თოვლზე/ყინულზე სასრიალო ზონის (ტერიტორიის) და თოვლზე/ყინულზე სასრიალო ფერდობის და გზის (ტრასის) კონტროლისა და ადმინისტრირების განმახორციელებელი პირის განსაზღვრის შესახებ
ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს მთავრობის დადგენილება №179 |
|
2016 წლის 18 აპრილი ქ. თბილისი |
თოვლზე/ყინულზე სასრიალო ზონის (ტერიტორიის) და თოვლზე/ყინულზე სასრიალო ფერდობის და გზის (ტრასის) კონტროლისა და ადმინისტრირების განმახორციელებელი პირის განსაზღვრის შესახებ
მუხლი 1
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ 2016 წლის 19 თებერვლის №4789-IIს საქართველოს კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, თოვლზე/ყინულზე სასრიალო ზონის (ტერიტორიის) და თოვლზე/ყინულზე სასრიალო ფერდობის და გზის (ტრასის) კონტროლისა და ადმინისტრირების განმახორციელებელ პირად განისაზღვროს სახელმწიფოს 100%-იანი წილობრივი მონაწილეობით დაფუძნებული საწარმო - შპს „მთის კურორტების განვითარების კომპანია“ (ს/კ: 215096367).
მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს 2016 წლის 20 აპრილიდან.
|