივი ამოცანების შესრულებისათვის ანგარიშვალდებულია მინისტრის, კურატორი მინისტრის მოადგილის (არსებობის შემთხვევაში), დეპარტამენტის დირექტორისა და დეპარტამენტის დირექტორის მოადგილის წინაშე.