„ტერორისტთა და ტერორიზმის ხელშემწყობ პირთა სიის შესახებ“ საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2006 წლის 31 ოქტომბრის №116 ბრძანების დანართებში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№0416/06-1
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 07/04/2016
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის

ბრძანება №0416/06-1

2016 წლის 6 აპრილი

ქ.თბილისი

„ტერორისტთა და ტერორიზმის ხელშემწყობ პირთა სიის შესახებ“ საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2006 წლის 31 ოქტომბრის №116 ბრძანების დანართებში ცვლილების შეტანის თაობაზე

„უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

1. „ტერორისტთა და ტერორიზმის ხელშემწყობ პირთა სიის შესახებ“ საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2006 წლის 31 ოქტომბრის №116 ბრძანების (სსმ IV, №32, 02.11.06) №2 დანართს, სადაც მოცემულია იმ ფიზიკურ პირთა სია, რომლებიც შედიან ორგანიზაცია ალ-ქაიდაში ან დაკავშირებულნი არიან მასთან, დაემატოს ამ ბრძანების №1 დანართში მოცემული მონაცემები.

 2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

მ. როინიშვილი

 

დანართი №1

 

ფიზიკურ პირთა სია, რომლებიც შედიან ორგანიზაცია ალ-ქაიდაში ან დაკავშირებულნი არიან მასთან

 

პირადი ინფორმაცია (სახელი(ები), დაბ. თარიღი და ადგილი, ეროვნება/

მოქალაქეობა)

ფსევდონიმ (ებ)ი, ზედმეტი სახელ (ებ)ი

 

პასპორტის მონაცემები, პირადი ნომერი

მისამართ (ებ)ი, შესაძლო ადგილსამყოფელი

სიაში შეყვანის თარიღი

სხვა ინფორმაცია

1

2

3

4

5

6

7

380

1. ნაიეფ ( NAYEF)

2. სალამ (SALAM)

3.მუჰამმად (MUHAMMAD)

4.უჯაიმ ალ-ჰაბაბი

(UJAYM AL-HABABI)

 

ტიტული: შეიხი (Sheikh)

 

დაბ. თარიღი:

ა) 1981

ბ) დაახლოებით 1980

 

დაბ. ადგილი:

საუდის არაბეთი

 

ეროვნება/მოქალაქეობა:

ა) საუდის არაბელი

ბ) ყატარელი (Qatar)

ა)ნაიფ სალამ მუჰამმად უჯაიმ ალ-ჰაბაბი (Nayf Salam Muhammad Ujaym al-Hababi)

ბ) ფარუქ ალ-ქაჰტანი (Faruq al-Qahtani)

გ) ფარუქ ალ-ქატარი Faruq al-Qatari

დ) ფარუქ ალ-ქაჰტანი ალ-ქატარი (Farouq al-Qahtani al Qatari)

ე) შეიქჰ ფარუქ ალ-ქაჰტანი ( Sheikh Farooq al-Qahtani)

ვ) შაიკჰ იმრან ფარუკ (Shaykh Imran Farouk) 

ზ)შეიქჰ ფაროქ-ალ-ქატარი ( Sheikh Faroq al-Qatari)

პასპორტის  

მონაცემები:

ყატარის პასპორტის ნომერი: N592667

გაცემის თარიღი: 03.05.2007

 

პირადი ნომერი:

 

მისამართი:

ავღანეთი(2009 წლიდან მოყოლებული)

28.03.2016

ალ ქაიდას ემირი ავღანეთის აღმოსავლეთ ნაწილში. მეთაურობდა ალ-ქაიდას ბატალიონს ავღანეთში სულ მცირე 2010 წლის შუა პერიოდიდან მოყოლებული