სს „სოკარ ჯორჯია გაზ დისტრიბუშენს” პრეს-რელიზი შპს „ყამარი მ”-ს ბუნებრივი გაზის მიწოდების შეწყვეტასთან დაკავშირებით
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
სს „სოკარ ჯორჯია გაზ დისტრიბუშენის“ პრესრელიზი
შპს „ყამარი მ ”-ს ბუნებრივი გაზის მიწოდების შეწყვეტის შესახებ
შპს „ყამარი-მ”-სათვის (ს/კ 200260207) და სს „სოკარ ჯორჯია გაზ დისტრიბუშენს” შორის გაფორმებული გაზის ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულების შესაბამისად,სს „სოკარ ჯორჯია გაზ დისტრიბუშენის” წინაშე 2016 წლის 29 მარტის მდგომარეობით ერიცხება მიმდინარე წლის თებერვლის თვეში მოხმარებული გაზის საფასურის დავალიანება, რაც შეადგენს 60 850.00 (სამოცი ათას რვაასორმოცდაათი) ლარს.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შპს „ყამარი-მ”-ს, დავალიანების გადაუხდელობის შემთხვევაში, საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2006 წლის 29 დეკემბრის N114 ბრძანებით დამტკიცებული „ბუნებრივი გაზის ბაზრის წესების” მე-2 მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტისა და მე-11 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, მიმდინარე წლის 13 აპრილიდან შეუწყდება ბუნებრივი გაზის მიწოდება.
მივმართავთ შპ ს „ყამარი მ ”-ს ყველა კატეგორიის მომხმარებელს გაითვალისწინოს ბუნებრივი გაზის მიწოდების შეწყვეტის აღნიშნული გარემოება.
დირექტორი ა. ხეთაგური