„ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის, ადმინისტრაციული დაკავების ოქმის, პირადი გასინჯვისა და ნივთების გასინჯვის ოქმის, საჯარიმო ქვითრის, სატრანსპორტო საშუალების მართვის დროებითი ნებართვის, ახსნა-განმარტებისა და ცნობის ფორმების შევსებისა და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმის განმხილველ ორგანოში წარდგენის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგანს საქმეთა მინისტრის 2014 წლის 15 აგვისტოს N625 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№292
სარეგისტრაციო კოდი
020080160.22.034.016548
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 02/06/2016
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის

ბრძანება №292

2016 წლის 31 მაისი

ქ. თბილისი

 

„ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის, ადმინისტრაციული დაკავების ოქმის, პირადი გასინჯვისა და ნივთების გასინჯვის ოქმის, საჯარიმო ქვითრის, სატრანსპორტო საშუალების მართვის დროებითი ნებართვის, ახსნა-განმარტებისა და ცნობის ფორმების შევსებისა და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმის განმხილველ ორგანოში წარდგენის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2014 წლის 15 აგვისტოს №625 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და 24-ე მუხლის პირველი პუნქტის, „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ნ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
„ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის, ადმინისტრაციული დაკავების ოქმის, პირადი გასინჯვისა და ნივთების გასინჯვის ოქმის, საჯარიმო ქვითრის, სატრანსპორტო საშუალების მართვის დროებითი ნებართვის, ახსნა-განმარტებისა და ცნობის ფორმების შევსებისა და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმის განმხილველ ორგანოში წარდგენის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2014 წლის 15 აგვისტოს N625 ბრძანებით (სსმ ვებგვერდი, 20/08/2014, სარეგისტრაციო კოდი- 020080160.22.034.016347) დამტკიცებულ წესში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-2 მუხლის:

ა) მე-2 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ვ) ობიექტების დაცვის დეპარტამენტის მოსამსახურეები;“;

ბ) მე-2 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ვ1“ ქვეპუნქტი:

„ვ1) განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის მოსამსახურეები;“;

2. მე-18 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ ოქმებს სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი ანაწილებს სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფლებამოსილ მოსამსახურეებზე, აგრეთვე უზრუნველყოფს სამინისტროს გენერალური ინსპექციის, სამინისტროს ობიექტების დაცვის დეპარტამენტის, სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტისა და საჭიროების შემთხვევაში, სამინისტროს სხვა დანაყოფების ოქმებით მომარაგებას. აღნიშნული ოქმებით მომარაგების თაობაზე სამინისტროს გენერალური ინსპექცია, სამინისტროს ობიექტების დაცვის დეპარტამენტი, სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტი და საჭიროების შემთხვევაში, სამინისტროს სხვა დანაყოფი წერილობით მიმართავს სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტს, რომელიც ვალდებულია გასცეს მოთხოვნილი რაოდენობის ოქმი მიმართვიდან არაუგვიანეს 7 კალენდარული დღის ვადაში.“.

მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და მისი მოქმედება გავრცელდეს 2016 წლის 1 აპრილიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.

 


მინისტრის მოვალეობის შემსრულებელიბესიკ ამირანაშვილი