1.
საკრებულოს წევრთა უფლებამოსილების ცნობის შემდეგ საკრებულოს პირველ სხდომაზე საკითხები განიხილება შემდეგი თანმიმდევრობით:
ა)
საკრებულოს თავმჯდომარის არჩევა;
ბ)
საკრებულოს თავმჯდომარის წარდგინებით საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის არჩევა;
გ)
საკრებულოს ფრაქციების დაფუძნების ცნობად მიღება;
დ)
ამ რეგლამენტის შესაბამისად საკრებულოს მუდმივი კომისიების თავმჯდომარეების არჩევა.
2.
ფრაქციების შექმნისთანავე დროებითი სამანდატო კომისია შეიმუშავებს კომისიებში და დროებით სამუშაო ჯგუფებში ფრაქციათა პროპორციული წარმომადგენლობის კვოტებს და წარუდგენს საკრებულოს ბიუროს დასამტკიცებლად.
3.
საკრებულოს თავმჯდომარის არჩევამდე საკრებულოს სხდომაზე შესაძლოა მოხდეს მხოლოდ საკრებულოს ფრაქციების დაფუძნება და რეგისტრაცია. თუ საკრებულოს თავმჯდომარის ხელახალმა კენჭისყრამაც ვერ გამოავლინა გამარჯვებული, საკრებულოს სხდომა გადაიდება არაუმეტეს ერთი კვირით.თავი VIII
საკრებულოს სხდომ
ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ · რედაქცია 27.06.2025
მუხლი 51. ახლად არჩეული საკრებულოს პირველ სხდომაზე განსახილველი საკითხები
თავი I — ზოგადი დებულებები
მეზობელი მუხლები
- მუხლი 45. ახლად არჩეული საკრებულოს პირველი სხდომის მოწვევა
- მუხლი 46. ახლად არჩეული საკრებულოს პირველი სხდომის გახსნა
- მუხლი 47. საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მოხსენება
- მუხლი 48. ახლად არჩეული საკრებულოს ხმის დამთვლელი დროებითი კომისიის არჩევა
- მუხლი 49. ახლად არჩეული საკრებულოს სამანდატო დროებითი კომისიის არჩევა
- მუხლი 50. ახლად არჩეული საკრებულოს უფლებამოსილების ცნობა
- მუხლი 52. საკრებულოს მორიგი სხდომის მოწვევა
- მუხლი 53. საკრებულოს გასვლითი სხდომა
- მუხლი 54. საკრებულოს სხდომის ორგანიზაციულ-ტექნიკური უზრუნველყოფა
- მუხლი 55. საკრებულოს საქმიანობის დაგეგმვა
- მუხლი 56. საკრებულოს რიგგარეშე სხდომის მოწვევა
როგორ დავიმოწმოთ
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“, მუხლი 51, №6, 03.05.2016, სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.134.016193 (კონსოლიდირებული რედაქცია 27.06.2025). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/3271727/muxli-51/