გარდაბნის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების განსაზღვრის შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
13.04.2016 ძალადაკარგული 30.01.2017
გამომცემი ორგანო
ნომერი
№22
სარეგისტრაციო კოდი
200230000.35.161.016286
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 15/04/2016
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
ცვლილებები (1)

დოკუმენტის ტექსტი

 

გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №22

2016 წლის 13 აპრილი

ქ. გარდაბანი

 

გარდაბნის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების განსაზღვრის შესახებ

 

საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მეორე ნაწილის  ,,დ“ პუნქტის, 24-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ.ბ“ პუნქტის, 93-ე მუხლის, “ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ” საქართველოს კანონის მე–3 მუხლის პირველი პუნქტის, ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ“ პუნქტის საფუძველზე, გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
დადგინდეს მოსაკრებელი მშენებლობის ნებართვისათვის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობისა), ახლად ასაშენებელი ობიექტის პროექტით გათვალისწინებული განაშენიანების ფართის თითოეულ კვადრატულ მეტრზე – 0,50 (ორმოცდაათი თეთრი) ლარის ოდენობით, ხაზობრივი ნაგებობებისათვის გრძივ მეტრზე – 1 (ერთი) ლარის ოდენობით (რკინიგზა, წყალსადენი, გაზსადენი გზა, ელ. გადაცემის ხაზები, ელ.კავშირი, არხები და სხვა), სამრეწველო ობიექტის მშენებლობისათვის თითოეულ კვადრატულ მეტრზე – 1 (ერთი) ლარის ოდენობით.
მუხლი 2
ძალადაკარგულად გამოცხადდეს გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 26 თებერვლის №13 დადგენილება ,,გარდაბნის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების განსაზღვრის შესახებ“.
მუხლი 3
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
მუხლი 4
დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს რუსთავის საქალაქო სასამართლოში (ქ. რუსთავი, ბოსტანქალაქის ქ. №6), საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის მე-3 ნაწილით დადგენილი წესით.

გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარევაჟა გენგაშვილი

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „გარდაბნის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების განსაზღვრის შესახებ“?
არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 30.01.2017.
როდის იქნა მიღებული „გარდაბნის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების განსაზღვრის შესახებ“?
„გარდაბნის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების განსაზღვრის შესახებ“ მიღებულია 13.04.2016. მიმღები ორგანო — გარდაბნის მუნიციპალიტეტი. დოკუმენტის ნომერი — №22. სარეგისტრაციო კოდი — 200230000.35.161.016286.
რამდენჯერ შევიდა ცვლილება „გარდაბნის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების განსაზღვრის შესახებ“-ში?
დოკუმენტში სულ 1 ცვლილებაა შესული. მოქმედი რედაქცია ძალაშია 30.01.2017-დან.
რამდენი მუხლისგან შედგება „გარდაბნის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების განსაზღვრის შესახებ“?
დოკუმენტი შედგება 4 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
რომელი დოკუმენტები უთითებენ „გარდაბნის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების განსაზღვრის შესახებ“-ზე?
legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
სად არის „გარდაბნის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების განსაზღვრის შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 30.01.2017 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „გარდაბნის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების განსაზღვრის შესახებ“, №22, 13.04.2016, სარეგისტრაციო კოდი 200230000.35.161.016286 (კონსოლიდირებული რედაქცია 30.01.2017). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/3254238/