1.  მუნიციპალიტეტმა უნდა უზრუნველყოს მარშრუტის  ეფექტიანი და ეკონომიური დაგეგმვა.

2.  მუნიციპალიტეტმა ნარჩენების შეგროვების მარშრუტის სქემაზე მუშაობისას უნდა გაითვალისწინოს შემდეგი პარამეტრები:

ა) შეგროვების მიზნით ავტომანქანის მიერ გავლილი მანძილის შემცირება და შეგროვებული ნარჩენების მასის ზრდა;

ბ) მუნიციპალიტეტის სხვადასხვა უბანში მოძრაობის ინტენსივობა;

გ) ნარჩენების უსაფრთხო ტრანსპორტირების უზრუნველსაყოფად კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები, მათ შორის გზებსა და ხიდებზე მოძრავი ავტომანქანების წონის შეზღუდვ