სს„კაუჩუკის“ განცხადება აქციათა სავალდებულო მიყიდვის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
განცხადება
სს „კაუჩუკის“ აქციათა სავალდებულო მიყიდვის შესახებ
ფიზიკური პირი, საქართველოს მოქალაქე ლუარა გორდაძე (პირადი ნომერი 61001031937), როგორც სააქციო საზოგადოება „კაუჩუკის“ (საიდენტიფიკაციო ნომერი 2485400828), ჩვეულებრივი სახელობითი აქციების 98.09812 პროცენტის მფლობელი, ვმოქმედებ რა საქართველოს კანონის „მეწარმეთა შესახებ“ 534 მუხლით მინიჭებული აქციათა სავალდებულო მიყიდვის (გამოსყიდვის) უფლებით, ვაცხადებ დანარჩენი (მინორიტარი) აქციონერებისგან მათ საკუთრებაში არსებული სს „კაუჩუკის” ჩვეულებრივი სახელობითი აქციების სამართლიან ფასად გამოსყიდვის შესახებ.
ამ განცხადების გამოქვეყნებიდან ერთი თვის გასვლის შემდეგ (ნებისმიერ პერიოდში) „მეწარმეთა შესახებ” საქართველოს კანონის 534 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებისა და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის XXXIV2 თავით დადგენილი ნორმების შესაბამისად, მე, ლუარა გორდაძე, განცხადებით მივმართავ ქუთაისის საქალაქო სასამართლოს აქციათა სავალდებულო მიყიდვისა და, შესაბამისად, აქციათა სამართლიანი ფასისა და გამოსყიდვის სააღრიცხვო დღის დადგენის შესახებ.
სს „კაუჩუკის“ აქციების სავალდებულო მიყიდვის შესახებ სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შემდეგ, ყველა დარჩენილი აქციის გამოსასყიდი თანხა, „მეწარმეთა შესახებ” საქართველოს კანონის 534 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ჩემ მიერ უვადოდ განთავსდება სს „კაუჩუკის“ დანარჩენ აქციონერთა სასარგებლოდ გახსნილ პეციალურ ანგარიშზე სს „საქართველოს ბანკში“. აღნიშნულის შესახებ სს „კაუჩუკის“ აქციონერებს ეცნობებათ კანონით გათვალისწინებული წესით და მათ შესაძლებლობა ექნებათ მიიღონ მათ საკუთრებაში არსებული აქციების შესაბამისი თანხა, სასამართლოს მიერ დადგენილ აქციათა სამართლიანი ფასის შესაბამისად.
აქციათა გამოსყიდვის მიზეზებია: სს „კაუჩუკის“ რესტრუქტურიზაცია, მართვის ოპტიმიზაცია და, შესაბამისად, მმართველობითი ხარჯების მინიმიზაცია.
დამატებითი ინფორმაციის მისაღებად შეგიძლიათ მომმართოთ მე, ლუარა გორდაძეს, ქ. ბათუმში, პუშკინის ქ. №79, ელექტრონული მისამართი – kauchuki79@mail.ru, მობილური ტელეფონი: 599759090, ან მის წარმომადგენელს – შპს „იურიდიულ-საგადასახადო კონსალტინგს“ ქ. ბათუმში, ზურაბ გორგილაძის ქ., №37, ოფისი 19, ტელეფონი (422)270596, მობ., 599759090.
აქციონერებს აქციებზე საკუთრების უფლება შეუძლიათ დააზუსტონ სს „საქართველოს ფასიანი ქაღალდების დამოუკიდებელ რეგისტრატორთან“ თბილისში, ილია ჭავჭავაძის გამზირი, 74ა, ტელეფონი 2225351, 2251560, ან ქ. ბათუმში, ზურაბ გორგილაძის ქ., 37, ოფისი 19, ტელეფონი 599158806.
ლუარა გორდაძე