1.
საფინანსო ნორმატიული აქტის პროექტად ითვლება ყველა ის პროექტი, რომელსაც შეუძლია გავლენა მოახდინოს ადგილობრივი თვითმმართველობის ფინანსებზე. ნორმატიული აქტის პროექტის ხასიათის საკითხს წყვეტს საკრებულოს ბიურო საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიისა და გამგეობის საფინანსო სამსახურის დასკვნების საფუძველზე.
2.
საფინანსო ნორმატიული აქტის პროექტის განხილვის დაწყებისათვის აუცილებელია გამგებლის და საკრებულოს საფინანსო–საბიუჯეტო კომისიის დასკვნა ამ ნორმატიული აქტის პროექტის ადგილობრივი თვითმმართველობის ფინანსებზე გავლენის შესახებ.
3.
ყველა საფინანსო ხასიათის ნორმატიული აქტის პროექტს უნდა ახლდეს დასკვნა და წინადადებები ხარჯების დაფარვის შესაძლო გზების თაობაზე.
4.
საფინანსო ხასიათის ნორმატიული აქტის პროექტი, რომელიც იწვევს მიმდინარე წლის ადგილობრივი ბიუჯეტის ხარჯების ზრდას, შემოსავლების შემცირებას ან/და ადგილობრივი თვითმმართველობების ორგანოების მიერ ახალი ფინანსური ვალდებულებების აღებას, საკრებულოს განსახილველად წარედგინება გამგებლის თანხმობით და/ან გამგებლის მიერ.
5.
საფინანსო ნორმატიული აქტის პროექტთა განხილვა და მიღება ხდება საბიუჯეტო ნორმატიული აქტის მიღების წესის შესაბამისად
ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ · რედაქცია 27.06.2025
მუხლი 98. საფინანსო ნორმატიული აქტის პროექტთა განხილვის განსაკუთრებული წესი
თავი I — ზოგადი დებულებები
მსგავსი ნორმები სხვა აქტებში
- მუხლი 93. საფინანსო ნორმატიული აქტის პროექტთა განხილვის განსაკუთრებული წესი
- მუხლი 91. საფინანსო ნორმატიული აქტის პროექტთა განხილვის განსაკუთრებული წესი
- მუხლი 99. საფინანსო ნორმატიული აქტის პროექტთა განხილვის განსაკუთრებული წესი
- მუხლი 91. საფინანსო ნორმატიული აქტის პროექტთა განხილვის განსაკუთრებული წესი
- მუხლი 91. საფინანსო ნორმატიული აქტის პროექტთა განხილვის განსაკუთრებული წესი
- მუხლი 91. საფინანსო ნორმატიული აქტის პროექტთა განხილვის განსაკუთრებული წესი
მეზობელი მუხლები
- მუხლი 92. თვითმმართველი ერთეულის პრიორიტეტების დოკუმენტის და ბიუჯეტის პროექტის წარდგენის წესი
- მუხლი 93. თვითმმართველი ერთეულის პრიორიტეტების დოკუმენტი და ბიუჯეტის პროექტის გამოქვეყნებისა და წინასწარი განხილვის წესი
- მუხლი 94. საკრებულოს სხდომაზე ბიუჯეტის პროექტის განხილვის წესი
- მუხლი 95. ბიუჯეტის პროექტის შემთანხმებელი ჯგუფი
- მუხლი 96. ბიუჯეტის პროექტის დამტკიცება და გამოქვეყნება
- მუხლი 97. ბიუჯეტის ანგარიშის განხილვა და დამტკიცება
- მუხლი 99. თვითმმართველი ერთეულის სახელით ხელშეკრულებათა დადება და გაუქმება
- მუხლი 100. გამგებლისათვის უნდობლობის გამოცხადების წესი
- მუხლი 101. საკრებულოს სამართლებრივი აქტების გაფორმება
- მუხლი 102. საკრებულოს სამართლებრივი აქტების და სამართლებრივი აქტის პროექტების გამოქვეყნება
- მუხლი 103. საკრებულოს სამართლებრივი აქტების ძალაში შესვლა
როგორ დავიმოწმოთ
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“, მუხლი 98, №6, 03.05.2016, სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.134.016193 (კონსოლიდირებული რედაქცია 27.06.2025). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/3271727/muxli-98/