საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სივრცითი დაგეგმარებისა და სამშენებლო პოლიტიკის დეპარტამენტის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 22.04.2016
ძალაში შესვლა 01.03.2016
გამომცემი ორგანო საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი
ნომერი №1-1/228
სარეგისტრაციო კოდი 010320040.22.024.016443
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 27/04/2016
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი | საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სივრცითი დაგეგმარებისა და სამშენებლო პოლიტიკის დეპარტამენტის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების თაობაზე საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ადმინისტრაციული დეპარტამენტის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საინვესტიციო პოლიტიკისა და ინვესტიციების ხელშეწყობის დეპარტამენტის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სივრცითი დაგეგმარებისა და სამშენებლო პოლიტიკის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სივრცითი დაგეგმარებისა და სამშენებლო პოლიტიკის დეპარტამენტის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის
ბრძანება
№1-1/228
2016 წლის 22 აპრილი
ქ. თბილისი
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სივრცითი დაგეგმარებისა და სამშენებლო პოლიტიკის დეპარტამენტის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ
„საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის პირველი და მე-3 პუნქტების, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის, საქართველოს მთავრობის 2016 წლის 11 თებერვლის №70 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დებულების მე-6 მუხლის მე-3 პუნქტის ,,ო“ ქვეპუნქტისა და ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს
თანდართული საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სივრცითი დაგეგმარებისა და სამშენებლო პოლიტიკის დეპარტამენტის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები.
მუხლი 2🔗
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2016 წლის 1 მარტიდან.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრიდიმიტრი ქუმსიშვილი
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სივრცითი დაგეგმარებისა და სამშენებლო პოლიტიკის დეპარტამენტის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები
მუხლი 1🔗. სივრცითი დაგეგმარებისა და სამშენებლო პოლიტიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელობა
1. სივრცითი დაგეგმარებისა და სამშენებლო პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს:
ა) უმაღლესი განათლება არქიტექტურის ან ინჟინერ-მშენებლის სპეციალობით;
ბ) მუშაობის არანაკლებ 5-წლიანი გამოცდილება სამშენებლო ან/და სივრცითი დაგეგმარების/ურბანული დაგეგმარების/არქიტექტურის სფეროში, მათ შორის ხელმძღვანელ თანამდებობაზე მუშაობის არანაკლებ 3-წლიანი გამოცდილება;
გ) ,,სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობის საფუძვლების შესახებ” საქართველოს კანონის, ,,სამშენებლო საქმიანობის შესახებ” საქართველოს კანონის, ,,მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილებისა და ,,ტექნიკური რეგლამენტის –
დასახლებათა ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების ძირითადი დებულებების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს მთავრობის 2014 წლის 15 იანვრის №59 დადგენილების ცოდნა;
დ) სასურველია საერთაშორისო სამშენებლო ნორმებისა და წესების, ურბანული განვითარებისა და ქალაქგეგმარების მეთოდოლოგიების ცოდნა;
ე) ინგლისური და რუსული ან/და გერმანული და რუსული ენების სრულყოფილი ცოდნა.
2. სივრცითი დაგეგმარებისა და სამშენებლო პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს:
ა) უმაღლესი განათლება არქიტექტურის ან ინჟინერ-მშენებლის სპეციალობით;
ბ) მუშაობის არანაკლებ 4-წლიანი გამოცდილება სამშენებლო ან/და სივრცითი დაგეგმარების/ურბანული დაგეგმარების/არქიტექტურის სფეროში და მათ შორის ხელმძღვანელ თანამდებობაზე მუშაობის არანაკლებ 2-წლიანი გამოცდილება;
გ) ,,სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობის საფუძვლების შესახებ” საქართველოს კანონის, ,,სამშენებლო საქმიანობის შესახებ” საქართველოს კანონის, ,,მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილებისა და ,,ტექნიკური რეგლამენტის –
დასახლებათა ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების ძირითადი დებულებების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს მთავრობის 2014 წლის 15 იანვრის №59 დადგენილების ცოდნა;
დ) სასურველია საერთაშორისო სამშენებლო ნორმებისა და წესების, ურბანული განვითარებისა და ქალაქგეგმარების მეთოდოლოგიების ცოდნა;
ე) ინგლისური და რუსული ან/და გერმანული და რუსული ენების სრულყოფილი ცოდნა.
მუხლი 2🔗. ურბანული განვითარების სამმართველო
1. ურბანული განვითარების სამმართველოს უფროსი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს:
ა) უმაღლესი განათლება არქიტექტურის/სივრცითი/ურბანული დაგეგმარების სფეროში;
ბ) მუშაობის არანაკლებ 3-წლიანი გამოცდილება არქიტექტურის, სივრცითი/ურბანული დაგეგმარების სფეროში, მათ შორის, სასურველია ხელმძღვანელ თანამდებობაზე მუშაობის ერთ წლიანი გამოცდილება;
გ) ,,სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობის საფუძვლების შესახებ” საქართველოს კანონის, ,,სამშენებლო საქმიანობის შესახებ” საქართველოს კანონის, ,,მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილებისა და ,,ტექნიკური რეგლამენტის –
დასახლებათა ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების ძირითადი დებულებების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს მთავრობის 2014 წლის 15 იანვრის №59 დადგენილების ცოდნა;
დ) სასურველია ურბანული განვითარებისა და ქალაქგეგმარების საერთაშორისო მეთოდოლოგიების ცოდნა;
ე) სასურველია ინგლისური და რუსული ენების ცოდნა;
ვ) ArchiCAD, AutoCAD და GIS - პროგრამების ცოდნა.
2. ურბანული განვითარების სამმართველოს მთავარი სპეციალისტი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს:
ა) უმაღლესი განათლება არქიტექტორის/სივრცითი/ურბანული დაგეგმარების სფეროში და მუშაობის არანაკლებ 2-წლიანი გამოცდილება ან უმაღლესი განათლება და არქიტექტურის, სივრცითი/ურბანული დაგეგმარების სფეროში მუშაობის არანაკლებ 3-წლიანი გამოცდილება;
ბ) ,,სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობის საფუძვლების შესახებ” საქართველოს კანონის, ,,სამშენებლო საქმიანობის შესახებ” საქართველოს კანონის, ,,მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილებისა და ,,ტექნიკური რეგლამენტის –
დასახლებათა ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების ძირითადი დებულებების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს მთავრობის 2014 წლის 15 იანვრის №59 დადგენილების ცოდნა;
გ) სასურველია ურბანული განვითარებისა და ქალაქგეგმარების საერთაშორისო მეთოდოლოგიების ცოდნა;
დ) სასურველია ინგლისური და რუსული ენების ცოდნა;
ე) ArchiCAD, AutoCAD და GIS - პროგრამების ცოდნა.
3. ურბანული განვითარების სამმართველოს უფროსი სპეციალისტი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს:
ა) უმაღლესი განათლება არქიტექტურის/სივრცითი/ურბანული დაგეგმარების სფეროში ან უმაღლესი განათლება და არქიტექტურის, სივრცითი/ურბანული დაგეგმარების სფეროში მუშაობის არანაკლებ 2-წლიანი გამოცდილება;
ბ) ,,სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობის საფუძვლების შესახებ” საქართველოს კანონის, ,,სამშენებლო საქმიანობის შესახებ” საქართველოს კანონის, ,,მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილებისა და ,,ტექნიკური რეგლამენტის - დასახლებათა ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების ძირითადი დებულებების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს მთავრობის 2014 წლის 15 იანვრის №59 დადგენილების ცოდნა;
გ) სასურველია ურბანული განვითარებისა და ქალაქგეგმარების საერთაშორისო მეთოდოლოგიების ცოდნა;
დ) სასურველია ინგლისური და რუსული ენების ცოდნა;
ე) ArchiCAD, AutoCAD და GIS - პროგრამების ცოდნა.
მუხლი 3🔗. მშენებლობის საქმეთა სამმართველო
1. მშენებლობის საქმეთა სამმართველოს უფროსი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს:
ა) უმაღლესი განათლება მშენებელ-ინჟინრის/მშენებლის სპეციალობით;
ბ) მუშაობის არანაკლებ 3-წლიანი გამოცდილება სამშენებლო სფეროში, მათ შორის, სასურველია ხელმძღვანელ თანამდებობაზე მუშაობის ერთწლიანი გამოცდილება;
გ) ,,სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობის საფუძვლების შესახებ” საქართველოს კანონის, ,,მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილების ცოდნა;
დ) საქართველოში მოქმედი სამშენებლო ნორმების და წესების ცოდნა;
ე) სასურველია საერთაშორისო სამშენებლო ნორმების და წესების ცოდნა;
ვ) GIS - პროგრამის ცოდნა;
ზ) სასურველია ინგლისური და რუსული ენების ცოდნა.
2. მშენებლობის საქმეთა სამმართველოს მთავარი სპეციალისტი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს:
ა) უმაღლესი განათლება მშენებელ-ინჟინრის/მშენებლის სპეციალობით და მუშაობის არანაკლებ 2- წლიანი გამოცდილება ან უმაღლესი განათლება და მუშაობის არანაკლებ 3- წლიანი გამოცდილება სამშენებლო სფეროში;
ბ) ,,სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობის საფუძვლების შესახებ“ საქართველოს კანონისა და ,,მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილების ცოდნა;
გ) საქართველოში მოქმედი სამშენებლო ნორმების და წესების ცოდნა;
დ) სასურველია საერთაშორისო სამშენებლო ნორმების და წესების ცოდნა;
ე) GIS - პროგრამის ცოდნა;
ვ) სასურველია ინგლისური და რუსული ენების ცოდნა.
3. მშენებლობის საქმეთა სამმართველოს უფროსი სპეციალისტი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს:
ა) უმაღლესი განათლება მშენებელ-ინჟინრის/მშენებლის სპეციალობით ან უმაღლესი განათლება და მუშაობის არანაკლებ 2 - წლიანი გამოცდილება სამშენებლო სფეროში;
ბ) ,,სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობის საფუძვლების შესახებ“ საქართველოს კანონისა და ,,მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილების ცოდნა;
გ) საქართველოში მოქმედი სამშენებლო ნორმებისა და წესების ცოდნა;
დ) სასურველია საერთაშორისო სამშენებლო ნორმებისა და წესების ცოდნა;
ე) სასურველია ინგლისური და რუსული ენების ცოდნა.