,,ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ” ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 31 მაისის №30 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№8
სარეგისტრაციო კოდი
010260010.35.138.016535
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 02/05/2024
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №8

2024 წლის 30 აპრილი

ქ. ახალციხე

 

,,ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ” ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 31 მაისის №30 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ“  საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის   შესაბამისად, ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
შევიდეს ცვლილება ,,ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ” ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 31 მაისის №30 დადგენილებაში (https://www.matsne.gov.ge/; 01/06/2022; სარეგისტრაციო კოდი – 010260010.35.138.016475)  და  დადგენილებით  დამტკიცებული  დანართის (დებულება):
1. მე-3  მუხლიდან ამოღებულ იქნეს   „მ“ ქვეპუნქტი.
2. მე-4 მუხლი   ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 4. სამსახურის შემადგენლობა

1. ინფრასტრუქტურის სამსახურის შემადგენლობაში შედის:

ა) პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი;

ბ) მეორადი სტრუქტურული ერთეულის – პროექტების მართვის განყოფილების ხელმძღვანელი;

გ) მეორადი სტრუქტურული ერთეულის – სივრცითი მოწყობის, არქიტექტურისა და  ურბანული დაგეგმარების განყოფილების ხელმძღვანელი;

დ) სამსახურის მოხელეები.

2. სამსახურის ქვედანაყოფებია:

ა) პროექტების მართვის განყოფილება;

ბ) სივრცითი მოწყობის, არქიტექტურისა და ურბანული დაგეგმარების განყოფილება.’’

3. მე-6 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 6. პროექტების  მართვის განყოფილება

1. პროექტების  მართვის განყოფილებას ხელმძღვანელობს  მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი, რომელსაც „საჯარო სამსახურის შესახებ’’ საქართველოს კანონის შესაბამისად თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს ახალციხის მუნიციპალიტეტის მერი.

2. პროექტების  მართვის განყოფილების ძირითადი ფუნქციებია:

ა) შესრულებული სამუშაოების შესაბამისი მიღება-ჩაბარების აქტების პროექტის მომზადება;

ბ) სამსახურის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებულ სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების პირობების შესრულების კონტროლი, სახელმწიფო შესყიდვების დოკუმენტაციის მომზადება და მათი წარდგენა  ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამის სამსახურთან;

გ) წინასატენდერო და სატენდერო დოკუმენტაციის მომზადება;

დ) საპროექტო და სახარჯთაღრიცხვო დაკუმენტაციაში კორექტირების განხორციელების შემთხვევაში, კორექტირების პროცესში მონაწილეობის მიღება, კომპეტენციის ფარგლებში;

ე) შემოსული განცხადებების, წერილების განხილვა და შესაბამისი წინადადებების თუ რეკომენდაციების მომზადება კომპეტენციის ფარგლებში;

ვ) სამშენებლო საქმიანობის კოორდინაციისა და რეგულირების ერთიანი პოლიტიკის გატარება, ამ საქმიანობასთან დაკავშირებული საკითხების ორგანიზება, კომპეტენციის ფარგლებში;

ზ) პრიორიტეტების შერჩევა,  დეფექტური აქტების მომზადება, გეგმა-გრაფიკის შესრულების კონტროლი. საპროექტო სამშენებლო სამუშაოების მიღება-ჩაბარებაში მონაწილეობის მიღება;

თ) საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შემოწმება და მათი სისწორის დადასტურება.“.

4. მე -7 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით :

„მუხლი 7. სივრცითი მოწყობის , არქიტექტურისა და ურბანული დაგეგმარების განყოფილება

1. სივრცითი მოწყობის , არქიტექტურისა და ურბანული დაგეგმარების განყოფილებას ხელმძღვანელობს მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი , რომელსაც „საჯარო სამსახურის შესახებ ’’ საქართველოს კანონის შესაბამისად თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს ახალციხის მუნიციპალიტეტის მერი .

2. სივრცითი მოწყობის , არქიტექტურისა და ურბანული დაგეგმარების განყოფილების ძირითადი ფუნქციებია :

ა ) ახალციხის მუნიციპალიტეტის სივრცით -ტერიტორიული მოწყობისა და დასახლების დაგეგმარების უზრუნველყოფა ; მუნიციპალიტეტის საზღვრებში ტერიტორიული ერთეულების შექმნა -გაუქმების , მათი საზღვრების დადგენისა და შეცვლის თაობაზე წინადადებების მომზადება ;

ბ ) შენობა -ნაგებობის ექსტერიერების და ინტერიერების პროექტების განხილვა , ფერთა შეთანხმება , ქალაქსა და სხვა დასახლებულ პუნქტებში არსებულ ობიექტებზე განსათავსებელი საინფორმაციო დაფებისა და აბრების ესკიზების შეთანხმებაზე შესაბამისი აქტების მომზადება ;

გ ) სივრცით -ტერიტორიული დაგეგმარების თაობაზე წინადადებების მომზადება და კომპეტენციის ფარგლებში სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობის პროცესის რეგულირება კანონის შესაბამისად ;

დ ) ახალციხის მუნიციპალიტეტში , გარე რეკლამის განთავსების გეგმის შემუშავება და შესაბამისი სამართლებრივი აქტის მომზადება ;

ე ) მიწათსარგებლობის   გენერალური   გეგმისა   და განაშენიანების   რეგულირების გეგმის შედგენაში მონაწილეობის მიღება , კომპეტენციის ფარგლებში ;

ვ ) ახალციხის   მუნიციპალიტეტის   ტერიტორიაზე   კეთილმოწყობისა და გარე გაფორმების ელემენტების (მონუმენტურ - დეკორატიული , მცირე არქიტექტურული ფორმები , გარე რეკლამა ) მხატვრული იერსახისა და განთავსების საკითხებთან დაკავშირებით წინადადებების მომზადება და განხილვა ;

ზ ) შემოსული   განცხადებების ,  წერილების   განხილვა   და   შესაბამისი   წინადადებების და რეკომენდაციების მომზადება კომპეტენციის ფარგლებში ;

თ ) ბინათმესაკუთრეთა   ამხანაგობის   წევრთა   საერთო   ქონებაში   შემავალი   მიწის   ნაკვეთების   საზღვრების   დადგენასთან დაკავშირებით შესაბამისი   დოკუმენტაციის განხილვა და ადმინისტრაციული აქტის პროექტის მომზადება ;

ი ) ახალციხის მუნიციპალიტეტის ურბანული განვითარების ხელშეწყობა , მიწათსარგებლობის დაგეგმვისა და ურბანული დაგეგმარების თაობაზე წინადადებების მომზადება , ქალაქთმშენებლობის პროცესის რეგულირება ;

კ ) არქიტექტურულ -სამშენებლო პროექტების შეთანხმება და მშენებლობის ნებართვის გაცემაზე , მშენებლობის მოქმედების ვადის გაგრძელებაზე შესაბამისი ბრძანების პროექტის მომზადება ;

ლ ) საპროექტო -სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შემოწმება და მათი   სისწორის დადასტურება .“

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს 2024 წლის 14 მაისიდან.

ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარედავით ლომიძე

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „,,ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ” ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 31 მაისის №30 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“?
დიახ, მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „,,ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ” ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 31 მაისის №30 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 30.04.2024.
როდის იქნა მიღებული „,,ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ” ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 31 მაისის №30 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“?
„,,ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ” ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 31 მაისის №30 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ მიღებულია 30.04.2024. მიმღები ორგანო — ახალციხის მუნიციპალიტეტი. დოკუმენტის ნომერი — №8. სარეგისტრაციო კოდი — 010260010.35.138.016535.
რამდენი მუხლისგან შედგება „,,ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ” ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 31 მაისის №30 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“?
დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
რომელი დოკუმენტები უთითებენ „,,ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ” ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 31 მაისის №30 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“-ზე?
legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
სად არის „,,ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ” ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 31 მაისის №30 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 30.04.2024 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „,,ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ” ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 31 მაისის №30 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“, №8, 30.04.2024, სარეგისტრაციო კოდი 010260010.35.138.016535 (კონსოლიდირებული რედაქცია 30.04.2024). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/6165384/