ინფორმაცია სს „სართიჭალის გაზის” ბუნებრივი გაზის მიწოდების შეწყვეტის შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
განცხადება მოქმედი
მიღების თარიღი
ნომერი
№2016-3-1/04
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 02/03/2016
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი


ს ს „სართიჭალის გაზს ” ბუნებრივი გაზის მიწოდება შეუწყდება

პრესრელიზი

ს ს „სართიჭალის გაზს“ სს „სოკარ ჯორჯია გაზ დისტრიბუშენის” წინაშე 2016 წლის 1 მარტის მდგომარეობით დაუგროვდა დიდი ოდენობის დავალიანება. ვალის დაგროვება გამოწვეულია სს „სართიჭალის გაზის” მიერ სს „სოკარ ჯორჯია გაზ დისტრიბუშენთან“ გაფორმებული გაზის ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულებების ანგარიშსწორების პირობების სისტემატური დარღვევით.

დღეის მდგომარეობით სს „სართიჭალის გაზისაგან” კუთვნილი დავალიანების ამოღების შეუძლებლობა კრიტიკულ სიტუაციაში აყენებს არამარტო სს „სოკარ ჯორჯია გაზ დისტრიბუშენს”, არამედ განაწილების არეალში მცხოვრები ბუნებრივი გაზის მომხმარებლების სტაბილურ და უსაფრთხო გაზმომარაგებას.

მიუხედავად არაერთგზის მცდელობისა და გაფრთხილებისა სს „სართიჭალის გაზს” არ მიუიღია არანაირი ზომები დავალიანების დასაფარად. შესაბამისად, საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2006 წლის 29 დეკემბრის №114 ბრძანებით დამტკიცებული „ბუნებრივი გაზის ბაზრის წესების” პირობების თანახმად, სს „სართიჭალის გაზს” შეუწყდება ბუნებრივი გაზის მიწოდება და ტრანსპორტირების მომსახურების გაწევა მიმდინარე წლის 14 მარტიდან. 

მივმართავთ სს „სართიჭალის გაზის” ყველა კატეგორიის მომხმარებელს გაითვალისწინოს ბუნებრივი გაზის მიწოდების შეწყვეტის აღნიშნული გარემოება.

01.03.2016

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „ინფორმაცია სს „სართიჭალის გაზის” ბუნებრივი გაზის მიწოდების შეწყვეტის შესახებ“?
დიახ, განცხადება „ინფორმაცია სს „სართიჭალის გაზის” ბუნებრივი გაზის მიწოდების შეწყვეტის შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 01.03.2016.
როდის იქნა მიღებული „ინფორმაცია სს „სართიჭალის გაზის” ბუნებრივი გაზის მიწოდების შეწყვეტის შესახებ“?
„ინფორმაცია სს „სართიჭალის გაზის” ბუნებრივი გაზის მიწოდების შეწყვეტის შესახებ“ მიღებულია 01.03.2016. მიმღები ორგანო — სს"სოკარ ჯორჯია გაზ დისტრიბუშენ". დოკუმენტის ნომერი — №2016-3-1/04.
სად არის „ინფორმაცია სს „სართიჭალის გაზის” ბუნებრივი გაზის მიწოდების შეწყვეტის შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 01.03.2016 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

განცხადება „ინფორმაცია სს „სართიჭალის გაზის” ბუნებრივი გაზის მიწოდების შეწყვეტის შესახებ“, №2016-3-1/04, 01.03.2016 (კონსოლიდირებული რედაქცია 01.03.2016). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/3209639/