საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტის მონიტორინგის სამმართველოს უფროსის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნებია:

ა) უმაღლესი განათლება - მაგისტრი ან მაგისტრთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი სამართალმცოდნეობის სპეციალობით;

ბ) ადმინისტრაციულ ორგანოში კონტროლის და/ან ზედამხედველობის მიმართულებით არანაკლებ 4-წლიანი მუშაობის გამოცდილება;

გ) ადმინისტრაციულ ორგანოში ხელმძღვანელ თანამდებობაზე მუშაობის გამოცდილება;

დ) სასურველია უცხო ენ(ებ)ის (ინგლისური და/ან რუსული) ცოდნა;

ე) კომპიუტერული პროგრამების (MS Word, Outlook, Power point, Excel, Internet) ცოდნა;

ვ) სტრატეგიული და კომპლექსური აზროვნება;

ზ) ანალიტიკური და კრიტიკული აზროვნება.