სს „სოკარ ჯორჯია გაზ დისტრიბუშენს” პრეს-რელიზი შპს „ბორჩალო“-ს ბუნებრივი გაზის მიწოდების შეწყვეტასთან დაკავშირებით
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
სს „სოკარ ჯორჯია გაზ დისტრიბუშენის“ პრესრელიზი
შპს ,,ბორჩალოსათვის” ბუნებრივი გაზის მიწოდების შეწყვეტის შესახებ
შპს „ბორჩალოსა“ (ს/კ 200260207) და სს „სოკარ ჯორჯია გაზ დისტრიბუშენს” შორის გაფორმებული გაზის ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულების შესაბამისად, სს „სოკარ ჯორჯია გაზ დისტრიბუშენის” წინაშე 2016 წლის 29 მარტის მდგომარეობით ერიცხება მიმდინარე წლის თებერვლის თვეში მოხმარებული გაზის საფასურის დავალიანება, რაც შეადგენს 7870 (შვიდი ათას რვაას სამოცდაათი) ლარს.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შპს „ბორჩალოს”, დავალიანების გადაუხდელობის შემთხვევაში, საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2006 წლის 29 დეკემბრის N114 ბრძანებით დამტკიცებული „ბუნებრივი გაზის ბაზრის წესების” მე-2 მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტისა და მე-11 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, მიმდინარე წლის 13 აპრილიდან შეუწყდება ბუნებრივი გაზის მიწოდება.
მივმართავთ შპს ,,ბორჩალოს” ყველა კატეგორიის მომხმარებელს, გაითვალისწინოს ბუნებრივი გაზის მიწოდების შეწყვეტის აღნიშნული გარემოება.
დირექტორი ა. ხეთაგური