სს „ქართლიგაზი“-ს მიმართ გაკოტრების საქმის წარმოების დასრულების შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№2/4388-2011
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 22/04/2016
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქმე # 2 / 4388 - 2011

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

გაკოტრების საქმის წარმოების დასრულების შესახებ

2016 წლის 5 თებერვალი

ქ.თბილისი

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე ლაშა ქოჩიაშვილი

სხდომის მდივანი მარი კირვალიძე

განმცხადებელი: შპს ,,საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაცია”

 შპს ,,საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია”

მოთხოვნა: სააქციო საზოგადოება ,,ქართლიგაზის” მიმართ

 გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყება

კრედიტორთა კრებაზე განიხილა გაკოტრების მმართველის საბოლოო ანგარიში და გაკოტრების საქმის წარმოების დასრულების საკითხი,

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :

შპს ,,საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციამ” და შპს ,,საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიამ” 2011 წლის 28 აპრილს განცხადებით მომართეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას სააქციო საზოგადოება ,,ქართლიგაზის” მიმართ გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყების შესახებ, განცხადება თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 07 ივნისის განჩინებით მიღებული იქნა წარმოებაში.

 თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 06 თებერვლის განჩინებით ს.ს. ,,ქართლიგაზის” მიმართ დაიწყო გაკოტრების საქმის წარმოება და გაკოტრების მმართველად დაინიშნა ს.ს.ი.პ. აღსრულების ეროვნული ბიურო.

 ს.ს. ,,ქართლიგაზის” გაკოტრების მმართველმა 2013 წლის 03 დეკემბერს მომართა სასამართლოს საბოლოო ანგარიშით გაკოტრების საქმის წარმოებასთან დაკავშირებით. 2014 წლის 20 იანვარს, კრედიტორთა კრებაზე არ იქნა განხილული გაკოტრების საქმის წარმოების დასრულების საკითხი, ვინაიდან გაკოტრების მმართველის ინფორმაციით გამოვლინდა ახალი გარემოებები დებიტორულ მოთხოვნებთან დაკავშირებით.

 2015 წლის 06 ნოემბერს ს.ს. ,,ქართლიგაზის” გაკოტრების მმართველმა საბოლოო ანგარიშით მომართა სასამართლოს, რაც განხილულ იქნა 2016 წლის 27 იანვარს და 05 თებერვალს კრედიტორთა კრებებზე.

 სასამართლომ შეისწავლა გაკოტრების მმართველის ანგარიში, მოისმინა გაკოტრების მმართველის და კრედიტორების ინფორმაცია, მიაჩნია, რომ ს.ს. ,,ქართლიგაზის” მიმართ უნდა დასრულდეს გაკოტრების საქმის წარმოება შემდეგ გარემოებათა გამო:

 ,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის 42-ე მუხლის მიხედვით,             გაკოტრების საქმის წარმოება დასრულდება გაკოტრების მმართველის მიერ სამეურვეო ქონების რეალიზაციისა და რეალიზაციით მიღებული თანხის ამ კანონის შესაბამისად განაწილებისთანავე. სამეურვეო ქონების რეალიზაციის შემდეგ გაკოტრების მმართველი ადგენს მოვალის გაკოტრების ანგარიშს, რომელსაც წარუდგენს კრედიტორებსა და სასამართლოს გაკოტრების მმართველისა და კრედიტორთა ინფორმაციის შესაბამისად სასამართლოს გამოაქვს განჩინება გაკოტრების საქმის წარმოების დასრულებისა და საწარმოს სამეწარმეო რეესტრში რეგისტრაციის გაუქმების შესახებ.

 გაკოტრების მმართველის მიერ წარმოდგენილი საბოლო ანგარიშით და თანდართული დოკუმენტებით დადგენილია, რომ აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ გამოცხადებულ აუქციონზე საზოგადოების ქონების რეალიზაციის შედეგად შემოსულმა თანხამ შეადგინა 94346 ლარი და 55 თეთრი. დამატებითი ღირებულების გადასახადი გადახდილი იქნა 14391 ლარის და 87 თეთრის ოდენობით და დარჩენილი თანხა განისაზღვრა 79954 ლარით და 68 თეთრით, რასაც გამოაკლდა აღსრულების ეროვნული ბიუროს მომსახურების საფასური საქართველოს იუსიტიციის მინისტრის 2010 წლის 30 ივლისის №144 ბრძანების შესაბამისად 44072 ლარი და 28 თეთრი. დებიტორული მოთხოვნების მოძიების მიზნით გაწეულმა ხარჯმა (დებიტორებისათვის გაგზავნილი წერილების საფასური) შეადგინა 167 ლარი და 70 თეთრი და კრედიტორებისათვის გასანაწილებელი თანხის ოდენობა განისაზღვრა 35714 ლარით და 70 თეთრით. აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ გამოცხადებულ აუქცონზე არ მოხდა ერთი ნივთის (ღირებულებით 200 ლარი) რეალიზაცია, რომელიც ნატურით გადაეცა მე-4 რიგის კრედიტორს – შემოსავლების სამსახურს (ტომი 3 ს.ფ. 1-305). აუქციონის შემდეგ დებიტორებისგან დამატებით მოძიებული იქნა 1681 ლარი და 93 თეთრი, საიდანაც აღსრულების ეროვნული ბიუროს მომსახურების საფასური განისაზღვრა 227 ლარით და 22 თეთრით, ხოლო კრედიტორებისათვის გასანაწილებელ თანხას დაემატა 1454 ლარი და 71 თეთრი და კრედიტორებისათვის გასანაწილებელი თანხა საბოლოოდ განისაზღვრა 37169 ლარით და 41 თეთრით, რომელიც უნდა გადაეცეს მე-4 რიგის (უზრუნველყოფილ) კრედიტორს შემოსავლების სამსახურს (მოთხოვნა 46458440.39 ლარი).

 გაკოტრების მმართველის საბოლოო ანგარიშის შესაბამისად სამეურვეო ქონების რეალიზაციით შემოსული თანხის განაწილებას და გაკოტრების საქმის წარმოების დასრულებას კრედიტორთა კრებაზე მხარი დაუჭირა კრედიტორთა ხმების საერთო რაოდენობის 51%-ზე მეტის მფლობელმა კრედიტორმა – შემოსავლების სამსახურმა (იხ. კრების ოქმი: 05.02.2016).

 გაკოტრების მმართველის ანგარიშით და საქმეში წარმოდგენილი მასალებით დადგენილია, რომ სააქციო საზოგადოება ,,ქართლიგაზის” სამეურვეო ქონება რეალიზებულია და ქონება მოვალეს არ აქვს, გაკოტრების მმართველის მიერ წარმოდგენილია საბოლოო ანგარიში, რასაც ეთანხმება კრედიტორები და აღნიშნული გარემოება ,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის 42-ე მუხლის მე-3 პუნტის შესაბამისად გაკოტრების საქმის წარმოების დასრულების და სამეწარმეო რეესტრში საზოგადოების რეგისტრაციის გაუქმების საფუძველია.

 სასამართლომ იხელმძღვანელა ,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-5, მე-7, მე-8, 38-42-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-285-ე მუხლებით,

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. დასრულდეს სააქციო საზოგადოება ,,ქართლიგაზის“ (ს/ნ 236096265) გაკოტრების საქმის წარმოება და გაუქმდეს ს.ს. ,,ქართლიგაზის“ რეგისტრაცია სამეწარმეო რეესტრში.

2. განჩინებაზე შეიძლება კერძო საჩივრის შეტანა ს.ს. ,,ქართლიგაზის“ გაკოტრების საქმის წარმოების პროცესში მონაწილე პირების მიერ განჩინების ასლის ჩაბარებიდან ან გაცნობიდან 5(ხუთი) დღის ვადაში თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში. კერძო საჩივრის შეტანა არ აჩერებს განჩინების აღსრულებას.

  მოსამართლე ლაშა ქოჩიაშვილი