შპს „საქართველოს განახლებადი ენერგეტიკის კომპანია“-ს კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქმე №2/3998-16
განჩინება
საქართველოს სახელით
კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ
2016 წლის 14 აპრილი
ქ. თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე თამარ ჭუნიაშვილი
განმცხადებელი შპს ,,საქართველოს განახლებადი ენერგეტიკის კომპანია’’
(საიდენტიფიკაციო კოდი 404911048)
დირექტორი – აკაკი წერეთელი
მეურვე – აღსრულების ეროვნული ბიურო
წარმომადგენელი – ირაკლი წიკაური
მოთხოვნა – კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ.
სასამართლომ განიხილა კრედიტორთა კრების მოწვევის საკითხი და
გამოარკვია:
2016 წლის 22 თებერვალს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას განცხადებით მომართა შპს ,,საქართველოს განახლებადი ენერგეტიკის კომპანიის’’ დირექტორმა აკაკი წერეთელმა და მოითხოვა გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყება. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მიერ განცხადება მიღებულ იქნა წარმოებაში, მეურვედ დაინიშნა აღსრულების ეროვნული ბიურო, კრედიტორთა პირველი კრება მოწვეულ იქნა2016 წლის 12 აპრილს, 15:00 საათზე,თბილისის საქალაქო სასამართლოში.
კრედიტორთა კრებაზე განხილული იქნა დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები, კერძოდ, მოსმენილი იქნა მეურვის ანგარიში მოვალის ქონებასთან დაკავშირებით. მოხდა განმცხადებლების კრედიტორად აღიარება, შპს ,,საქართველოს განახლებადი ენერგეტიკის კომპანიის’’ და მეურვის – აღსრულების ეროვნული ბიუროს წარმომადგენლების შუამდგომლობის საფუძველზე, დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვა შეწყდა და უნდა გაგრძელდეს კანონით დადგენილ ვადაში.
,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ’’ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის ოცდამეორე ნაწილის თანახმად, კრედიტორთა პირველი კრების ხანგრძლივობაა არა უმეტეს 7 სამუშაო დღისა. კრედიტორთა უბრალო უმრავლესობის არგუმენტირებული წერილობითი თხოვნის საფუძველზე მოსამართლეს შეუძლია ამ ვადის გაგრძელება არა უმეტეს 3 დღით.
სასამართლომ იხელმძღვანელა ,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-5, მე-7, მე-8, მე-9, 25-ე, 27-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-285-ე მუხლებით
დაადგინა:
1. კრედიტორთა პირველი კრება გაგრძელდეს 2016 წლის 25 მაისს, 17:20 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში (მდებარე ქ. თბილისში, დ. აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ., №6) სხდომის დარბაზი №29.
2. განჩინება გამოქვეყნდეს „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში", სასამართლოს დაფაზე და ვებგვერდზე www.tcc.gov.ge.
3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს გამოცემიდან 5 დღის ვადაში კერძო საჩივრით თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში.
მოსამართლე თამარ ჭუნიაშვილი