„საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 22 ნოემბრის №298 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№166
სარეგისტრაციო კოდი
010240030.10.003.019231
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 05/04/2016
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №166

2016 წლის 1 აპრილი

ქ. თბილისი

 

„საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 22 ნოემბრის №298 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად,  „საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 22 ნოემბრის №298 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 22/11/2013, 010240030.10.003.017465) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული დებულების:

1. მე-2 მუხლის  „რ“  ქვეპუნქტი  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„რ) შეიარაღებული ძალების პირადი შემადგენლობის, აგრეთვე თავდაცვის სამინისტროს  სამოქალაქო  ოფისის სამხედრო მოსამსახურეთა საკადრო (გაწვევა, დანიშვნა, გადაადგილება, დაწინაურება, პროფესიული განვითარება, წოდების მინიჭება, წახალისება, დათხოვნა, გათავისუფლება) უზრუნველყოფა;“.

2. მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) J-1 - პირადი შემადგენლობის დეპარტამენტი ახორციელებს საქართველოს შეიარაღებული ძალების პირადი შემადგენლობის, აგრეთვე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამოქალაქო ოფისისა და თავდაცვის სამინისტროს სისტემაში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირების სამხედრო მოსამსახურეთა საკადრო უზრუნველყოფას. ასევე შეიმუშავებს საქართველოს შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფების სტრუქტურებისა და საშტატო ნუსხების პროექტებს, მონაწილეობს სამხედრო ძალების რეზერვის მობილიზაციის სისტემის მართვისა და განვითარების ღონისძიებათა დაგეგმვაში; ურთიერთობს სამხედრო ძალების რეზერვში აღრიცხვისა და სამხედრო სამსახურში გაწვევის საკითხებში უფლებამოსილ სამთავრობო დაწესებულებასა  და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან;“.

 

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს. 

პრემიერ-მინისტრიგიორგი კვირიკაშვილი