1.
საკრებულოს დადგენილებები ქვეყნდება „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ ოფიციალურ ვებ-გვერდზე: http://www.matsne.gov.ge“. საკრებულოს დადგენილება „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს” ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნების შემდეგ ქვეყნდება ასევე საკრებულოს ოფიციალურ ვებგვერდზე: www.keda.ge.
2.
კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში, საკრებულოს თავმჯდომარის გადაწყვეტილებით ან, თუ ეს პირდაპირ მითითებულია სამართლებრივ აქტში, ხდება საკრებულოს და საკრებულოს თავმჯდომარის ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტების საჯაროდ გამოცხადება. ამ პუნქტით გათვალისწინებული აქტების საჯაროდ გამოცხადება ნიშნავს მათ განთავსებას საკრებულოს ოფიციალურ ვებგვერდზე: www.keda.ge ან/და მათ ღიად განთავსებას საკრებულოსა და გამგეობის ადმინისტრაციულ შენობაში (დაბა ქედა, კოსტავას ქ. №3) ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილას. ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილად საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანებით განისაზღვრება ადგილი, სადაც მისვლა დაინტერესებულ პირებს შეეძლებათ თავისუფლად, ყოველგვარი საშვისა და ნებართვის გარეშე.
3.
კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში, საკრებულოს თავმჯდომარის გადაწყვეტილებით ან, თუ ეს პირდაპირ მითითებულია სამართლებრივ აქტში, საკრებულოს და საკრებულოს თავმჯდომარის ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტები ქვეყნდება აგრეთვე საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანებით განსაზღვრულ მასობრივი ინფორმაციის ისეთ ბეჭდვით ორგანოში, რომელიც ვრცელდება ამ აქტის მიმღები ადმინისტრაციული ორგანოს მთელ სამოქმედო ტერიტორიაზე და გამოიცემა კვირაში ერთხელ მაინც.
4.
სამართლებრივი აქტების დადგენილი წესით და დროულად დაგზავნაზე პასუხისმგებელია საკრებულოს აპარატი. გამგეობის სხვადასხვა სამსახურებზე გადასაცემ საკრებულოს სამართლებრივ აქტებს საკრებულოს აპარატი 1 ეგზემპლარად უგზავნის გამგეობის ადმინისტრაციას, რომელიც, თავის მხრივ, უზრუნველყოფს ამ სამართლებრივი აქტების გამგეობის სათანადო სამსახურებზე და საჯარო მოხელეებზე გადაცემას