„ლობისტური საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს კანონი |
1. მე-2 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ბ) „წარმომადგენლობითი ორგანო“ − საქართველოს პარლამენტი, ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანო;“.
2. მე-5 მუხლის:
ა) მე-3 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ა1“ ქვეპუნქტი:
„ა1) ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ბიუროს/პრეზიდიუმს, თუ დავალებით გათვალისწინებული საკანონმდებლო ცვლილების განხორციელება ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს კომპეტენციას განეკუთვნება;“;
ბ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. საქართველოს პარლამენტის ბიურო, ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ბიურო/პრეზიდიუმი, მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებული საბუთების წარდგენიდან არაუგვიანეს 15 სამუშაო დღისა წყვეტს პირის ლობისტად რეგისტრაციის საკითხს. თუ ამ ვადაში გადაწყვეტილება არ იქნა მიღებული, პირი ლობისტად რეგისტრირებულად ჩაითვლება.“;
გ) მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„6. საქართველოს პარლამენტის აპარატი, ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს აპარატი, მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატი, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია აწარმოებს ლობისტთა რეესტრს, რომელშიც აისახება:
ა) ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მონაცემები;
ბ) ცნობა ლობისტის სამართლებრივი მდგომარეობის შეწყვეტის შესახებ, მისი შეწყვეტის ფორმისა და საფუძვლის მითითებით.“.
3. მე-9 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. საქართველოს პარლამენტის აპარატი, ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს აპარატი, მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატი, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია, აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულება ვალდებულია პირის ლობისტად რეგისტრაციიდან არაუგვიანეს 2 სამუშაო დღისა უზრუნველყოს იგი ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული უფლების დამადასტურებელი მოწმობით.“.
4. მე-13 მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. ანგარიში წარედგინება იმ თანამდებობის პირს (ორგანოს), რომელმაც მოახდინა პირის ლობისტად რეგისტრაცია, და ინახება, შესაბამისად, საქართველოს პარლამენტის აპარატში, ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს აპარატში, მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატში, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ან საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში, ბოლო ანგარიშის წარდგენის დღიდან 2 წლის განმავლობაში.
5. ანგარიშის წარდგენის დღედ ითვლება, შესაბამისად, საქართველოს პარლამენტის აპარატში, ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს აპარატში, მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატში, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ან საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში მისი ჩაბარების დღე.“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ქუთაისი, 27 აპრილი 2016 წ. N5010-IIს |
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „ლობისტური საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- დიახ, საქართველოს კანონი „ლობისტური საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 27.04.2016.
- როდის იქნა მიღებული „ლობისტური საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- „ლობისტური საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 27.04.2016. მიმღები ორგანო — საქართველოს პარლამენტი. დოკუმენტის ნომერი — №5010-IIს. სარეგისტრაციო კოდი — 010240090.05.001.018122.
- რამდენი მუხლისგან შედგება „ლობისტური საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- სად არის „ლობისტური საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 27.04.2016 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს კანონი „ლობისტური საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე, №5010-IIს, 27.04.2016, სარეგისტრაციო კოდი 010240090.05.001.018122 (კონსოლიდირებული რედაქცია 27.04.2016). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/3251090/