1.
ახლად არჩეული საკრებულოს პირველი სხდომა შეიძლება გაიხსნას, თუ მას ესწრება (რეგისტრაცია გაიარა) ახლადარჩეული საკრებულოს სრული შემადგენლობის ნახევარზე მეტი. საკრებულოს წევრთა რეგისტრაციას შესაბამისი საარჩევნო კომისიის მიერ გაცემული საკრებულოს წევრის დროებითი მოწმობის საფუძველზე ახორციელებს საკრებულოს აპარატი. სხდომაზე დასწრებას საკრებულოს წევრები ადასტურებენ სარეგისტრაციო ფურცელზე ხელმოწერით.
2.
საკრებულოს პირველ სხდომას ხსნის შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე. საკრებულოს პირველ სხდომებს, საკრებულოს თავმჯდომარის არჩევამდე უძღვება საკრებულოს უხუცესი (სხდომაზე დამსწრე საკრებულოს წევრებიდან ასაკით უფროსი) წევრი.
3.
საკრებულოს უხუცესი წევრი, საკრებულოს თავმჯდომარის არჩევამდე წარმართავს საკრებულოს სხდომებს, ხელმძღვანელობს საკრებულოს პირველი სხდომის ჩატარების ორგანიზაციული საკითხების გადაწყვეტას, როგორც სხდომის თავმჯდომარე ხელს აწერს საკრებულოს გადაწყვეტილებებს და სხდომის ოქმს.
4.
საკრებულოს პირველი სხდომა საკრებულოს უფლებამოსილების ცნობამდე, მიმდინარეობს შემდეგი დღის წესრიგით:
ა)
საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მოხსენება;
ბ)
სამანდატო დროებითი კომისიის არჩევა;
გ)
ხმის დამთვლელი დროებითი კომისიის არჩევა;
დ)
საკრებულოს წევრთა უფლებამოსილების ცნაობა
ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ · რედაქცია 27.06.2025
მუხლი 46. ახლად არჩეული საკრებულოს პირველი სხდომის გახსნა
თავი I — ზოგადი დებულებები
მსგავსი ნორმები სხვა აქტებში
- მუხლი 42. საკრებულოს პირველი სხდომის გახსნა
- მუხლი 41. ახლად არჩეული საკრებულოს პირველი მორიგი სხდომის გახსნა
- მუხლი 41. ახლად არჩეული საკრებულოს პირველი სხდომის გახსნა
- მუხლი 41. ახლად არჩეული საკრებულოს პირველი სხდომის გახსნა
- მუხლი 39. ახლად არჩეული საკრებულოს პირველი სხდომის გახსნა
- მუხლი 41. ახლად არჩეული საკრებულოს პირველი მორიგი სხდომის გახსნა
მეზობელი მუხლები
- მუხლი 40. ფრაქციათა კოალიცია
- მუხლი 41. საკრებულოს ბიუროს შემადგენლობა და უფლებამოსილება
- მუხლი 42. ბიუროს სხდომა
- მუხლი 43. ბიუროს მუშაობის წესი
- მუხლი 44. საკრებულოს ბიუროს ოქმი და მისი საქმიანობის უზრუნველყოფა
- მუხლი 45. ახლად არჩეული საკრებულოს პირველი სხდომის მოწვევა
- მუხლი 47. საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მოხსენება
- მუხლი 48. ახლად არჩეული საკრებულოს ხმის დამთვლელი დროებითი კომისიის არჩევა
- მუხლი 49. ახლად არჩეული საკრებულოს სამანდატო დროებითი კომისიის არჩევა
- მუხლი 50. ახლად არჩეული საკრებულოს უფლებამოსილების ცნობა
- მუხლი 51. ახლად არჩეული საკრებულოს პირველ სხდომაზე განსახილველი საკითხები
როგორ დავიმოწმოთ
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“, მუხლი 46, №6, 03.05.2016, სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.134.016193 (კონსოლიდირებული რედაქცია 27.06.2025). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/3271727/muxli-46/