1. მუნიციპალიტეტის გამგებელი ვალდებულია უზრუნველყოს საკუთარი ინიციატივით საერთო კრების მოწვევა წელიწადში არანაკლებ 2-ჯერ იმ დასახლებულ პუნქტში, სადაც გაიმართა საერთო კრების პირველი შეკრება. ასეთ შემთხვევაში ინფორმაცია საერთო კრების მოწვევის შესახებ ქვეყნდება მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობაში სპეციალურად საჯარო განცხადებებისთვის განკუთვნილ ადგილას და დასახლებულ პუნქტში საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებზე, ასევე ქვეყნდება ბეჭდვით ორგანოში, რომელიც გამოიცემა კვირაში ერთხელ მაინც და ვრცელდება მუნიციპალიტეტის მთელს ტერიტორიაზე, ასევე მუნიციპალიტეტის ვებ-გვერდსა და სხვა ინტერნეტრესურსებზე, რომლის მართვას ახორციელებს მუნიციპალიტეტი.
2. გამგებლის მიერ საერთო კრების მოწვევის შემთხვევაში საერთო კრების მოწვევის ორგანიზების ფინანსურ და ორგანიზაციულ მხარდაჭერას, მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობაში და შესაბამის დასახლებულ პუნქტში, ასევე ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის გამგეობ