1.
ბიუროს სხდომებს სათათბირო ხმის უფლებით ესწრება დროებითი სამუშაო ჯგუფის თავმჯდომარე, საკრებულოს აპარატის უფროსი. ბიუროს სხდომას სათათბირო ხმის უფლებით შეიძლება დაესწრონ საკრებულოს წევრები.
2.
ბიუროს სხდომაზე საკითხის განხილვაში მონაწილეობის უფლება აქვს მხოლოდ ბიუროს წევრებს, აგრეთვე სათათბირო ხმის უფლებით მონაწილე პირებს. კამათი შეიძლება შეწყდეს მხოლოდ მაშინ, როცა ბიუროს ყველა წევრს მიეცემა აზრის გამოთქმის შესაძლებლობა.
3.
ბიუროს წევრს, რომელიც არ ეთანხმება ბიუროს გადაწყვეტილებას უფლება აქვს თავისი მოსაზრების შეტანა მოითხოვოს ბიუროს სხდომის ოქმში.
4.
საკრებულოს ბიუროს მიერ მიღებული გადაწყვეტილებები საკრებულოს ეცნობება საკრებულოს უახლოეს სხდომაზე.
5.
საკრებულოს ბიუროს სხდომის მუშაობაზე ვრცელდება საკრებულოს სხდომის მუშაობის შესაბამისი წესები
ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ · რედაქცია 27.06.2025
მუხლი 43. ბიუროს მუშაობის წესი
თავი I — ზოგადი დებულებები
მეზობელი მუხლები
- მუხლი 37. საკრებულოს ფრაქციის უფლებები
- მუხლი 38. ფრაქციის თანამდებობის პირები და საქმიანობის ორგანიზაცია
- მუხლი 39. ფრაქციის საქმიანობის უზრუნველყოფა
- მუხლი 40. ფრაქციათა კოალიცია
- მუხლი 41. საკრებულოს ბიუროს შემადგენლობა და უფლებამოსილება
- მუხლი 42. ბიუროს სხდომა
- მუხლი 44. საკრებულოს ბიუროს ოქმი და მისი საქმიანობის უზრუნველყოფა
- მუხლი 45. ახლად არჩეული საკრებულოს პირველი სხდომის მოწვევა
- მუხლი 46. ახლად არჩეული საკრებულოს პირველი სხდომის გახსნა
- მუხლი 47. საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მოხსენება
- მუხლი 48. ახლად არჩეული საკრებულოს ხმის დამთვლელი დროებითი კომისიის არჩევა
როგორ დავიმოწმოთ
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“, მუხლი 43, №6, 03.05.2016, სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.134.016193 (კონსოლიდირებული რედაქცია 27.06.2025). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/3271727/muxli-43/