საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის იმ თანამდებობათა ნუსხის დამტკიცების თაობაზე, რომლებზეც პირები ინიშნებიან უკონკურსოდ, გამოსაცდელი ვადისა და სასწავლო კურსის გავლის გარეშე, აგრეთვე ამ თანამდებობებზე მათი დანიშვნის წესი
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
ცვლილებები (7)
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის ბრძანება №153 |
|
2015 წლის 29 ოქტომბერი ქ. თბილისი |
|
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში (შემდგომში – სამსახური) სპეციალური კონკურსის გარეშე ინიშნებიან სამსახურის შემდეგი მოსამსახურეები:
ა) სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსი;
ბ) სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსის მოადგილე;
გ) სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის მონაცემთა დამუშავებისა და ბაზების ოპერირების სამმართველოს უფროსი;
დ) სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის მონაცემთა დამუშავებისა და ბაზების ოპერირების სამმართველოს მოსამსახურეები;
ე) სამინისტროს პენიტენციური დეპარტამენტის დირექტორი;
ვ) სამინისტროს პენიტენციური დეპარტამენტის დირექტორის პირველი მოადგილე;
ზ) სამინისტროს პენიტენციური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე;
თ) სამინისტროს პენიტენციური დეპარტამენტის მთავარი სამმართველოს უფროსი;
ი) სამინისტროს პენიტენციური დეპარტამენტის სპეციალური დანიშნულების ძალების მთავარი სამმართველოს უფროსი;
კ) სამინისტროს პენიტენციური დეპარტამენტის მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილე;
ლ) სამინისტროს პენიტენციური დეპარტამენტის სპეციალური დანიშნულების ძალების მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილე;
მ) სამინისტროს პენიტენციური დეპარტამენტის პენიტენციური დეპარტამენტის შტაბის (სამმართველო) უფროსი;
ნ) სამინისტროს პენიტენციური დეპარტამენტის სამმართველოს უფროსი;
ო) სამინისტროს პენიტენციური დეპარტამენტის სპეციალური დანიშნულების ძალების მთავარი სამმართველოს შტაბის (სამმართველო) უფროსი;
პ) სამინისტროს პენიტენციური დეპარტამენტის სპეციალური დანიშნულების ძალების მთავარი სამმართველოს სამმართველოს უფროსი;
ჟ) სამინისტროს პენიტენციური დეპარტამენტის შტაბის (სამმართველო) უფროსის მოადგილე;
რ) სამინისტროს პენიტენციური დეპარტამენტის სამმართველოს უფროსის მოადგილე;
ს) სამინისტროს პენიტენციური დეპარტამენტის სპეციალური დანიშნულების ძალების მთავარი სამმართველოს შტაბის (სამმართველო) უფროსის მოადგილე;
ტ) სამინისტროს პენიტენციური დეპარტამენტის სპეციალური დანიშნულების ძალების მთავარი სამმართველოს სამმართველოს უფროსის მოადგილე;
უ) სამინისტროს პენიტენციური დეპარტამენტის განყოფილების უფროსი;
ფ) სამინისტროს პენიტენციური დეპარტამენტის განყოფილების უფროსი (შტაბის უფროსი);
ქ) სამინისტროს პენიტენციური დეპარტამენტის განყოფილების უფროსი (სამორიგეოს უფროსი);
ღ) სამინისტროს პენიტენციური დაწესებულების დირექტორი;
ყ) სამინისტროს პენიტენციური დაწესებულების დირექტორის მოადგილე;
შ) სამინისტროს პენიტენციური დაწესებულების განყოფილების უფროსი;
ჩ) სამინისტროს პენიტენციური დაწესებულების სექტორის მენეჯერი.
1. ამ წესის პირველი მუხლით განსაზღვრულ თანამდებობებზე კანდიდატი ინიშნება პირადი განცხადების საფუძველზე, თუ იგი აკმაყოფილებს შესაბამისი თანამდებობისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს.
2. ამ წესით განსაზღვრულ თანამდებობებზე დასანიშნი პირი გადის სპეციალურ შემოწმებას.
3. ამ წესით განსაზღვრულ თანამდებობაზე კანდიდატი ინიშნება დანიშვნის უფლებამოსილების მქონე პირის მიერ, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის იმ თანამდებობათა ნუსხის დამტკიცების თაობაზე, რომლებზეც პირები ინიშნებიან უკონკურსოდ, გამოსაცდელი ვადისა და სასწავლო კურსის გავლის გარეშე, აგრეთვე ამ თანამდებობებზე მათი დანიშვნის წესი
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრიკახა კახიშვილი
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის იმ თანამდებობათა ნუსხა, რომლებზედაც პირები სპეციალური კონკურსის გარეშე ინიშნებიან, აგრეთვე თანამდებობებზე უკონკურსოდ დანიშვნის წესიხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის იმ თანამდებობათა ნუსხის დამტკიცების თაობაზე, რომლებზეც პირები ინიშნებიან უკონკურსოდ, გამოსაცდელი ვადისა და სასწავლო კურსის გავლის გარეშე, აგრეთვე ამ თანამდებობებზე მათი დანიშვნის წესი“?
- არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 22.11.2019.
- როდის იქნა მიღებული „საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის იმ თანამდებობათა ნუსხის დამტკიცების თაობაზე, რომლებზეც პირები ინიშნებიან უკონკურსოდ, გამოსაცდელი ვადისა და სასწავლო კურსის გავლის გარეშე, აგრეთვე ამ თანამდებობებზე მათი დანიშვნის წესი“?
- „საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის იმ თანამდებობათა ნუსხის დამტკიცების თაობაზე, რომლებზეც პირები ინიშნებიან უკონკურსოდ, გამოსაცდელი ვადისა და სასწავლო კურსის გავლის გარეშე, აგრეთვე ამ თანამდებობებზე მათი დანიშვნის წესი“ მიღებულია 29.10.2015. მიმღები ორგანო — საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი. დოკუმენტის ნომერი — №153. სარეგისტრაციო კოდი — 010320040.22.038.016568.
- რამდენჯერ შევიდა ცვლილება „საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის იმ თანამდებობათა ნუსხის დამტკიცების თაობაზე, რომლებზეც პირები ინიშნებიან უკონკურსოდ, გამოსაცდელი ვადისა და სასწავლო კურსის გავლის გარეშე, აგრეთვე ამ თანამდებობებზე მათი დანიშვნის წესი“-ში?
- დოკუმენტში სულ 7 ცვლილებაა შესული. მოქმედი რედაქცია ძალაშია 22.11.2019-დან.
- რამდენი მუხლისგან შედგება „საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის იმ თანამდებობათა ნუსხის დამტკიცების თაობაზე, რომლებზეც პირები ინიშნებიან უკონკურსოდ, გამოსაცდელი ვადისა და სასწავლო კურსის გავლის გარეშე, აგრეთვე ამ თანამდებობებზე მათი დანიშვნის წესი“?
- დოკუმენტი შედგება 4 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- სად არის „საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის იმ თანამდებობათა ნუსხის დამტკიცების თაობაზე, რომლებზეც პირები ინიშნებიან უკონკურსოდ, გამოსაცდელი ვადისა და სასწავლო კურსის გავლის გარეშე, აგრეთვე ამ თანამდებობებზე მათი დანიშვნის წესი“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 22.11.2019 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის იმ თანამდებობათა ნუსხის დამტკიცების თაობაზე, რომლებზეც პირები ინიშნებიან უკონკურსოდ, გამოსაცდელი ვადისა და სასწავლო კურსის გავლის გარეშე, აგრეთვე ამ თანამდებობებზე მათი დანიშვნის წესი“, №153, 29.10.2015, სარეგისტრაციო კოდი 010320040.22.038.016568 (კონსოლიდირებული რედაქცია 22.11.2019). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/3032111/