1. მუნიციპალიტეტის გამგებელი, საინიციატივო ჯგუფის, ან რჩეულის მიერ წარდგენილი განცხადების შესაბამისად, გამოსცემს ბრძანებას საერთო კრების ჩატარებისთვის თვითმმართველი ორგანოებიდან საჭირო ორგანიზაციული, ფინანსური და ტექნიკური მხარდაჭერის უზრუნველყოფის შესახებ. იგივე წესი მოქმედებს გამგებლის მიერ საერთო კრების საკუთარი ინიციატივით მოწვევის შემთხვევაშიც.

2. რეგისტრაციაზე ან/და საერთო კრების ჩატარებისთვის თვითმმართველი ორგანოებიდან საჭირო ორგანიზაციული, ფინანსური და ტექნიკური მხარდაჭერის უზრუნველყოფაზე უარი მუნიციპალიტეტის გამგებლის ან მის მიერ უფლებამოსილი მოხელის უარი, შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის შესაბამისა