საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული სსიპ - სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის მიერ სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული ელექტრონული ტენდერის მეშვეობით განხორციელების შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№636
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.003.021222
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 26/04/2016
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №636

2016 წლის 15 აპრილი

ქ. თბილისი

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული სსიპ – სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის მიერ სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული ელექტრონული ტენდერის მეშვეობით განხორციელების შესახებ

       „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის 31 პუნქტის შესაბამისად, სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად ჩატარების მიზნით, მიეცეს უფლება საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებულ სსიპ – სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრს 2016 წლის განმავლობაში სასწრაფო სამედიცინო დახმარების ავტოსატრანსპორტო საშუალებების დაზღვევის მომსახურების შესყიდვა განახორციელოს გამარტივებული ელექტრონული ტენდერის მეშვეობით, „საქართველოს 2016 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული „სასწრაფო გადაუდებელი დახმარება“ (პროგრამული კოდი – 35 03 03 07 02) პროგრამის ასიგნებათა ფარგლებში.

პრემიერ-მინისტრი                    გიორგი კვირიკაშვილი