საერთო კრება უფლებამოსილია:
ა)
განიხილოს შესაბამისი დასახლებისათვის მნიშვნელოვანი სოციალურ- ეკონომიკური საკითხები და მუნიციპალიტეტის ორგანოებისთვის წარსადგენად მოამზადოს შესაბამის წინადადებები;
ბ)
განიხილოს შესაბამის დასახლებაში განსახორციელებელი პროექტები მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში მათ ასახვამდე და მუნიციპალიტეტის ორგანოებს წარუდგინოს დასაბუთებული შენიშვნები და წინადადებები;
გ)
განიხილოს მუნიციპალიტეტში მიმდინარე და განხორციელებული პროექტები და მუნიციპალიტეტის ორგანოებისთვის წარსადგენად მოამზადოს შესაბამისი შენიშვნები და წინადადებები;
დ)
ორგანიზება გაუწიოს შესაბამისი დასახლებისთვის მნიშვნელოვანი საკითხების გადაწყვეტას, კერძოდ, დასახლების ტერიტორიის დასუფთავებაში, საქველმოქმედო საქმიანობაში, დასახლების ინფრასტრუქტურის შეკეთებასა და მოწესრიგებაში და სხვა იმ სფეროებში ადგილობრივი მოსახლეობის ჩართვას, რომლებიც არ ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას, და, საჭიროების შემთხვევაში, დახმარებისთვის მიმართოს მუნიციპალიტეტის ორგანოებს;
ე)
მიიღოს გადაწყვეტილება მუნიციპალიტეტის საკრებულოსთვის პეტიციის წარდგენის შესახებ;
ვ)
მუნიციპალიტეტის გამგებლის/მერის ინიციატივით განიხილოს დასახლების საზღვრების დადგენისა და შეცვლის საკითხები და მოამზადოს შესაბამისი წინადადებები;
ზ)
მუნიციპალიტეტის შესაბამისი ორგანოს წარდგინებით განიხილოს დასახლების ტერიტორიაზე არსებული ქონების მუნიციპალიტეტის საპრივატიზებო ობიექტების ნუსხაში შეტანის საკითხი და მუნიციპალიტეტის შესაბამის ორგანოს წარუდგინოს საკუთარი შენიშვნები;
თ)
განიხილოს მუნიციპალიტეტის გამგებლის/მერის მიერ საერთო კრებაზე ინიციირებული საკითხი;
ი)
უფლებამოსილების ფარგლებში დავალებები მისცეს საერთო კრების რჩეულს;
კ)
განიხილოს დასახლების ტერიტორიაზე განსახორციელებელი სახელმწიფო პროგრამები/პროექტები, შეიმუშავოს რეკომენდაციები და განახორციელოს ამ პროგრამების/პროექტების მიმდინარეობის შეფასება;
ლ)
მიიღოს ინფორმაცია დასახლების მცხოვრებთა სოციალური საჭიროებების შესახებ და შეიმუშავოს წინადადებები მუნციპალიტეტის სოციალური პროგრამების დაგეგმვის პროცესში;
მ)
შეიმუშაოს წინადადებები დასახლებაში მუნიციპალური ტრანსპორტის ორგანიზებასთან დაკავშირებით;
ნ)
შეიმუშაოს წინადადებები მუნიციპალიტეტის დასაქმების პროგრამასთან დაკავშირებით;
ო)
იშუამდგომლოს მუნიციპალიტეტთან დასახლებაში საშეშე მერქნის განაწილების თაობაზე;
პ)
განიხილოს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პროექტი და მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ/წარმომადგენლობით ორგანოებს წარუდგინოს შესაბამისი რეკომენდაციები;
ჟ)
მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ/წარმომადგენლობით ორგანოებს წარუდგინოს წინადადებები დასახლების განვითარების პრიორიტეტების შესახებ;
რ)
შეიმუშავოს წინადადებები დასახლებაში კულტურული მემკვიდრეობის ობიექტების ფუნქციონირებასთან დაკავშირებით;
ს)
შეიმუშავოს წინადადებები დასახლებაში სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის გამოყენების ორგანიზებასთან დაკავშირებით;
ტ)
განიხილოს დასახლებისთვის სასმელი და სარწყავი წყლის ხარისხი და მიწოდების გრაფიკი და შეიმუშაოს წინადადებები;
უ)
შეიმუშაოს წინადადებები დასახლებაში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა რეაბილიტაციის, საზოგადოებაში ინტეგრაციის, თანაბარი შესაძლებლობებისა და ადაპტირებული გარემოს შექმნის მიმართულებით;
ფ)
უფლებამოსილების ფარგლებში თხოვნით მიმართოს ფიზიკურ და იურიდიულ პირებს საერთო კრების ცალკეული უფლებამოსილების განხორციელებაში დახმარების შესახებ;
ქ)
განიხილოს დასახლების ტერიტორიაზე სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების ფუნციონირებასთან დაკავშირებულ საკითხები;
ღ)
მოისმინოს გამგებელის/მერის მიერ ან მის მიერ უფლებამოსილი მოხელის წარდგენილი ანგარიში გაწეული საქმიანობის შესახებ;
ყ)
მოისმინოს დასახლების ტერიტორიიდან მუნიციპალიტეტის საკრებულოში არჩეული მაჟორიტარი საკრებულოს წევრის ანგარიში გაწეული საქმიანობის შესახებ;
შ)
განახორციელოს კოდექსით და ამ დებულებით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებები
დასახლების საერთო კრების ტიპური დებულების დამტკიცების შესახებ · რედაქცია 04.04.2016
მუხლი 4. საერთო კრების უფლებამოსილება
მეზობელი მუხლები
- მუხლი 2. გამგებელმა ამ დადგენილების ამოქმედებიდან 30 დღის ვადაში უზრუნველყოს დასახლებების საერთო კრებების ასახვა შემდეგი ინფორმაციის გამოყენებით:
- მუხლი 3. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეავთანდილ ჩუბინიძე
- მუხლი 1. დასახლების საერთო კრების ცნება
- მუხლი 2. საერთო კრების საქმიანობის პრინციპები
- მუხლი 3. საერთო კრების შემადგენლობა
- მუხლი 6. საერთო კრების მოწვევის უფლების მქონე სუბიექტები:
- მუხლი 7. ამომრჩეველთა არანაკლებ 5%-ის მიერ საერთო კრების მოწვევა
- მუხლი 8. მუნიციპალიტეტის გამგებლის/მერის მიერ საერთო კრების მოწვევა
- მუხლი 9. რჩეულის მიერ საერთო კრების მოწვევა
- მუხლი 10. საერთო კრების საქმიანობის წესი
- მუხლი 11. ოქმი
როგორ დავიმოწმოთ
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „დასახლების საერთო კრების ტიპური დებულების დამტკიცების შესახებ“, მუხლი 4, №10, 04.04.2016, სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.126.016187 (კონსოლიდირებული რედაქცია 04.04.2016). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/3245389/muxli-4/