📋 ეს დოკუმენტი აუქმებს 1 აქტს

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ადმინისტრაციულ საზღვრებში, სტიქიით მიყენებული ზიანის სალიკვიდაციო შერეული სამთავრობო კომისიის მუშაობის წესისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ადმინისტრაციულ საზღვრებში, სტიქიით დაზარალებული ოჯახების დიფერენციის, დახმარების კრიტერიუმებისა და ზიანის აღმოფხვრის წესის შესახებ

მიღების თარიღი 12.04.2016
გამომცემი ორგანო აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა
ნომერი №14
სარეგისტრაციო კოდი 280090030.32.057.016225
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 19/04/2016
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 3,212 სიტყვა · ~16 წთ
📖 ტერმინთა განმარტებები (18)
მთავრობა
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა
მუხლი 3
მთავრობის თავმჯდომარე
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე
მუხლი 3
სამინისტრო
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო
მუხლი 3
კომისია
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ადმინისტრაციულ საზღვრებში, სტიქიით მიყენებული ზიანის სალიკვიდაციო შერეული სამთავრობო კომისია
მუხლი 3
დეპარტამენტი
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სტიქიით დაზარალებულთა საქმეების დეპარტამენტი
მუხლი 3
ადგილობრივი კომისია
თვითმმართველი ერთეულის გამგეობებში/მერიაში შექმნილი, სტიქიით მიყენებული ზიანის შემსწავლელი შესაბამისი  ადგილობრივი კომისია
მუხლი 3
გამგეობა/მერია
მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს დაქვემდებარებაში არსებული დაწესებულებები
მუხლი 3
გამგებელი/მერი
მუნიციპალიტეტების უმაღლესი თანამდებობის პირები
მუხლი 3
დაზარალებული
სტიქიით დაზარალებული ოჯახის ყველა სრულწლოვანი წევრი ან ოჯახის ერთ-ერთი წარმომადგენელი, რომელსაც კანონმდებლობით დადგენილი წესით ოჯახის სრულწ­ლოვანი წევრების მიერ მინიჭებული აქვს წარმომადგენლობის უფლებამოსილება
მუხლი 3
I კატეგორია
გადაადგილებას დაქვემდებარებული ეკომიგრანტი ოჯახი, რომლის საკუთ­რებაში/­მფლობელობაში არსებული სახლი ან მისი ნაწილი დანგრეულია ან დაზიანებულია (საცხოვრებლად უვარგისია) ნებისმიერი სტიქიური მოვლენით (მეწყერი, ღვარცოფი, კლდეზვავი,  ქვათაცვენა, მდინარის/ზღვის წლის მოქმედების შედეგად ნაპირების გარეცხვა, ჯდენადი გრუნტი, თოვლის ზვავი და სხვა)
მუხლი 3
II კატეგორია
გადაადგილებას დაქვემდებარებული ეკომიგრანტი ოჯახი, რომლის მფლობელობაში/საკუთრებაში არსებული სახლი არ არის დანგრეული, მაგრამ მიმდებარე ტერი­ტო­რიაზე არსებული სტიქიური  მოვლენები (მეწყერი, ღვარცოფი, კლდეზვავი, ქვათაცვენა, მდინარის­/ზღვის წლის მოქმედების შედეგად  ნაპირების გარეცხვა, თოვლის ზვავი, ჯდენადი გრუნტი და სხვა) საფრთხეს უქმნის იქ მცხოვრებ ადამიანთა სიცოცხლეს, ჯანმრთელობას და მათ ქონებას
მუხლი 3
I ხარისხი
ბუნებრივი კატასტროფის შედეგად დაზარალებული არაეკომიგრანტი ოჯახი, რომლის მფლობელობაში/საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი სახლი მთლიანად დანგრეულია ან იმდენად დაზიანებულია (საცხოვრებლად უვარგისია) სტიქიური მოვლენით (მიწისძვრა, ჭარბი ატმოსფერული ნალექი, წყალმოვარდნა, ძლიერი ქარი და ა. შ.), რომ არ ექვემდებარება აღდგენას და საჭიროა მისი ადგილზე მშენებლობა
მუხლი 3
II ხარისხი
ბუნებრივი კატასტროფის შედეგად დაზარალებული არაეკომიგრანტი ოჯახი, რომლის მფლობელობაში/საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი სახლი დაზიანებულია სტიქიური მოვლენით (მიწისძვრა, ჭარბი ატმოსფერული ნალექი, წყალმოვარდნა, ძლიერი ქარი და ა. შ.), რომლის ადგილზე აღდგენა/რეაბილიტაცია შესაძლებელია
მუხლი 3
ბაზა
„სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და გადაადგილებას დაქვემდება­რებული ოჯახების განსახლების კრიტერიუმების დამტკიცებისა და განსახლების საკითხების მარე­გულირებელი კომისიის შექმნის შესახებ“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძუ­ლებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 13 ნოემბ­რის №779 ბრძანებით სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და გადაადგილებას დაქვემდებარებული (ეკომიგრანტების) ოჯახების ერთიანი ელექტრონული მონაცემთა ბაზა
მუხლი 3
შუამდგომლობა
გამგეობიდან/მერიიდან წარმოდგენილი კორესპოდენცია, ბენეფიციართათვის დახმარების მიზნით
მუხლი 3
ქმედითი დახმარება
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე მცხოვრები, სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული ოჯახებისათვის გაწეული ნებისმიერი სახის დახმარება, რომლის მიზანია დაზარალებულის უსაფრთხო საცხოვრისით უზრუნველყოფა
მუხლი 3
მუდმივი საცხოვრებელი ადგილი
ეკომიგრანტი ოჯახის მიერ საცხოვრებლად არჩეული მუდ­მივი ადგილი, საიდანაც სტიქიური პროცესების განვითარების შედეგად იძულებულია გადაად­გილდეს ან უკვე გადაადგილებულია
მუხლი 3
დროებითი საცხოვრებელი ადგილი
სტიქიური მოვლენების გამო გადაადგილებული ეკომიგ­რანტი ოჯახის ნებისმიერი ტიპის დროებითი თავშესაფარი, რომლის ფაქტობრივი მფლობელი ან მესაკუთრე არ არის. აღნიშნული დასტურდება საქართველოს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენ­ტოს უძრავი ქონების რეესტრში ასახული მონაცემებითა და უწყებებიდან მოწოდებული ინფორმაციებით.
მუხლი 3
დამატებითი მეტამონაცემები (4)
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე არჩილ ხაბაძე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე
პ/ნ --    ------------------------------------ ტელ: N- --------------------------
დაზარალებული ოჯახის შემადგენლობა კატეგორია/ხარისხი I /  II
N სახელი, გვარი
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📋 აუქმებს — 1 აქტი

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ოკუპირებული ტერიტორიიდან (ზემო აფხაზეთი) იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა სოციალური დაცვის მიზნით ერთჯერადი დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დადგენილება 93% 30.01.2026 ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების აღრიცხვისა და ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის განსახორციელებლად გათვალისწინებული თანხების განკარგვის წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 93% 20.07.2018 ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის განსახორციელებლად გათვალისწინებული თანხების განკარგვის და ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების აღრიცხვის წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 92% 24.01.2019 ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ პირთა (ოჯახთა) საცხოვრისით უზრუნველყოფის შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 92% 03.04.2019 ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების აღრიცხვისა და ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის განსახორციელებლად გათვალისწინებული თანხების განკარგვის წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 92% 23.03.2018

დოკუმენტის ტექსტი

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ადმინისტრაციულ საზღვრებში, სტიქიით მიყენებული ზიანის სალიკვიდაციო შერეული სამთავრობო კომისიის მუშაობის წესისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ადმინისტრაციულ საზღვრებში, სტიქიით დაზარალებული ოჯახების დიფერენციის, დახმარების კრიტერიუმებისა და ზიანის აღმოფხვრის წესის შესახებ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დადგენილება №14 2016 წლის 12 აპრილი ქ. ბათუმი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ადმინისტრაციულ საზღვრებში, სტიქიით მიყენებული ზიანის სალიკვიდაციო შერეული სამთავრობო კომისიის მუშაობის წესისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ადმინისტრაციულ საზღვრებში, სტიქიით დაზარალებული ოჯახების დიფერენციის, დახმარების კრიტერიუმებისა და ზიანის აღმოფხვრის წესის შესახებ ,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის მე-8 და მე-9 მუხლების შესაბამისად: 1. დამტკიცდეს: ა) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ადმინისტრაციულ საზღვრებში, სტიქიით მიყენებული ზიანის სალიკვიდაციო შერეული სამთავრობო კომისიის მუშაობის წესი, თანახმად  №1 დანართისა; ბ) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ადმინისტრაციულ საზღვრებში, სტიქიით დაზარალებული ოჯახების დიფერენციის, დახმარების კრიტერიუმებისა და ზიანის აღმოფხვრის წესი, თანახმად №2 დანართისა; გ) სტიქიით დაზარალებული ოჯახის სოციალური შესწავლის ცხრილი, თანახმად №3 დანართისა. 2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერი­ტო­­რიაზე ­მცხოვრები სტიქიის შედეგად დაზარალებული ოჯახების დახმარების ზოგადი წესის დამტკიცების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2014 წლის 13 თებერვლის №5 დადგენილება (სსმ ვებგვერდი, 24/02/2014, სარეგისტრაციო კოდი: 280090030.32.057.016158). 3. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარეარჩილ ხაბაძე                                                                                                                                   დანართი №1 აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ადმინისტრაციულ საზღვრებში, სტიქიით მიყენებული ზიანის სალიკვიდაციო შერეული სამთავრობო კომისიის მუშაობის წესი მუხლი 1🔗 წინამდებარე წესი არეგულირებს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ადმინისტრაციულ საზღვ­რებში, სტიქიით მიყენებული ზიანის სალიკვიდაციო შერეული სამთავრობო კომისიის (შემდგომში – კომისია) მუშაობის წესს. კომისია იქმნება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ინდი­ვიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით. მუხლი 2🔗 კომისია თავის საქმიანობას ახორციელებს სხდომების მეშვეობით. კომისიის სხდომას იწვევს და ხელმძღვანელობს კომისიის თავმჯდომარე, მისი არყოფნის შემთხვევაში – კომისიის თავმჯდომარის მოადგილე. მუხლი 3🔗 კომისიის სხდომები იმართება საჭიროებისამებრ, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის,  კომისიის თავმჯდომარის, კომისიის წევრთა არანაკლებ ერთი მესამედის ან თვითმმართველი ერთეულის მოთხოვნიდან ერთი თვის ვადაში. მუხლი 4🔗 კომისიის სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება კომისიის წევრთა სრული შემადგენლობის ნახევარზე მეტი მაინც. მუხლი 5🔗 კომისიის სხდომაზე საკითხები განიხილება დღის წესრიგის მიხედვით. მუხლი 6🔗 კომისიის სხდომები, როგორც წესი, ღიაა. კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად, სხდომა ან სხდომის ნაწილი, კომისიაზე დამსწრე წევრთა უმრავლესობის გადაწყვეტილებით შეიძლება დახურულად გამოცხადდეს. მუხლი 7🔗 კომისიის თითოეულ წევრს აქვს მხოლოდ ერთი ხმის უფლება. კომისიის წევრს უფლება არა აქვს თავი შეიკავოს ხმის მიცემისაგან. კომისიის წევრს, რომელიც არ ეთანხმება მიღებულ გადაწყ­ვეტილებას, შეუძლია ჩამოაყალიბოს განსხვავებული აზრი, რაც ასახული უნდა იქნეს სხდომის ოქმში. მუხლი 8🔗 საჭიროების შემთხვევაში კომისიის მუშაობაში შესაძლებელია მოწვეულნი იყვნენ სხვადასხვა უწყებების წარმომადგენლები, სპეციალისტები, ექსპერტები ან სხვა პირები; მოწვეული პირები კენჭისყრაში არ მონაწილეობენ. მუხლი 9🔗 გადაწყვეტილება მიიღება ღია კენჭისყრის წესით. კომისიის სხდომაზე გადაწყვეტილება მიღე­ბულად ჩაითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს დამსწრე წევრთა უმრავლესობა. ხმების თანაბარი გადანაწილების შემთხვევაში გადამწყვეტია კომისიის თავმჯდომარის ხმა. მუხლი 10🔗 კომისიის გადაწყვეტილებები არაუმეტეს 10 სამუშაო დღის განმავლობაში ფორმდება შესაბამისი სხდომის ოქმით. ოქმში უნდა აისახოს კომისიის სხდომაზე დამსწრეთა ვინაობა, განსახილველ სა­კითხთა დღის წესრიგი, მოხსენებები, გამოთქმული აზრი, მიღებული გადაწყვეტილების აღსრუ­ლე­ბ­ის მიახლოებითი ვადები და სხვა აუცილებელი ინფორმაცია. მუხლი 11🔗 სხდომის დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხთან დაკავშირებით კომისია უფლებამოსილია: 1. გასცეს რეკომენდაცია დაზარალებულისათვის შესაბამისი დახმარების გაწევის  თაობაზე ან უარი თქვას რეკომენდაციის გაცემის შესახებ. 2. მოიწონოს ან მისცეს უარყოფითი შეფასება განხილულ საკითხს. 3. არასაკმარისად ცნოს წარმოდგენილი ინფორმაციის თაობაზე არსებული მასალა/დოკუმენტაცია ან გაწეული საქმიანობა. ამ მოტივით დამატებითი შესწავლის მიზნით დააბრუნოს საკითხი და  აღნიშნული საკითხის სრულყოფილად წარმოდგენის შემთხვევაში განიხილოს იგი ხელახლა ერთი თვის ვადაში.   4. ცნობად მიიღოს განსახილველ საკითხთან დაკავშირებით წარდგენილი ინფორმაცია. 5. გადადოს საკითხის განხილვა. მუხლი 12🔗 კომისიის სხდომის ოქმის შედგენას უზრუნველყოფს კომისიის მდივანი. მუხლი 13🔗 კომისიის მიმდინარე საქმიანობასთან დაკავშირებულ დოკუმენტაციას (წერილი, მიმართვა, მოხსენებითი ბარათი და ა.შ.), როგორც წესი, ხელს აწერს  კომისიის თავმჯდომარე, ხოლო კომისიის ოქმებს და საბოლოო გადაწყვეტილებებს (დასკვნა, წინადადება, რეკომენდაცია და ა.შ.) შესაბამისი საკითხის განხილვასა და გადაწყვეტილების მიღებაში მონაწილე ყველა პირი, მიუხედავად იმისა, დაუჭირა თუ არა მხარი მიღებულ გადაწყვეტილებას. მუხლი 14🔗 ცალკეული საკითხების შესწავლისა და მომზადების მიზნით, კომისია საჭიროების შემთხვევაში ქმნის სამუშაო ჯგუფ(ებ)ს. მუხლი 15🔗 1. კომისია თავისი უფლებამოსილების განხორციელებისას ხელმძღვანელობს „სამთავრობო კომი­სიების შექმნის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2005 წლის 1 თებერვლის №7, წინამ­დებარე დადგენილებისა  და მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. 2. იმ შემთხვევაში, თუ წინამდებარე დადგენილებით არ არის გათვალისწინებული სტიქიური მოვ­ლენის შედეგად დამდგარი კონკრეტული გარემოება, რომელიც მისი დადგომის ეტაპზე მოითხოვს გადაწყვეტას, კომისიამ უნდა იხელმძღვანელოს საჯარო და კერძო ინტერესების გათვალისწინებით და მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება. მუხლი 16🔗 კომისიის ფუნქციონირებისათვის საჭირო ორგანიზაციულ-სამართლებრივ და მატერიალურ-ტექნიკურ უზრუნველყოფას ახორციელებს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო. დანართი №2 აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ადმინისტრაციულ საზღვრებში, სტიქიით დაზარალებული ოჯახების დიფერენციის, დახმარების კრიტერიუმებისა  და ზიანის აღმოფხვრის წესი მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებანი 1. წინამდებარე წესი განსაზღვრავს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ადმინისტრაციულ საზღვ­რებში, სტიქიით დაზარალებული ოჯახების დიფერენციის, დახმარების კრიტერიუმებისა და ზია­ნის აღმოფხვრის წესს (შემდგომში – წესი). 2. წესის მიზანია სტიქიით დაზარალებული მოსახლეობის უსაფრთხო საცხოვრისებით უზრუნ­ველ­ყოფის მიზნით, ბენეფიართა ფინანსური მხარდაჭერა, მათი დროებითი თავშესაფრებით და/ან საც­ხოვრებელი ფართებით დაკმაყოფილება და მიყენებული ზარალის შეძლებისდაგვარად აღმოფხვრა. მუხლი 2🔗. სტიქიით დაზარალებული  ოჯახების დიფერენცია 1. სტიქიით დაზარალებულ ოჯახებად მიიჩნევა ბუნებრივი კატაკლიზმების შედეგად დაზარა­ლებული ოჯახები (შემდგომში – დაზარალებული ოჯახი), შემდეგი დიფერენციით: ა) სტიქიით დაზარალებული ეკომიგრანტი ოჯახი (შემდგომში – ეკომიგრანტი ბენეფიციარი) – სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებულ და გადაადგილებას დაქვემდებარებულ ოჯახად ჩაითვლება ოჯახი (შემდგომში – ეკომიგრანტი ოჯახი), რომლის მუდმივ საცხოვრებელ ადგილზე  საკუთრებაში/მფლობელობაში არსებული სახლი ან მისი ნაწილი დანგრეულია ან დაზიანებულია (საცხოვრებლად უვარგისია) ნებისმიერი სტიქიური მოვლენით (მეწყერი, ღვარცოფი, კლდეზვავი,  ქვათაცვენა, მდინარეების ან ზღვის ნაპირების გარეცხვა, თოვლის ზვავი, ჯდენადი გრუნტი და სხვა) ან არ არის დანგრეული, მაგრამ მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული სტიქიური  მოვლენები საფრთ­ხეს უქმნის იქ მცხოვრებ ადამიანთა სიცოცხლეს, ჯანმრთელობას და ოჯახის საკუთ­რებაში/­მფლობელობაში არსებულ ქონებას; ბ) სტიქიით დაზარალებული არაეკომიგრანტი ოჯახი (შემდგომში – არაეკომიგრანტი ბენეფიციარი) – სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული ოჯახი, რომლის საკუთრებაში/მფლობელობაში არსებული საცხოვრებელი სახლი ან მისი ნაწილი დანგრეულია ან დაზიანებულია (საცხოვრებლად უვარგისია) ნებისმიერი სტიქიური მოვლენით (მიწისძვრა, ჭარბი ატმოსფერული ნალექი, წყალ­მო­ვარდნა, ძლიერი ქარი და ა. შ.) და შესაძლებელია სახლის ადგილზე აშენება/­აღდგენა/­რეაბი­ლი­ტაცია. 2. სტიქიით დაზარალებული ოჯახი შედგება განცალკევებულ საცხოვრებელ ფართზე მუდმივად მცხოვრები ნათესაური ან არანათესაური კავშირის მქონე პირთა წრისაგან, რომლებიც  ერთობ­ლივად ეწევიან შინასამეურნეო საქმიანობას. ოჯახი შეიძლება იყოს ერთსულიანი. მუხლი 3🔗. ტერმინთა განმარტება 1. წესში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა: ა)  მთავრობა – აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა; ბ) მთავრობის თავმჯდომარე – აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე; გ) სამინისტრო – აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო; დ) კომისია – აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ადმინისტრაციულ საზღვრებში, სტიქიით მიყენებული ზიანის სალიკვიდაციო შერეული სამთავრობო კომისია; ე) დეპარტამენტი – აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სტიქიით დაზარალებულთა საქმეების დეპარტამენტი; ვ) ადგილობრივი კომისია – თვითმმართველი ერთეულის გამგეობებში/მერიაში შექმნილი, სტიქიით მიყენებული ზიანის შემსწავლელი შესაბამისი  ადგილობრივი კომისია; ზ) გამგეობა/მერია – მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს დაქვემდებარებაში არსებული დაწესებულებები; თ) გამგებელი/მერი – მუნიციპალიტეტების უმაღლესი თანამდებობის პირები;   ი) დაზარალებული – სტიქიით დაზარალებული ოჯახის ყველა სრულწლოვანი წევრი ან ოჯახის ერთ-ერთი წარმომადგენელი, რომელსაც კანონმდებლობით დადგენილი წესით ოჯახის სრულწ­ლოვანი წევრების მიერ მინიჭებული აქვს წარმომადგენლობის უფლებამოსილება; კ) I კატეგორია – გადაადგილებას დაქვემდებარებული ეკომიგრანტი ოჯახი, რომლის საკუთ­რებაში/­მფლობელობაში არსებული სახლი ან მისი ნაწილი დანგრეულია ან დაზიანებულია (საცხოვრებლად უვარგისია) ნებისმიერი სტიქიური მოვლენით (მეწყერი, ღვარცოფი, კლდეზვავი,  ქვათაცვენა, მდინარის/ზღვის წლის მოქმედების შედეგად ნაპირების გარეცხვა, ჯდენადი გრუნტი, თოვლის ზვავი და სხვა); ლ) II კატეგორია – გადაადგილებას დაქვემდებარებული ეკომიგრანტი ოჯახი, რომლის მფლობელობაში/საკუთრებაში არსებული სახლი არ არის დანგრეული, მაგრამ მიმდებარე ტერი­ტო­რიაზე არსებული სტიქიური  მოვლენები (მეწყერი, ღვარცოფი, კლდეზვავი, ქვათაცვენა, მდინარის­/ზღვის წლის მოქმედების შედეგად  ნაპირების გარეცხვა, თოვლის ზვავი, ჯდენადი გრუნტი და სხვა) საფრთხეს უქმნის იქ მცხოვრებ ადამიანთა სიცოცხლეს, ჯანმრთელობას და მათ ქონებას; მ) I ხარისხი – ბუნებრივი კატასტროფის შედეგად დაზარალებული არაეკომიგრანტი ოჯახი, რომლის მფლობელობაში/საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი სახლი მთლიანად დანგრეულია ან იმდენად დაზიანებულია (საცხოვრებლად უვარგისია) სტიქიური მოვლენით (მიწისძვრა, ჭარბი ატმოსფერული ნალექი, წყალმოვარდნა, ძლიერი ქარი და ა. შ.), რომ არ ექვემდებარება აღდგენას და საჭიროა მისი ადგილზე მშენებლობა; ნ) II ხარისხი – ბუნებრივი კატასტროფის შედეგად დაზარალებული არაეკომიგრანტი ოჯახი, რომლის მფლობელობაში/საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი სახლი დაზიანებულია სტიქიური მოვლენით (მიწისძვრა, ჭარბი ატმოსფერული ნალექი, წყალმოვარდნა, ძლიერი ქარი და ა. შ.), რომლის ადგილზე აღდგენა/რეაბილიტაცია შესაძლებელია; ო) ბაზა – „სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და გადაადგილებას დაქვემდება­რებული ოჯახების განსახლების კრიტერიუმების დამტკიცებისა და განსახლების საკითხების მარე­გულირებელი კომისიის შექმნის შესახებ“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძუ­ლებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 13 ნოემბ­რის №779 ბრძანებით სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და გადაადგილებას დაქვემდებარებული (ეკომიგრანტების) ოჯახების ერთიანი ელექტრონული მონაცემთა ბაზა; პ) შუამდგომლობა – გამგეობიდან/მერიიდან წარმოდგენილი კორესპოდენცია, ბენეფიციართათვის დახმარების მიზნით; ჟ) ქმედითი დახმარება – აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე მცხოვრები, სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული ოჯახებისათვის გაწეული ნებისმიერი სახის დახმარება, რომლის მიზანია დაზარალებულის უსაფრთხო საცხოვრისით უზრუნველყოფა; რ) მუდმივი საცხოვრებელი ადგილი – ეკომიგრანტი ოჯახის მიერ საცხოვრებლად არჩეული მუდ­მივი ადგილი, საიდანაც სტიქიური პროცესების განვითარების შედეგად იძულებულია გადაად­გილდეს ან უკვე გადაადგილებულია;   ს) დროებითი საცხოვრებელი ადგილი – სტიქიური მოვლენების გამო გადაადგილებული ეკომიგ­რანტი ოჯახის ნებისმიერი ტიპის დროებითი თავშესაფარი, რომლის ფაქტობრივი მფლობელი ან მესაკუთრე არ არის. აღნიშნული დასტურდება საქართველოს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენ­ტოს უძრავი ქონების რეესტრში ასახული მონაცემებითა და უწყებებიდან მოწოდებული ინფორმაციებით. მუხლი 4🔗. ადგილობრივი კომისია 1. განიხილავს და სწავლობს დაზარალებული ოჯახების მდგომარეობას და მათთვის ქმედითი დახმარების გაწევის მიზნით სარეკომენდაციო ხასიათის წინადადებებს წარუდგენს გამგე­ბელს/მერს. 2. საინჟინრო, გეოლოგიური და სხვა კომპეტენტური პირების/სამსახურის დასკვნების გათვა­ლის­წინებით, სტიქიური პროცესების ზემოქმედების შედეგად, საცხოვრებელი სახლების მდგრადობის დარღვევის  მიხედვით, დაზარალებულ ოჯახებს ანიჭებს დაზიანების კატეგორიას/ხარისხს. მუხლი 5🔗. გამგეობა/მერია 1. აქტიურად თანამშრომლობს  კომისიასთან, დეპარტამენტსა და ნებისმიერ სხვა თუ ადგილობრივ ორგანიზაციებთან, პრობლემის დროული რეაგირებისა და ეფექტური გადაწყვეტილების მიღების მიზნით. 2. ოპერატიულად აწვდის საჭირო ინფორმაციას დაინტერესებულ/უფლებამოსილ ორგანოებს, წარადგენს სარეკომენდაციო წინადადებებს სტიქიისგან დაზარალებული ოჯახების დახმარებისა და ბუნებრივი მოვლენების, ანთროპოგენური და ტექნოგენური ხასიათის საგანგებო სიტუაციების წარმოქმნის საწინააღმდეგო ზომების გატარების თაობაზე. 3. მკაცრ კონტროლს აწესებს სტიქია საშიშ ზონებში ჩასახლების/მშენებლობის პროცესის მართლ­ზო­მიერების თაობაზე. 4. წარადგენს ინფორმაციას მათდამი დაქვემდებარებულ ტერიტორიებზე მიწისა ან/და საცხოვ­რებელი ფართების სარეზერვო ფონდების არსებობის შესახებ. 5. განიხილავს ადგილობრივი კომისიის რეკომენდაციებს დაზარალებული ოჯახების ქმედითი დახმარების თაობაზე და წარადგენს სამინისტროში შუამდგომლობას, რომელიც უნდა შეიცავდეს შემდეგ დოკუმენტაციებს: ა) ადგილობრივი კომისიის მიერ შედგენილ სხდომის ოქმს; ბ) ადგილობრივი კომისიის მიერ ადგილზე გასვლით შედგენილ ვიზუალური დათვალიერების აქტს; გ) დაზარალებულის განცხადებას; დ) დაზარალებული ოჯახის სრულწლოვანი წევრების პირადობის დამადასტურებული მოწმობის ასლებს ან სხვა დოკუმენტებს, რომლითაც შესაძლებელია პირის იდენტიფიცირება; ე) ფოტომასალას (საჭიროების შემთხვევაში); ვ) ამ დადგენილების მე-3 მუხლით დამტკიცებულ, გამგეობის/მერიის რომელიმე თანამდებობის პირის ხელმოწერითა და გამგეობის/მერიის ბეჭდით დადასტურებულ, დანართი №3-ის შესაბა­მისად შევსებულ ცხრილს. ცხრილს უნდა ერთვოდეს მასში მოცემული ინფორმაციის დამადას­ტუ­რებელი დოკუმენტაციის შემდეგი ჩამონათვალი: ვ.ა) კომპეტენტური სამსახურის/სპეციალისტის მიერ შედგენილი აქტი/დასკვნა, რომელშიც ასახულია დაზარალებული ოჯახის საკუთრებაში/მფლობელობაში არსებულ საცხოვრებელ სახლ­ზე/მიმდებარე ტერიტორიაზე მიყენებული ზიანი ან მოსალოდნელი საფრთხე. იმ შემთხვევაში, თუ ერთსა­ და იმავე ოჯახზე წარმოდგენილია განსხვავებული შინაარსის რამდენიმე აქტი/დასკვნა, უპირატესობა ენიჭება უფრო გვიან შესრულებულ აქტს/დასკვნას, ხოლო ვიზუალური და დეტალური შესწავლის საფუძველზე შედგენილი აქტების/დასკვნების შემთხვევაში დეტალური შესწავლის აქტს/დასკვნას. წარმოდგენილ  აქტზე/დასკვნაზე პასუხისმგებლობა ეკისრება შემსრუ­ლე­ბელ სამსახურებს; ვ.ბ) დაზიანებული საცხოვრებელი სახლის მშენებლობის, აღდგენა/რეკონსტრუქციის ან ადგილ­მონაცვლეობისათვის საჭირო საპროექტო-სახარჯთააღრიცხვო ან ხარჯთაღრიცხვის ამსახველი დოკუმენტი (საჭიროების შემთხვევაში); ვ.გ) კომპეტენტური სამსახურის/სპეციალისტის მიერ საცხოვრებელ სახლზე შედგენილი დე­ფექ­ტური აქტი (საჭიროების შემთხვევაში); ვ.დ) სარეიტინგო ქულის ამსახველი ამონაწერი სოციალურად დაუცველი ოჯახე­ბის­ ერ­თიან მონაცემთა ბაზიდან (ასეთის არსებობის შემთხვევაში), რომელიც ადგილობრივი კომისიის განხილვის ეტაპზე ასახავს დაზარალებულის სოციალურ მდგომარეობას; ვ.ე) შესაძლებლობების შეზღუდვის შესახებ საბუთი ან/და ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობა (საჭიროების შემთხვევაში); ზ) ზარალის შეფასების აქტი იმ შემთხვევაში, თუ დახმარების განხილვის მოცემული ეტაპისათვის კომისიის გადაწყვეტილებით კომპენსაციის გაცემა განიხილება დაზარალებულ ოჯახებზე სტიქიის შედეგად მიყენებული ზიანის პროპორციულად. 6. მრავალსაცხოვრებლიან სახლებზე, ასევე საზოგადოებრივი დანიშნულების შენობებზე (მიუ­ხე­დავად საკუთრების ფორმისა) ადგილობრივი კომისიების მიერ მომზადებული დოკუ­მენტაცია უნდა შეიცავდეს: ა) ადგილობრივი კომისიის მიერ შედგენილ ოქმს; ბ) ადგილობრივი კომისიის მიერ ადგილზე გასვლით შედგენილ ვიზუალური დათვალიერების აქტს; გ) კომპეტენტური სამსახურის/სპეციალისტის მიერ სახლზე სტიქიური მოვლენის შედეგად მიღე­ბული ზიანების ამსახველ ინფორმაციას/ცნობას/აქტს; დ) კომპეტენტური სამსახურის/სპეციალისტის მიერ დაზიანებული სახლის აშენების, აღდგენა/რეკონსტრუქციის ან ადგილმონაცვლეობისათვის საჭირო საპროექტო-სახარჯთააღ­რიცხვო ან ხარჯთაღრიცხვის ამსახველ დოკუმენტს; ე) ზარალის შეფასების აქტს (საჭიროებისამებრ) და სხვა დოკუმენტაციებს საჭიროებისა და კომისიის გადაწყვეტილებით. 7. კომისიის წინაშე შუამდგომლობს ხანძრით დაზარალებულ ოჯახებს, რისთვისაც წარადგენს ამ მუხლის  მე-5 და მე-6 პუნქტებში მითითებულ დოკუმენტაციებს საჭიროების მიხედვით. 8. წარმოდგენილ დოკუმენტაციაში ასახულ ინფორმაციაზე პასუხისმგებლობა ეკისრება გამ­გეობას/მერიას. მუხლი 6🔗. დეპარტამენტის უფლებამოსილება 1. დეპარტამენტი უფლებამოსილია მოამზადოს გამგეობის/მერიის მიერ წარმოდგენილი შუამდ­გომ­ლობა კომისიაზე გასატანად. ამ მიზნით: ა) ამოწმებს წარმოდგენილი დოკუმენტაციის წინამდებარე წესის მოთხოვნებთან შესაბამისობას; ბ) არასრულად წარმოდგენის შემთხვევაში უფლებამოსილია მიუთითოს ადგილობრივ კომისიებს ხარვეზებზე და გაუწიოს კონსულტაციები მათი აღმოფხვრის მიზნით; 2. დეპარტამენტი ასრულებს კომისიის ცალკეულ მითითებებს. მუხლი 7🔗. სამინისტროს უფლებამოსილება 1.. საჭიროების შემთხვევაში გამგეობიდან/მერიიდან დამატებით გამოითხოვს საჭირო ინფორმაციას. 2. ხელს უწყობს კომისიის, გამგეობის/მერიის, ადგილობრივ კომისიებსა და დაზარალებულ ოჯახებს შორის ეფექტური კომუნიკაციის დამყარებას. 3. უწევს მეთოდურ დახმარებას გამგეობას/მერიასა და  ადგილობრივ კომისიებს. 4. სამინისტროში შესული განცხადების/საჩივრის საფუძველზე, შეისწავლის დაზარალებულსა და გამგეობას/მერიას შორის წარმოშობილ უთანხმოებას, ახორციელებს მედიატორის ფუნქციას და მხარეებს აძლევს რეკომენდაციებს. მუხლი 8🔗. კომისიის უფლებამოსილება 1. კომისია უფლებამოსილია: ა) განიხილოს და მიიღოს გადაწყვეტილება დაზარალებული ოჯახების დახმარების მიზნით; ბ) განიხილოს და მიიღოს გადაწყვეტილება ხანძრის შედეგად დაზარალებული ოჯახების დახმარების მიზნით. 2. დაზარალებულთა დახმარების მიზნით: ა) აძლევს სათანადო  მითითებებს დეპარტამენტსა და გამგეობას/მერიას; ბ) გამოითხოვს საჭირო ინფორმაციას შესაბამისი დაწესებულებებიდან. 3. გამგეობის/მერიის შუამდგომლობის საფუძველზე, უზრუნველყოფს სტიქიის შედეგად მიყე­ნებული ზარალის სავარაუდო ოდენობის, სამოქმედო გეგმისა და ორგანიზაციული ღონისძიებების თაობაზე, შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავებას და შემხვედრი აუცილებლობიდან გამომ­დი­ნარე სხვა საჭირო ღონისძიებების გატარებას. 4. სტიქიით მიყენებული ზიანის აღმოფხვრის მიზნით, წარადგენს შესაბამის სარეკომენდაციო ხასიათის წინადადებებს მთავრობაში. მუხლი 9🔗. ქმედითი დახმარება 1. ქმედით დახმარებას ექვემდებარებიან დაზარალებულები, რომლებიც აკმაყოფილებენ შემდეგ მოთხოვნებს: ა) არ გააჩნიათ მფლობელობაში/საკუთრებაში ალტერნატიული საცხოვრებელი ფართი, რაც დასტურდება საქართველოს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს უძრავი ქონების რეესტრში ასახული მონაცემებითა და გამგეობიდან/მერიიდან მოწოდებული ინფორმაციებით; ბ) მათ მფლობელობაში/საკუთრებაში არსებულ საცხოვრებელ სახლს, სტიქიით/ხანძრით მიყენებული ზიანის მიხედვით ადგილობრივი კომისიების მიერ მინიჭებული აქვთ დაზარალების კატეგორია/ხარისხი. 2. უსაფრთხო საცხოვრისით უზრუნველყოფის მიზნით, დაზარალებულს გაეწევა ქმედითი დახმარება განხილვის ეტაპისათვის არსებული გარემოებებისა და საშუალებების გათვალისწინებით, რომელიც კომისიის გადაწყვეტილებით შეიძლება იყოს: ა) ფინანსური, რომელიც ითვალისწინებს დაზარალებულისათვის მატერიალური სახით დახმარებას: ა.ა)  დროებითი საცხოვრებლის სარგებლობისათვის  ქირის საფასურის გადახდის მიზნით; ა.ბ) არაეკომიგრანტ ბენეფიციართა დაზიანებული საცხოვრებელი სახლების ადგილზე  მშენებლობა/აღდგენა/რეაბილიტაციის მიზნით; ა.გ) ეკომიგრანტ ბენეფიციართა საკუთრებაში/მფლობელობაში არსებულ ალტერნატიულ, გეოლოგიურად უსაფრთხო მიწის ნაკვეთზე საცხოვრებელი სახლების გადატანა/მშენებლობისათვის; ა.დ) იმ ეკომიგრანტ ბენეფიციართა ფინანსური მხარდაჭერა, რომელთა დაკმაყოფილება უსაფრთხო საცხოვრისის შეძენის მიზნით, სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე, ითხოვს სწრაფ და ეფექტურ გადაწყვეტილებას, რასაც რიგითობის პრინციპიდან გამომდინარე, ვერ უზრუნველყოფს სამინისტროს შესაბამისი პროგრამა. კერძოდ: ა.დ.ა) საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის საფასური ნაზღაურდება სახელმწიფო, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტებიდან; ა.დ.ბ) საცხოვრებლად გაყვანილია ან თვითნებურად შეჭრილია სახელმწიფო, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებულ შენობა/ნაგებობებში და საჭიროა ამ შენობების გამოთავისუფლება; ა.დ.გ) საცხოვრებელი ფართი/მიმდებარე ტერიტორია მოხდა აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროების არეალში; ა.დ.დ) დაკმაყოფილება უნდა განხორციელდეს ერთობლივი  და დაჩქარებული წესით (აქტიურ ზონაში მოხვედრილი რამდენიმე ოჯახის (სოფლის ან მისი ნაწილის და .აშ.) ერთდროულად გაყვანის აუცილებლობა; ა.ე) ხანძრის შედეგად დაზარალებული ოჯახების საცხოვრებელი სახლების ადგილზე  მშენებლობა/აღდგენა/რეაბილიტაციის მიზნით; ბ) საცხოვრისით უზრუნველყოფა, რომელიც შეიძლება იყოს: ბ.ა) დროებითი (დროებითი თავშესაფარი ხელმისაწვდომ საბინაო ფონდებში,  სახელმწიფო დაწესებულებების უფუნქციო  შენობებში, სხვა ალტერნატიული საშუალებების გამოძებნა); ბ.ბ) გრძელვადიანი/მუდმივი (სოციალურ სახლებში საცხოვრებელი ფართების გადაცემა, გამოვლენილი საცხოვრებელი ფონდის რეზერვების გადაცემა მფლობელობაში/საკუთრებაში და ა.შ). 3. ამ მუხლის მე-2 პუნქტის ,,ა.ბ“ და ,,ა.გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ფინანსური დახმარება ბენეფიციარებისთვის გაიცემა  ადგილობრივი კომისიის შესწავლის პერიოდში, სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ მონაცემთა ერთიან ბაზაში ოჯახებზე მინიჭებული სარეიტინგო ქულების დიფერენციით, კერძოდ: ა) სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებულ ოჯახებს, რომელთაც მინიჭებული აქვთ 0-დან 100 000-ის ჩათვლით სარეიტინგო ქულა, შესაძლებელია გაეწიოს ფინანსური დახმარება, საცხოვრებელი სახლის მშენებლობა/აღდგენა/რეაბილიტაციისათვის წარმოდგენილ ხარჯთაღრიცხვაში ასახული  პირდაპირი ხარჯის 100 %, მაგრამ არაუმეტეს 15 000 ლარისა; ბ) სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებულ ოჯახებს, რომელთაც მინიჭებული აქვთ 100 000-დან 200 000-ის ჩათვლით სარეიტინგო ქულა, შესაძლებელია გაეწიოს ფინანსური დახმარება, საცხოვრებელი სახლის მშენებლობა/აღდგენა/რეაბილიტაციისათვის წარმოდგენილ ხარჯთაღრიცხვაში ასახული  პირდაპირი ხარჯის  90%, მაგრამ არაუმეტეს 15 000 ლარისა; გ) სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებულ ოჯახებს, რომელთაც მინიჭებული აქვთ 200 000-ზე მეტი სარეიტინგო ქულა ან რეგისტრირებულნი არ არიან სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში, შესაძლებელია გაეწიოს ფინანსური დახმარება, საცხოვრებელი სახლის მშენებლობა/აღდგენა/რეაბილიტაციისათვის წარმოდგენილ ხარჯთაღრიცხვაში ასახული  პირდაპირი ხარჯის 80 %, მაგრამ არაუმეტეს 15 000 ლარისა. 4. ამ მუხლის მე-2 პუნქტის ,,ა.დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ფინანსური დახმარება  არაუმეტეს 25 000 (ოცდახუთი ათასი) ლარისა, ბენეფიციარებისთვის შესაძლებელია გაიცეს უძრავი ქონების ნასყიდობის ღირებულების შესაბამისად, ექსპერტიზის მიერ ბენეფიციარის მიერ შესასყიდად შერჩეული საცხოვრებელი ფართის  მონაცემების ტექნიკური მდგომარეობის განსაზღვრისა და საბაზრო ღირებულების დადგენის  შემდგომ.  ექსპერტიზის ღირებულება შეთანხმებისამებრ შესაძლებელია დაიფაროს შესაბამისი გამგეობის/მერიის ან ბენეფიციარის მიერ, ან ორთავე მხარის თანამონაწილეობით. აღნიშნულის მიზნით შუამდგომლობის დაკმაყოფილების შემთხვევაში: ა) ფინანსური დახმარება ეკომიგრანტ ბენეფიციარს გაეწევა საცხოვრებელ ფართზე საექსპერტო დასკვნით განსაზღვრული საბაზრო ღირებულების შესაბამისად, მაგრამ არაუმეტეს 25 000 (ოცდახუთი ათასი) ლარისა; ბ) გამგეობა/მერია თვითონ გადაუხდის გამყიდველს უძრავი ქონების ნასყიდობის ფასს ეკომიგრანტი ბენეფიციარის სასარგებლოდ, ნასყიდობის ხელშეკრულების ხელმოწერის, მისი საჯარო რეესტრში რეგისტრაციისა და საცხოვრებელი სახლის ეკომიგრანტი ბენეფიციარის საკუთრებაში რეგისტრაციის შემდგომ, ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაში; გ) თუ საცხოვრებელი ფართის გასაყიდი ღირებულება  აღემატება 25 000 (ოცდახუთი ათასი) ლარს, სურვილისა და შეთანხმების  შემთხვევაში,  ეკომიგრანტი ბენეფიციარი ფართის შეძენის მიზნით თავად ფარავს დარჩენილ სხვაობას. 5. ხანძრის შედეგად დაზარალებულ ოჯახებს შესაძლებელია გაეწიოს ფინანსური დახმარება შემდეგი წესით: ა) საცხოვრებელი სახლის მთლიანად განადგურების შემთხვევაში, შესაძლებელია გაეწიოს ფინანსური დახმარება ერთჯერადი მატერიალური დახმარების სახით 10 000 ლარის ოდენობით (აღნიშნული არ საჭიროებს ხარჯთაღრიცხვის წარმოდგენას); ბ) საცხოვრებელი სახლის ნაწილობრივ განადგურების შემთხვევაში, რომელიც აღდგენამდე გამოუსადეგარია საცხოვრებლად, შესაძლებელია გაეწიოს ფინანსური დახმარება სახლის აღდგენის მიზნით წარმოდგენილ ხარჯთაღრიცხვაში ასახული  პირდაპირი ხარჯის 100 %, მაგრამ არაუმეტეს 10 000 ლარისა. 6. გრძელვადიანი საცხოვრისით უზრუნველყოფისათვის ფინანსური დახმარების აღმოჩენის დროს არ გაითვალისწინება დროებითი თავშესაფრისთვის  გამოყოფილი ქირის თანხა. 7. კომისიამ შესაძლებელია იმსჯელოს სოციალურად  დაუც­ვე­ლი  ოჯახების  მონაცემთა ერთიან  ბაზაში  რეგისტრირებული, შემწეობის  მიმღებ იმ დაზარალებულთა დამატებით დახმარების თაობაზე, რომლებსაც დაზარალების გამო გასულ წლებში სახელმწიფოსგან მიღებული აქვს ერთჯერადი ფინანსური დახმარება (7 000 ლარი ან ნაკლები), რაც ადგილზე გამაგრებისთვის გამოიყენა ან ოჯახის დროებითი საცხოვრებლით უზრუნველყოფისათვის (ქირის თანხა), აღნიშნული დადასტურებული უნდა იქნეს ადგილობრივი კომისიის არგუმენტირებული შუამდგომლობით. 8. დაზარალებული დაკმაყოფილებულად ჩაითვლება შეთავაზებული დახმარების თაობაზე, სათანადო მხარეებს შორის გაფორმებული წერილობითი შეთანხმების საფუძველზე. 9. ეკომიგრანტ ბენეფიციართა საცხოვრებლით უზრუნველყოფის პროცესში, კომისია უფლებამოსილია მისცეს რეკომენდაცია აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს, საცხოვრებელი ფართის გადაცემის თაობაზე შედგენილ ხელშეკრულებაში გაითვალისწინოს დაზარალებულისათვის ფართის გადაცემის სპეციალური პირობები (გადასაცემ ფართში რამდენიმე წლიანი სავალდებულო ცხოვრების პირობა, დაზიანებული მიწის ფართის სახელმწიფოზე გადაცემა ან/და სპეციალური დამუშავების ვალდებულება და სხვა). 10. იმ შემთხვევაში, თუ ამ მუხლით არ არის გათვალისწინებული კონკრეტული სტიქიური მოვლენის ლიკვიდაციის მიზნით ქმედითი დახმარება და, დამდგარი გარემოებებიდან გამომდინარე, საკითხი ითხოვს გადაწყვეტას, კომისიამ უნდა იხელმძღვანელოს საჯარო და კერძო ინტერესების გათვალისწინებით და მიიღოს  გადაწყვეტილება შესაბამისი დახმარების გაწევის მიზნით. მუხლი 10🔗. სოციალურ სახლში საცხოვრებელი ფართების გადაცემა 1. სოციალურ სახლში ეკომიგრანტ ბენეფიციართა საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფისათვის შესაბამისი გამგეობა/მერია, მასობრივი საინფორმაციო საშუალებით ახდენს მოქალაქეთა ინფორმირებას და დაზარალებულებს მოუწოდებს: ა)  განაცხადების შევსებისათვის ბაზაში დარეგისტრირების მიზნით; ბ) განაცხადების შევსების ვადის ამოწურვისა და ბაზაში დარეგისტრირებულ ოჯახებზე პრიო­რი­ტეტულობის ქულათა საბოლოო მინიჭების შემდგომ, ადგილობრივი კომისია სოციალურ სახლში გასანაწილებელი ფართების რაოდენობის გათვალისწინებით გამოითხოვს იმ ეკომიგრანტ ბენე­ფიციართა სიას, რომელთაც მინიჭებული აქვთ მაღალი პრიორიტეტულობის ქულები, კომისიის წინაშე მათთვის შუამდგომლობის დაყენების მიზნით. 2. სოციალურ სახლში ფართების განაწილების კრიტერიუმი, დაზარალებული ოჯახების წევრთა სიმრავლის გათვალისწინებით,  დადგენილი უნდა იქნეს ადგილობრივი კომისიის მიერ, რომლის შემდგომ გამგეობა განახორციელებს  კენჭისყრას,  რომელზეც მიწვეულნი იქნებიან სამინისტროსა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს წარმომადგენლები. 3. ადგილობრივი კომისიის მიერ არ განიხილება იმ დაზარალებულთა განაცხადები, რომლებსაც სახელმწიფოსგან ან დონორი ორგანიზაციებიდან დაზარალების გამო ერთხელ უკვე  მიღებული აქვთ დახმარების სახით საცხოვრებელი სახლი ან სანაცვლოდ სათანადო ფულადი დახმარება (7 000 ლარზე  მეტი) ან გააჩნიათ ფაქტობრივ მფლობელობაში ან საკუთრებაში არსებული ალტერნატიული საცხოვრებელი ფართი. 4. ადგილობრივმა კომისიამ შესაძლებელია განიხილოს სოციალურად   დაუც­ვე­ლი­ ოჯახების­ მონა­ცემთა­  ერთიანი  ბაზაში  რეგისტრირებული, შემწეობის მიმღებ იმ ეკომიგრანტ ბენეფიციართა განცხადებები საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე, რომლებსაც დაზარალების გამო, გასულ წლებში სახელმწიფოსგან მიღებული აქვს ერთჯერადი ფინანსური დახმარება (7 000 - ლარი ან ნაკლები), რაც გამოიყენა სახლის ადგილზე გამაგრებისთვის ან ოჯახის დროებითი საცხოვრებლით უზრუნვეყოფისათვის (ქირის თანხა). 5. ბენეფიციართა შერჩევისას ადგილობრივი კომისია უფლებამოსილია, პრიორიტეტულობის  ქულის გაუთვალისწინებლად, დააყენოს შუამდგომლობა ისეთი ოჯახების დაკმაყოფილების მიზნით: ა) რომელთა საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის საფასური ანაზღაურდება სახელმწიფო, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის  ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტიდან; ბ) რომლებიც საცხოვრებლად გაყვანილია ან თვითნებურად შეჭრილია სახელმწიფო, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ადმინისტრაციულ საზღვ­რებში მდებარე თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებულ შენობა/ნაგებობებში და საჭიროა მათი გამოთავისუფლება; გ) რომელთა საცხოვრებელი ფართი/მიმდებარე ტერიტორია მოხდა აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროების არეალში. 6. სოციალურ სახლში ეკომიგრანტ ბენეფიციართა საცხოვრებელი ფართით უზრუნველ­ყო­ფი­სათვის როგორც კომისიამ, ასევე ადგილობრივმა კომისიამ შესაძლებელია განსაზღვროს დამა­ტებითი პირობები, რომელიც არ არის გათვალისწინებული წინამდებარე დადგენილებით. მუხლი 11🔗. მართვა და კოორდინაცია 1.კომისიის მიერ გაკეთებული რეკომენდაციები და წინადადებები მთავრობასა და მთავრობის თავმჯდომარეს შეიძლება მიეწოდოს სტრატეგიის, გეგმის ან  სხვა სახით – წერილობითი ფორმით. 2. კომისია უზრუნველყოფს განხორციელებული ღონისძიებების გამჭვირვალობას, ფინანსური და ტექნიკური მხარდაჭერის აღმოჩენის მიზნით სხვადასხვა სამთავრობო, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციებთან ურთიერთობას. მუხლი 12🔗. წესში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ამ წესში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. დანართი №3     სტიქიით დაზარალებული ოჯახის სოციალური შესწავლის ცხრილი  დაზარალებულის სახელი, გვარი          ---------------    დაბ/წელი  ---------------------------------    მისამართი:  ----------------------------------------------------------------- ----------------------------------------------------------------------- სტიქიის სახე                   ---------------------------- ---------------------------- --------------------------- პ/ნ --    ------------------------------------ ტელ: N- -------------------------- დაზარალებული ოჯახის შემადგენლობა კატეგორია/ხარისხი I /  II N სახელი, გვარი პ/ნ დაბ/წელი ნათესაური კავშირი სარეიტინგო ქულა                    ------------------------------ 1 2 ადგილობრივი კომისიის შუამდგომლობა:   ---------------------------                                                                3 4 ხარჯთაღრიცხვაში ასახული პირდა­პირი ხარჯი (ლარი)  ---------------------------- 5 6 7 საკუთრებაში არსებული ალტერნატიული  საცხოვრებელი ფართი ---------------------------- (კი/არა) მფლობელობაში არსებული  დაურეგისტრირებული   ალტერნატიული  საცხოვრებელი ფართი                       -----------------------                                                 (კი/არა) საკუთრებაში/მფლობელობაში არსებული გეოლოგიურად მდგრადი ალტერნატიული მიწის ფართი -------------------- (კი/არა) 8 9 10 11 12 13 14