1. საერთო კრების სრულუფლებიანი წევრია შესაბამის დასახლებაში რეგისტრირებული ამომრჩეველი.
2. საერთო კრებაში სათათბირო ხმის უფლებით მონაწილეობის უფლება აქვს, აგრეთვე, შესაბამისი დასახლების ტერიტორიაზე არსებული უძრავი ქონების მესაკუთრეს და ამ დასახლებაში ფაქტობრივად მცხოვრებ სხვა სრულწლოვან პირს.
3. პირის საერთო კრებაში მონაწილეობასთან დაკავშირებით დავის წარმოშობის შემთხვევაში, პირი საერთო კრებაში სათათბირო ხმის უფლებით მონაწილეობს საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის ან დასახლებაში რეგისტრირებული სამი ამომრჩევლის მიერ დამოწმებული აქტის საფუძველზე.
4. საერთო კრება უფლებამოსილია, თავისი საქმიანობის წარმართვის და მისი ხელშეწყობის მიზნით, საკუთარი შემადგენლობიდან აირჩიოს საერთო კრების რჩეული (შემდგომში – რჩეული).
5. ერთი და იმავე საერთო კრებისთვის დასახლების ცალკეულ ნაწილებში გამართული შეხვედრების დღის წესრიგი იდენტურია.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება
როგორ დავიმოწმოთ
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „თიანეთის მუნიციპალიტეტის, იმ დასახლებისთვის რომელშიც, რეგისტრირებულია 2000-ზე მეტი ამომრჩეველი, საერთო კრების დებულების დამტკიცების შესახებ“, მუხლი 4, №11, 14.04.2016, სარეგისტრაციო კოდი 010250000.35.154.016263 (კონსოლიდირებული რედაქცია 22.11.2016). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/3257199/muxli-4/