საფინანსო დეპარტამენტის აღრიცხვა-ანგარიშგების სამმართველოს უფროსის (მთავარი ბუღალტერი) ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების, საკონკურსო თემატიკის, გასაუბრების შეფასების და შეფასების ჯამური ფორმების დამტკიცების თაობაზე
მიღების თარიღი 20.04.2016
ძალის დაკარგვა 15.11.2022
გამომცემი ორგანო საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი
ნომერი №1748
სარეგისტრაციო კოდი 010320040.22.029.016362
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 21/04/2016
კონსოლიდირებული ვერსიები
📜 ცვლილებების ისტორია (1)
დამატებითი მეტამონაცემები (7)
| № | კანდიდატის სახელი, გვარი |
| 1. | ზეპირი კომუნიკაციის უნარი |
| 2. | წერილობითი კომუნიკაციის უნარი |
| 3. | დროის მართვის უნარი |
| 4. | ანალიტიკური აზროვნების უნარი |
| 5. | დეტალებზე ორიენტირებულობა |
| 6. | კარიერული მიზნები |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📋 აუქმებს — 1 აქტი
დოკუმენტის ტექსტი
საფინანსო დეპარტამენტის აღრიცხვა-ანგარიშგების სამმართველოს უფროსის (მთავარი ბუღალტერი) ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების, საკონკურსო თემატიკის, გასაუბრების შეფასების და შეფასების ჯამური ფორმების დამტკიცების თაობაზე
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის
ბრძანება
№1748
2016 წლის 20 აპრილი
ქ. თბილისი
საფინანსო დეპარტამენტის აღრიცხვა-ანგარიშგების სამმართველოს უფროსის (მთავარი ბუღალტერი) ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების, საკონკურსო თემატიკის, გასაუბრების შეფასების და შეფასების ჯამური ფორმების დამტკიცების თაობაზე
,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის პირველი პუნქტის და 25-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს თანდართული საფინანსო დეპარტამენტის აღრიცხვა-ანგარიშგების სამმართველოს უფროსის (მთავარი ბუღალტერი) ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები და საკონკურსო თემატიკა (დანართი №1).
მუხლი 2🔗
დამტკიცდეს თანდართული საფინანსო დეპარტამენტის აღრიცხვა-ანგარიშგების სამმართველოს უფროსის (მთავარი ბუღალტერი) ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის გასაუბრების შეფასების ფორმა №1 – დანართი №2, გასაუბრების შეფასების ფორმა №2 – დანართი №3 და კანდიდატთა შეფასების ჯამური ფორმა – დანართი №4.
მუხლი 3🔗
ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,საფინანსო დეპარტამენტის აღრიცხვა-ანგარიშგების სამმართველოს უფროსის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების, საკონკურსო თემატიკის, გასაუბრების შეფასების და შეფასების ჯამური ფორმების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 7 ნოემბრის №756 ბრძანება (ვებგვერდი,12/11/2013, სარეგისტრაციო კოდი 010320040.22.029.016099);
მუხლი 4🔗
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრისოზარ სუბარი
დანართი №1
საფინანსო დეპარტამენტის აღრიცხვა-ანგარიშგების სამმართველოს უფროსის (მთავარი ბუღალტერი) ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები და საკონკურსო თემატიკა
1. კონკურსში მონაწილე კანდიდატი უნდა იყოს საქართველოს ქმედუნარიანი მოქალაქე 21 წლის ასაკიდან, ჰქონდეს უმაღლესი განათლება და ფლობდეს სახელმწიფო ენას.
2. საფინანსო დეპარტამენტის აღრიცხვა-ანგარიშგების სამმართველოს უფროსის (მთავარი ბუღალტერი) ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დადგენილია შემდეგი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
ა) უმაღლესი განათლება, მიმართულება – ბიზნესის ადმინისტრირება, დარგი/სპეციალობა – საბუღალტრო აღრიცხვა ან/და ფინანსები, ან/და მიმართულება – სოციალური მეცნიერებები, დარგი/სპეციალობა – ეკონომიკა;
ბ) სამუშაო გამოცდილება – აუცილებელია საჯარო სექტორში საფინანსო ან/და საბუღალტრო მიმართულებით მუშაობის 3- წლიანი გამოცდილება;
გ) საოფისე პროგრამების, კერძოდ Microsoft Office Word , Microsoft Office Excel, Microsoft Office Outlook, Microsoft Office PowerPoint- კარგი ცოდნა;
3. საფინანსო დეპარტამენტის აღრიცხვა-ანგარიშგების სამმართველოს უფროსის (მთავარი ბუღალტერი) ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დადგენილია შემდეგი საკონკურსო თემატიკა:
- საქართველოს კონსტიტუცია;
- ,, საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი;
- ,,საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 22 თებერვლის №34 დადგენილება;
- ,,საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს საფინანსო დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2010 წლის 15 ოქტომბრის №108 ბრძანება;
-საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი;
-საქართველოს საგადასახადო კოდექსი;
-საქართველოს კანონი ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“;
- საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 6 თებერვლის №70 ბრძანებულება „საქართველოში ბუღალტრული აღრიცხვისა და ანგარიშგების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე”;
- საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 25 აგვისტოს №672 ბრძანება „საქართველოს საბიუჯეტო კლასიფიკაციის დამტკიცების თაობაზე“;
-საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2014 წლის 31 დეკემბრის №429 ბრძანება „საბიუჯეტო ორგანიზაციების ბუღალტრული აღრიცხვის და ფინანსური ანგარიშგების შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე;
- საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 20 აპრილის №231 ბრძანებულება „მოსამსახურეთათვის სამსახურებრივი მივლინების ხარჯების ანაზღაურების შესახებ“;
- საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2014 წლის 31 დეკემბრის №424 ბრძანება „სახელმწიფო ხაზინის მომსახურებაზე მყოფი ორგანიზაციების მიერ გადახდების განხორციელების წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“;
- საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 23 ივლისის №605 ბრძანება “საბიუჯეტო ორგანიზაციებში ქონების, მოთხოვნებისა და ვალდებულებების ინვენტარიზაციის ჩატარების წესის” დამტკიცების შესახებ;
- საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2002 წლის 31 დეკემბრის №439 ბრძანება „ბიუჯეტების დაფინანსებაზე მყოფი ორგანიზაციების ძირითადი აქტივების ფიზიკური ცვეთის ნორმებისა და მათი ბუღალტრულ აღრიცხვაში ასახვის შესახებ” ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე.
დანართი №2
გასაუბრების შეფასების ფორმა №1
ფასდება კანდიდატის შესაბამისობა ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად დადგენილ მოთხოვნებთან. შეფასება ხორციელდება ქულებით. შეფასების საბოლოო ქულა (საშუალო არითმეტიკული) გამოითვლება ქულათა ჯამის შეფასების კრიტერიუმების რაოდენობაზე გაყოფით. 5+ -ით შეფასებისას, ქულათა ჯამურ რაოდენობას აღნიშნული ქულა არ მიემატება.
1 – მიუღებელი, 2 – საშუალოზე დაბალი, 3 – კომპეტენტური, 4 – ძალიან კარგი, 5 – აჭარბებს მოლოდინს, 5+ – ზედმეტად კვალიფიციური.
ვაკანტური თანამდებობის დასახელება: ______________________________________________
კანდიდატის სახელი, გვარი: _________________________________________________________
კომისიის წევრის სახელი, გვარი, __________:__________________________________________
თარიღი (რიცხვი, თვე, წელი):_______________________________________________________
№
შეფასების კრიტერიუმები
შეფასების ქულა
კომისიის წევრის კომენტარი
1.
განათლება/კვალიფიკაცია
2.
სამუშაო გამოცდილება
3.
სამართლებრივი აქტების ცოდნა
4.
სამოტივაციო წერილი (მუშაობის დაწყების მოტივაცია)
შეფასების საშუალო არითმეტიკული ქულა
კომისიის წევრის ხელმოწერა:______________________________________________________.
დანართი №3
გასაუბრების შეფასების ფორმა №2
ფასდება კანდიდატის პიროვნული უნარ-ჩვევები. შეფასება ხორციელდება ქულებით. შეფასების საბოლოო ქულა (საშუალო არითმეტიკული) გამოითვლება ქულათა ჯამის შეფასების კრიტერიუმების რაოდენობაზე გაყოფით. 5+ -ით შეფასებისას, ქულათა ჯამურ რაოდენობას აღნიშნული ქულა არ მიემატება.
1 – მიუღებელი, 2 – საშუალოზე დაბალი, 3 – კომპეტენტური, 4 – ძალიან კარგი, 5 – აჭარბებს მოლოდინს, 5+ – ზედმეტად კვალიფიციური.
ვაკანტური თანამდებობის დასახელება: _______________________________________________
კანდიდატის სახელი, გვარი: _________________________________________________________
კომისიის წევრის სახელი, გვარი: ____________________________________________________
თარიღი (რიცხვი, თვე, წელი):________________________________________________________
№
შეფასების კრიტერიუმები
შეფასების ქულა
კომისიის წევრის კომენტარი
1.
ზეპირი კომუნიკაციის უნარი
2.
წერილობითი კომუნიკაციის უნარი
3.
დროის მართვის უნარი
4.
ანალიტიკური აზროვნების უნარი
5.
დეტალებზე ორიენტირებულობა
6.
კარიერული მიზნები
შეფასების საშუალო არითმეტიკული ქულა
კომისიის წევრის ხელმოწერა:______________________________________________________.
დანართი №4
კანდიდატთა შეფასების ჯამური ფორმა
შეფასების ჯამური ქულა დაითვლება გასაუბრების შეფასების (დანათი №1, დანართი №2) საშუალო არითმეტიკულ ქულათა მიმატებით.
საკონკურსო პოზიციის დასახელება:__________________________________________________
№
კანდიდატის სახელი, გვარი
შეფასების ჯამური ქულა
1. კომისიის თავმჯდომარე (სახელი, გვარი), თარიღი:_________________________________
2. კომისიის წევრი (სახელი, გვარი), თარიღი:_________________________________________
3. კომისიის წევრი (სახელი, გვარი), თარიღი:_________________________________________
4. კომისიის წევრი (სახელი, გვარი), თარიღი:_________________________________________
5. კომისიის წევრი (სახელი, გვარი), თარიღი:_________________________________________