„საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის იმ თანამდებობათა ნუსხის, რომლებზედაც პირები სპეციალური კონკურსის გარეშე ინიშნებიან, აგრეთვე თანამდებობებზე უკონკურსოდ დანიშვნის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 29 ოქტომბრის N153-ე ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მინისტრის ბრძანება (1)
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის ბრძანება №26 |
|
2016 წლის 1 აპრილი ქ. თბილისი |
„საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის იმ თანამდებობათა ნუსხის, რომლებზედაც პირები სპეციალური კონკურსის გარეშე ინიშნებიან, აგრეთვე თანამდებობებზე უკონკურსოდ დანიშვნის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 29 ოქტომბრის №153 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
მუხლი 1
„საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის იმ თანამდებობათა ნუსხის, რომლებზედაც პირები სპეციალური კონკურსის გარეშე ინიშნებიან, აგრეთვე თანამდებობებზე უკონკურსოდ დანიშვნის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 29 ოქტომბრის №153 ბრძანებაში (სსმ, 010320040.22.038.016568, 29/10/2015) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანებით დამტკიცებული დანართის პირველი მუხლის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„გ) სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის ოპერატიულ-ტექნიკური უზრუნველყოფის სამმართველოსა და საინფორმაციო ტექნოლოგიების სამმართველოს უფროსები;
დ) სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის ოპერატიულ-ტექნიკური უზრუნველყოფის სამმართველოსა და საინფორმაციო ტექნოლოგიების სამმართველოს მოსამსახურეები;“.
მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|