სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის დასაცავ პირთა და დაცვის ობიექტთა ნუსხების დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №427
2013 წლის 17 მაისი
ქ. თბილისი
სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის დასაცავ პირთა და დაცვის ობიექტთა ნუსხების დამტკიცების შესახებ
„სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისად, დამტკიცდეს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის დასაცავ პირთა ნუსხა (დანართი №1) და დაცვის ობიექტთა ნუსხა (დანართი №2).
პრემიერ‑მინისტრი ბ . ივანიშვილი
დანართი №1
სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის დასაცავ პირთა ნუსხა
ა)საქართველოს პრემიერ‑მინისტრი;
ბ)საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე;
გ)საქართველოს პრეზიდენტი და მისი ოჯახის წევრები საქართველოს პრეზიდენტის უფლებამოსილების ვადის გასვლის შემდეგ პრეზიდენტის სიცოცხლის ბოლომდე;
დ) საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატი (კანდიდატები) საარჩევნო კამპანიისა და არჩევნების პერიოდში;
ე)საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე;
ვ)საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე;
ზ)საქართველოს კათოლიკოს‑პატრიარქი;
თ)საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრები;
ი)საქართველოს იუსტიციის მინისტრი და მთავარი პროკურორი;
კ)საქართველოს მთავრობის სხვა წევრები – საქართველოს მ თ ავრობის გადაწყვეტილებით, ამავე გადაწყვეტილებით განსაზღვრული ვადით;
ლ) საქართველოს სხვა სახელმწიფო უწყების ხელმძღვანელ ი ან სხვა მაღალი რანგის თანამდებობის პირ ი საქართველოს მ თ ავრობის გადაწყვეტილებით, ამავე გადაწყვეტილებით განსაზღვრული ვადით;
მ)აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე;
ნ)აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე;
ო)აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე;
პ)აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე;
ჟ)ქ.თბილისის მერი;
რ)საქართველოს პრემიერ -მინისტრის ოჯახის წევრები;
ს)საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ოჯახის წევრები;
ტ)უცხოეთის დიპლომატიური მისიის ხელმძღვანელები – საქართველოს მ თ ავრობის გადაწყვეტილებით;
უ)საქართველოს პრეზიდენტი და საქართველოს პრეზიდენტის ოჯახის წევრები საქართველოს პრეზიდენტის დაცვის სპეციალური სამსახურის შექმნამდე.
შენიშვნა:
ამ განკარგულების მიზნებისათვის ოჯახის წევრების წრე განისაზღვროს შემდეგი კატეგორიის ახლო ნათესავებით: მეუღლე, არასრულწლოვანი შვილი და გერი, დასაცავ პირთან მუდმივად მცხოვრები პირები.
დანართი №2
სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის დაცვის ობიექტთა ნუსხა
ა)საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციული შენობა ქ. თბილისში;
ბ)საქართველოს პარლამენტის სასახლე ქ.ქუთაისში და ადმინისტრაციული შენობა ქ.თბილისში;
გ)საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ადმინისტრაციული შენობა;
დ)საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული შენობა;
ე)საქართველოს საპატრიარქო;
ვ)საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ადმინისტრაციული შენობა;
ზ)სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის გამგებლობაში არსებული ობიექტები;
თ)აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ადმინისტრაციული შენობა;
ი)აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს ადმინისტრაციული შენობა;
კ)აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ადმინისტრაციული შენობა;
ლ)აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს ადმინისტრაციული შენობა;
მ)ზუგდიდისა და ბობოყვათის სახელმწიფო (სამთავრობო) რეზიდენციები;
ნ)ქ.თბილისის აეროპორტის სამთავრობო გასასვლელები;
ო)საქართველოს პრემიერ-მინისტრის საცხოვრებელი ბინა;
პ)საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის საცხოვრებელი ბინა;
ჟ)საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის საცხოვრებელი ბინა , მისი სიცოცხლის ბოლომდე;
რ)საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის საცხოვრებელი ბინა;
ს)საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის საცხოვრებელი ბინა;
ტ)აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის საცხოვრებელი ბინა;
უ)აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის საცხოვრებელი ბინა;
ფ)საქართველოს მთავრობის წევრის საცხოვრებელი ბინა – საქართველოს მ თ ავრობის გადაწყვეტილებით, ამავე გადაწყვეტილებით განსაზღვრული ვადით;
ქ)საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ადმინისტრაციული შენობა, აგრეთვე საქართველოს პრეზიდენტის მუდმივი და დროებითი საცხოვრებელი ბინები საქართველოს პრეზიდენტის დაცვის სპეციალური სამსახურის შექმნამდე.