ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
ცვლილებები (1)
დოკუმენტის ტექსტი
|
ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №30 |
|
2022 წლის 31 მაისი ქ. ახალციხე |
„ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ საქართველოს ორგანულის კანონის 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ.ბ“ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს :
|
2. სამსახურის კომპეტენცია, სტრუქტურა და საქმიანობის წესი განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობითა და ამ დებულებით, რომელსაც კანონმდებლობით დადგენილი წესით ამტკიცებს ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულო.
3. სამსახურის საქმიანობაზე, სამსახურებრივ ზედამხედველობას ახორციელებს ახალციხის მუნიციპალიტეტის მერი.
4. სამსახური თავის საქმიანობას ახორციელებს კანონიერების, საჯაროობის, სახელმწიფო და ადგილობრივი ინტერესების ერთიანობისა და საზოგადოებრივ ინტერესთა დაცვის პრინციპების გათვალისწინებით.
2. სამსახური ანგარიშვალდებულია მუნიციპალიტეტის მერის წინაშე.
ა) ახალციხის მუნიციპალიტეტის ურბანული განვითარების დაგეგმვას;
ბ) ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მიწათსარგებლობის დაგეგმვას, უფლებრივ ზონირებას;
გ) დასახლებათა მიწათსარგებლობის გენერალური გეგმების კონცეფციების შემუშავებას;
დ) დასახლებათა განაშენიანების რეგულირების გეგმების შემუშავებას;
ე) დასახლებათა ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების შემუშავებას;
ვ) გეგმარებითი დავალებების მომზადებას;
ზ) ახალციხის მუნიციპალიტეტის დაკვეთით განხორციელებული ობიექტების და პროექტებისა და მშენებლობის კოორდინაციას;
თ) ახალციხის მუნიციპალიტეტის ქალაქთმშენებლობის საინფორმაციო საკომუნიკაციო სისტემის შექმნასა და განვითარებას;
ი) შესრულებული სამუშაოების შესაბამისი მიღება-ჩაბარების აქტების მომზადებას;
კ) სამსახურის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებულ სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების პირობების შესრულების კონტროლს, სახელმწიფო შესყიდვების დოკუმენტაციის მომზადებას და მათ წარდგენას შესაბამისი სამსახურისათვის;
ლ) სამსახურის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებული ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს, მერის სამართლებრივი აქტების, მერიის წერილების, ოფიციალური დოკუმენტაციების პროექტების მომზადებას და ახალციხის მუნიციპალიტეტის მერისთვის წარდგენას;
მ) მუნიციპალური ინფრასტრუქტურის ობიექტების მშენებლობას, შენახვასა და მოვლა-პატრონობას;
ნ) ახალციხის მუნიციპალიტეტის დასახლებათა ტერიტორიების კეთილმოწყობის დაგეგმვას, შესაბამისი მუნიციპალური პროგრამებისა და პროექტების მომზადებას, მათი განხორციელების კოორდინაციას, მათ განსახორციელებლად რეკომენდაციებისა და წინადადებების შემუშავებას და მუნიციპალური დაკვეთის განსაზღვრას თვითმმართველობის საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში;
ო) ადგილობრივი მნიშვნელობის სატრანსპორტო გზების რეაბილიტაცია-განვითარების პროგრამის პროექტების მომზადებას;
პ) საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შემოწმებას და მათი სისწორის დადასტურებას;
ჟ) არქიტექტურულ-ქალაქთმშენებლობითი პროცესების მართვის ხელშეწყობას;
რ) მოქმედი კანონმდებლობით და სხვა სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული ფუნქციების განხორციელებას.
ა) პროექტების მართვის განყოფილება;
ბ) სივრცითი მოწყობის, არქიტექტურისა და ურბანული დაგეგმარების განყოფილება.
2. პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი, კანონმდებლობით დადგენილი წესით:
ა) ხელმძღვანელობს და წარმართავს სამსახურის საქმიანობას;
ბ) იღებს გადაწყვეტილებებს სამსახურის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე;
გ) წარუდგენს მერს წინადადებებს სამსახურის საკადრო საკითხებთან დაკავშირებით, მოხელეთა წახალისებისა და მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების, მოხელეთა სამსახურებრივი მივლინებების, კვალიფიკაციის ამაღლებისა და სწავლების შესახებ;
დ) ანაწილებს ფუნქციებს სამსახურის მოხელეებს შორის, აძლევს მათ სათანადო მითითებებსა და რეკომენდაციებს;
ე) ზედამხედველობას უწევს სამსახურის მოხელეების დაკისრებული სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებას;
ვ) პერიოდულად წარუდგენს მერს სამსახურის მიერ მომზადებულ საკითხებს, პროექტებს, წინადადებებს, დასკვნებსა და რეკომენდაციებს;
ზ) ახორციელებს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს.
ა) შესრულებული სამუშაოების შესაბამისი მიღება-ჩაბარების აქტების მომზადება;
ბ) სამსახურის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებულ სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების პირობების შესრულების კონტროლი, სახელმწიფო შესყიდვების დოკუმენტაციის მომზადება და მათი წარდგენა ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამისი სამსახურისათვის;
გ) წინასატენდერო და სატენდერო დოკუმენტაციის მომზადება;
დ) საპროექტო და სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციაში კორექტირების განხორციელების შემთხვევაში, კორექტირების პროცესში მონაწილეობის მიღება, კომპეტენციის ფარგლებში;
ე) შემოსული განცხადებების, წერილების განხილვა და შესაბამისი წინადადებებისა თუ რეკომენდაციების მომზადება კომპეტენციის ფარგლებში;
ვ) სამშენებლო საქმიანობის კოორდინაციისა და რეგულირების ერთიანი პოლიტიკის გატარება, ამ საქმიანობასთან დაკავშირებული საკითხების ორგანიზება კომპეტენციის ფარგლებში;
ზ) პრიორიტეტების შერჩევა, დეფექტური აქტების მომზადება, მშენებარე ობიექტების ინსპექტირება და გეგმა-გრაფიკის შესრულების კონტროლი. საპროექტო სამშენებლო სამუშაოების მიღება-ჩაბარებაში მონაწილეობის მიღება;
თ) შესრულებული სამუშაოების შესაბამისი მიღება-ჩაბარების აქტის პროექტის მომზადება;
ი) სამსახურის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებულ სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების პირობების შესრულების კონტროლი, სახელმწიფო შესყიდვების დოკუმენტაციის მომზადება და მათი წარდგენა ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამისი სამსახურისათვის/კომისიისათვის;
კ) საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შემოწმება და მათი სისწორის დადასტურება;
ლ) მუშაობის პროცესში შემსრულებლის მიერ მოქმედი სამშენებლო ნორმებისა და წესების მიხედვით სამუშაოების შესრულების ინსპექტირება-კონტროლი;
მ) ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა საერთო ქონებაში შემავალი მიწის ნაკვეთების საზღვრების დადგენასთან დაკავშირებით შესაბამისი დოკუმენტაციის განხილვა და ადმინისტრაციული აქტის პროექტის მომზადება;
ნ) ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების წევრთა საერთო ქონების ექსპლუატაციისა და განვითარებისთვის აუცილებელი ინფრასტრუქტურული სამუშაოების დაფინანსებისათვის ხელშეწყობა.
ა) ახალციხის მუნიციპალიტეტის სივრცით-ტერიტორიული მოწყობისა და დასახლების დაგეგმარების უზრუნველყოფა;
ბ) ახალციხის მუნიციპალიტეტის საზღვრებში ტერიტორიული ერთეულების შექმნა-გაუქმების, მათი საზღვრების დადგენისა და შეცვლის თაობაზე წინადადებების მომზადება;
გ) შენობა-ნაგებობის ექსტერიერების და ინტერიერების პროექტების განხილვა, ფერთა შეთანხმება, ქალაქსა და სხვა დასახლებულ პუნქტებში არსებულ ობიექტებზე განსათავსებელი საინფორმაციო დაფებისა და აბრების ესკიზების შეთანხმებაზე შესაბამისი აქტების მომზადება;
დ) სივრცით-ტერიტორიული დაგეგმარების თაობაზე წინადადებების მომზადება, და კომპეტენციის ფარგლებში სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობის პროცესის რეგულირება კანონის შესაბამისად;
ე) მიწათსარგებლობის გენერალური გეგმისა და განაშენიანების რეგულირების გეგმის შედგენაში მონაწილეობის მიღება კომპეტენციის ფარგლებში;
ვ) ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე კეთილმოწყობისა და გარე გაფორმების ელემენტების (მონუმენტურ - დეკორატიული, მცირე არქიტექტურული ფორმები, გარე რეკლამა) მხატვრული იერსახისა და განთავსების საკითხებთან დაკავშირებით წინადადებების მომზადება და განხილვა;
ზ) ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე განლაგებული საწარმო-დაწესებულებების, ორგანიზაციების, იურიდიული და ფიზიკური პირების მიერ გარე იერსახის დაცვაზე კონტროლი, კომპეტენციის ფარგლებში;
თ) ახალციხის მუნიციპალიტეტში, გარე რეკლამის განთავსების გეგმის შემუშავება და შესაბამისი სამართლებრივი აქტების მომზადება;
ი) შემოსული განცხადებების, წერილების განხილვა და შესაბამისი წინადადებებისა თუ რეკომენდაციების მომზადება კომპეტენციის ფარგლებში;
პ) ახალციხის მუნიციპალიტეტის ურბანული განვითარების ხელშეწყობა;
ჟ) მიწათსარგებლობის დაგეგმვისა და ურბანული დაგეგმარების თაობაზე წინადადებების მომზადება, კომპეტენციის ფარგლებში ქალაქთმშენებლობის პროცესის რეგულირება;
რ) მიწათსარგებლობის გენერალური გეგმისა და განაშენიანების რეგულირების გეგმის შედგენაში მონაწილეობის მიღება და კოორდინირება;
ს) საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შემოწმება და მათი სისწორის დადასტურება შესაბამისი ხელმოწერით.
2. სამსახურში მომუშავე საჯარო მოხელეები ასრულებენ ზემდგომი ხელმძღვანელის დავალებებს და ანგარიშვალდებულნი არიან მერისა და ზემდგომი ხელმძღვანელის წინაშე დაკისრებული ვალდებულებების შესრულებაზე.
3. მოხელე უშუალო ხელმძღვანელს წარუდგენს წინადადებებს მისი საქმიანობის სრულყოფის თაობაზე.
4. მოხელე დადგენილი წესით სარგებლობს ორგანიზაციული, გასამრავლებელი, საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნიკით.
5. მოხელე სარგებლობს „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საჯარო მოხელის სხვა უფლებებითა და გარანტიებით.
6. მოხელე ვალდებულია:
ა) დაიცვას „საჯარო სამსახურის შესახებ’’ საქართველოს კანონით და ამ დებულებით განსაზღვრული მოვალეობანი;
ბ) დროულად და სრულყოფილად შეასრულოს უშუალო და ზემდგომი ხელმძღვანელების დავალებები;
გ) შესაბამისი საფუძვლის არსებობისას დაიცვას საიდუმლოების რეჟიმი;
დ) იმუშაოს თავის პროფესიულ განვითარებაზე;
ე) შეასრულოს დადგენილი შრომის შინაგანაწესის მოთხოვნები;
ვ) გაუფრთხილდეს მის სარგებლობაში არსებულ საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნიკას, ინვენტარსა და სხვა სახაზინო ქონებას.