გამგებელმა ამ დადგენილების ამოქმედებიდან 30 დღის ვადაში უზრუნველყოს დასახლებების საერთო კრებების ასახვა შემდეგი ინფორმაციის გამოყენებით:

ა) მუნიციპალიტეტის დასახლებების ჩამონათვალი, რომლებშიც რეგისტრირებულ ამომრჩეველთა რაოდენობა 500-ს არ აღემატება;

ბ) მუნიციპალიტეტის დასახლებების ჩამონათვალი, რომლებშიც რეგისტრირებულ ამომრჩეველთა რაოდენობა 500-ს აღემატება და 2000-ზე ნაკლებია;

გ) თითოეულ დასახლებაში რეგისტირებულ ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა;

დ) რჩეულის კანდიდატთა ბიულეტენების ფორმის, ამომრჩეველთა სიის ფორმის დამტკიცება;

ე) გამგეობის დებულებაში ცვლილებების პროექტის მომზადება, სადაც განისაზღვრება სტრუქტურული ერთეული, რომელსაც ექნება საერთო კრებებთან დაკავშირებული უფლებამოსილება და მუნიციპალიტეტის საკრებულოსთვის წარდგენა.