სსიპ – საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ სსიპ – საქართველოს ეროვნული მუზეუმისათვის თანხის გადარიცხვის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №1887
2017 წლის 7 სექტემბერი
ქ. თბილისი
სსიპ – საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ სსიპ – საქართველოს ეროვნული მუზეუმისათვის თანხის გადარიცხვის შესახებ
„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის „თ“ და „ი“ ქვეპუნქტების შესაბამისად, დაევალოს სსიპ – საქართველოს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას, ტურისტულად მნიშვნელოვანი კულტურული ღონისძიების – ქ. ტურინის გალერეა საბაუდაში დაცული აღორძინების პერიოდის ერთ-ერთი შედევრის, სანდრო ბოტიჩელის „ვენერას“, საქართველოს ეროვნულ მუზეუმში წარმოდგენის ხელშეწყობის მიზნით, უზრუნველყოს სსიპ – საქართველოს ეროვნული მუზეუმისათვის 75 000 (სამოცდათხუთმეტი ათასი) ევროს გადარიცხვა „საქართველოს 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით მისთვის განსაზღვრული ასიგნებებიდან (პროგრამული კოდი: 24 05 02).
პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „სსიპ – საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ სსიპ – საქართველოს ეროვნული მუზეუმისათვის თანხის გადარიცხვის შესახებ“?
- დიახ, საქართველოს მთავრობის განკარგულება „სსიპ – საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ სსიპ – საქართველოს ეროვნული მუზეუმისათვის თანხის გადარიცხვის შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 07.09.2017.
- როდის იქნა მიღებული „სსიპ – საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ სსიპ – საქართველოს ეროვნული მუზეუმისათვის თანხის გადარიცხვის შესახებ“?
- „სსიპ – საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ სსიპ – საქართველოს ეროვნული მუზეუმისათვის თანხის გადარიცხვის შესახებ“ მიღებულია 07.09.2017. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №1887. სარეგისტრაციო კოდი — 000000000.00.003.024623.
- სად არის „სსიპ – საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ სსიპ – საქართველოს ეროვნული მუზეუმისათვის თანხის გადარიცხვის შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 07.09.2017 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მთავრობის განკარგულება „სსიპ – საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ სსიპ – საქართველოს ეროვნული მუზეუმისათვის თანხის გადარიცხვის შესახებ“, №1887, 07.09.2017, სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.024623 (კონსოლიდირებული რედაქცია 07.09.2017). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/3813754/