სადისციპლინო წესდების აღსრულების ღონისძიებათა შესახებ
მიღების თარიღი 12.04.2016
ძალაში შესვლა 19.04.2016
ძალის დაკარგვა 11.03.2024
გამომცემი ორგანო საქართველოს თავდაცვის მინისტრი
ნომერი №23
სარეგისტრაციო კოდი 120340000.22.026.016369
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 13/04/2016
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| თავდაცვის მინისტრი თინათინ ხიდაშელი | თავდაცვის მინისტრი |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
- საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემაში სამხედრო დისციპლინის უზრუნველყოფის ღონისძიებათა შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 05.03.2024
დოკუმენტის ტექსტი
სადისციპლინო წესდების აღსრულების ღონისძიებათა შესახებ
საქართველოს თავდაცვის მინისტრის
ბრძანება
№23
2016 წლის 12 აპრილი
ქ. თბილისი
სადისციპლინო წესდების აღსრულების ღონისძიებათა შესახებ
,,საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემის სამხედრო მოსამსახურეთა სამხედრო სადისციპლინო წესდების დამტკიცების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2016 წლის 17 მარტის №124 დადგენილების მე-3 მუხლის საფუძველზე, ვბრძანებ:
მუხლი 1🔗
1. წარდგინების შედგენაზე უფლებამოსილ თანამდებობის პირებს განეკუთვნებიან:
ა) საქართველოს თავდაცვის მინისტრი (შემდგომში - მინისტრი);
ბ) საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემის სამხედრო მოსამსახურეთა სამხედრო სადისციპლინო წესდებით (შემდგომში - სადისციპლინო წესდება) განსაზღვრული უფროსი.
2. დისციპლინური ოქმის შედგენაზე უფლებამოსილ თანამდებობის პირებს განეკუთვნებიან:
ა) სადისციპლინო წესდებით განსაზღვრული უფროსი;
ბ) საქართველოს შეიარაღებული ძალების სამხედრო პოლიციის უფლებამოსილი მოსამსახურე;
გ) საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გენერალური ინსპექციის უფლებამოსილი მოსამსახურე.
3. დამტკიცდეს:
ა) წახალისების სახის გამოყენებაზე უფლებამოსილი თანამდებობის პირების ნუსხა (დანართი №1);
ბ) დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის გამოყენებაზე უფლებამოსილი თანამდებობის პირების ნუსხა (დანართი №2);
გ) წარდგინების ფორმა (დანართი №3);
დ) დისციპლინური ოქმის ფორმა (დანართი №4);
ე) სადისციპლინო საბჭოს რაოდენობა, ტერიტორიული განსჯადობა და შემადგენლობა (დანართი №5);
ვ) თმისა და წვერ-ულვაშის ვარცხნილობის ტარების წესი (დანართი №6);
ზ) სამკაულების ნუსხა (დანართი №7);
თ) საპატიო სიგელის ფორმა (დანართი №8).
მუხლი 2🔗
ეს ბრძანება ძალაშია 2016 წლის 19 აპრილიდან.თავდაცვის მინისტრითინათინ ხიდაშელი