სს „პანსიონატი მზიურის“ კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№2/1044
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 03/05/2016
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქმე № 2/1044

 

 

განჩინება

 

კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ

 

2016 წლის 19 აპრილი

. ქუთაისი

 

 ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე გენადი მაკარიძემ განიხილა სს ,,პანსიონატი მზიურის’’ კრედიტორთა კრების მოწვევის საკითხი და

 

:

 

 

2015 წლის 6 ივლისის განჩინებით განმცხადებლის სს ,,პანსიონატი მზიურის’’ (დირექტორი ირაკლი ცეცხლაძე) განცხადება გაკოტრების საქმის წარმოების დაწყების შესახებ მიღებული იქნა სასამართლოს წარმოებაში.

 

2015 წლის 14 აგვისტოს განჩინებით სს ,,პანსიონატი მზიურის’’ მიმართ გაიხსნას გაკოტრების საქმის წარმოება და გაკოტრების მმართველად დაინიშნოს სსიპ აღსრულების ეროვნული ბიურო, ამასთან შედგა კრედიტორთა მოთხოვნების რეესტრი.

 

2016 წლის 18 აპრილს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს განცხადებით მომართა სს ,,პანსიონატი მზიურის’’ გაკოტრების მმართველმა სსიპ – აღსრულების ეროვნული ბიუროს სახელით მიხეილ ლომთაძემ და სს ,,პანსიონატი მზიურის’’ რეგისტრაციის გაუქმება მოითხოვა. გაკოტრების მმართველის განმარტებით სს ,,პანსიონატი მზიურს’’ საკუთრებაში ქონება არ გააჩნია, კომპანიას უფიქსირდება მხოლოდ დებიტორული მოთხოვნა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს მიმართ 27303 ლარის ოდენობით. სამინისტროს 2015 წლის 18 აგვისტოს წერილით ირკვევა, რომ მას სს ,,პანსიონატი მზიურის’’ მიმართ დავალიანება არ ერიცხება. ამასთან მოვალის საბუღალტრო დოკუმენტაციაში დებიტორული მოთხოვნის წარმოშობის თარიღად მითითებულია 1999-2005 წლები, რაც გულისხმობს, რომ გასულია სამოქალაქო კოდექსით განსაზღვრული დავალიანების მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადა.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ მოწვეული უნდა იქნეს სს ,,პანსიონატი მზიურის’’ კრედიტორთა კრება.

 

„გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, კრედიტორთა კრების მოწვევის თაობაზე შეტყობინება უნდა გამოქვეყნდეს „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში.“

 

სასამართლომ იხელმძღვანელა „გადახდისუუნარობის საქმეთა წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5, მე-7, მე-8, 25-ე, 27-ე, 30-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-285-ე მუხლებით,

 

:

 

 სს ,,პანსიონატი მზიურის’’ კრედიტორთა კრება მოწვეულ იქნეს 2016 წლის 16 მაისს 13:30 საათზე შემდეგი დღის წესრიგით:

 ა) სს ,,პანსიონატი მზიურის’’ გაკოტრების საქმის წარმოებით დასრულების საკითხთან დაკავშირებით შესაბამისი გადაწყვეტილების მიღება.

2 .    კრედიტორთა კრება შედგება ქუთაისის საქალაქო სასამართლოს შენობაში (ქალაქი ქუთაისი, კუპრაძის ქ. №11 მესამე სართული, სხდომის დარბაზი№5).

3 .    დაევალოს სს ,,პანსიონატი მზიურის’’ გაკოტრების მმართველს კრედიტორებისათვის კრების ჩატარების შესახებ შეტყობინებების გაგზავნა. მასვე დაევალოს განჩინების გამოქვეყნება „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ ვებგვერდზე. განჩინება ასევე გამოქვეყნდეს სასამართლოს დაფაზე და სასამართლოს ვებგვერდზე.

4 .    განჩინებაზე შეუძლია კერძო საჩივრის შეტანა გადახდისუუნარობის საქმის წარმოების პროცესის მხარეებს, აგრეთვე იმ პირებს, რომელთაც უშუალოდ ეხებათ ეს განჩინება მისი გადაცემიდან 5 (ხუთი) დღის ვადაში ქუთაისის საქალაქო სასამართლოში (მის. ქ. ქუთაისი კუპრაძის№11). ამ ვადის გაგრძელება დაუშვებელია. თუ განჩინების გამოცხადებას ესწრებოდა კერძო საჩივრის შეტანის უფლების მქონე პირი, კერძო საჩივრის შეტანის ვადა დაიწყება მისი გამოცხადების მომენტიდან.

 

 მოსამართლე :                                                                     გენადი მაკარიძე