„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№195
სარეგისტრაციო კოდი
010.240.010.05.001.001.501
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 17, 07/07/2004
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს კანონი

„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე

    მუხლი 1

„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №3, 13.02.2004, მუხ. 7) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. მე-14 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. საქართველოს სამინისტროებია:

ა) განათლებისა და მეცნიერების;

ბ) გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების;

გ) ეკონომიკური განვითარების;

დ) ენერგეტიკის;

ე) თავდაცვის;

ვ) იუსტიციის;

ზ) კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის;

თ) ლტოლვილთა და განსახლების;

ი) საგარეო საქმეთა;

კ) სახელმწიფო უშიშროების;

ლ) სოფლის მეურნეობის;

მ) ფინანსთა;

ნ) შინაგან საქმეთა;

ო) შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის.“.

2. 35-ე მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.

    მუხლი 2

საქართველოს მთავრობამ ამ კანონის ამოქმედებიდან 2 თვის ვადაში უზრუნველყოს:

ა) საქართველოს ინფრასტრუქტურისა და განვითარების სამინისტროს ლიკვიდაციასთან დაკავშირებული ღონისძიებების განხორციელება და შესაბამისი დაფინანსების, საშტატო რიცხოვნობისა და ქონების საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროსათვის გადაცემა, ასევე საქართველოს ინფრასტრუქტურისა და განვითარების სამინისტროს სისტემის, მათ შორის, სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებების, და უფლებამოსილების შესაბამისი გათვალისწინება საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს დებულებაში;

ბ) შესაბამის საკანონმდებლო აქტებში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ საკანონმდებლო აქტების პროექტების მომზადება და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების მიღება.

    მუხლი 3

ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტი          მ. სააკაშვილი

თბილისი,

2004 წლის 24 ივნისი.

№195-რს