1.
ამ რეგლამენტით გათვალისწინებული გამონაკლისის გარდა, საკრებულოს ბიუროს სხდომაზე გადაწყვეტილება მიიღება ღია კენჭისყრით და ფორმდება ბიუროს სხდომის ოქმით, რომელსაც ხელს აწერს ბიუროს სხდომის თავმჯდომარე.
2.
საკრებულოს ბიუროს სხდომის ოქმში მიეთითება:
ა)
საკრებულოს ბიუროს სხდომის დრო და ადგილი;
ბ)
სხდომის თავმჯდომარის და ბიუროს სხდომაზე დამსწრე პირების ვინაობა;
გ)
განხილვის საგანი;
დ)
კენჭისყრის შედეგები;
ე)
მიღებული გადაწყვტილება.
3.
საკრებულოს ბიუროს სხდომის ოქმს აფორმებს და ამ რეგლამენტით დადგენილი წესით აქვეყნებს საკრებულოს აპარატი ბიუროს სხდომის ჩატარებიდან 2 დღის ვადაში.
4.
სხდომის ოქმის ამონაწერები ეგზავნება შესაბამის ფრაქციებს, კომისიებს, საკრებულოს წინაშე ანგარიშვალდებულ ორგანოებსა და თანამდებობის პირებს, აგრეთვე საკრებულოს წევრებს მოთხოვნისამებრ.
5.
საკრებულოს, სხდომაზე დამსწრეთა უმრავლესობით, მაგრამ არანაკლებ სიითი შემადგენლობის 1/3-ისა, უფლება აქვს გააუქმოს ან ცვლილებები შეიტანოს საკრებულოს ბიუროს გადაწყვეტილებებში.
6.
საკრებულოს ბიუროს ორგანიზაციულ-ტექნიკურ მომსახურებას და საქმისწარმოებას უზრუნველყოფს საკრებულოს აპარატი.თავი VII
ახლად არჩეული საკრებულოს პირველი სხდომ