„სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის დასაცავ პირთა და დაცვის ობიექტთა ნუსხების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 17 მაისის №427 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№926
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.003.017128
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 09/06/2014
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

განკარგ უ ლება №926

2014 წლის 27 მაისი

ქ. თბილისი

„სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის დასაცავ პირთა და დაცვის ობიექტთა ნუსხების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 17 მაისის №427 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, „სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის დასაცავ პირთა და დაცვის ობიექტთა ნუსხების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 17 მაისის №427 განკარგულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და განკარგულებით დამტკიცებული „სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის დასაცავ პირთა ნუსხა“ (დანართი №1) და „სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის დაცვის ობიექტთა ნუსხა“ (დანართი №2) ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

                                                                                                     „დანართი №1

სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის დასაცავ პირთა ნუსხა

ა) საქართველოს პრემიერ-მინისტრი;

ბ) საქართველოს პრეზიდენტი;

გ) საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე;

დ) საქართველოს პრემიერ-მინისტრის ოჯახის წევრები;

ე) საქართველოს პრეზიდენტის ოჯახის წევრები;

ვ) საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ოჯახის წევრები;

ზ) საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატი (კანდიდატები) საარჩევნო კამპანიისა და არჩევნების პერიოდში;

თ) საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე;

ი) საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე;

კ) სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი;

ლ) საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრები;

მ) საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანაშემწე სახელმწიფო უსაფრთხოების საკითხებში – სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს მდივანი;

ნ) საქართველოს იუსტიციის მინისტრი და მთავარი პროკურორი;

ო) საქართველოს მთავრობის სხვა წევრები - საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ამავე გადაწყვეტილებით განსაზღვრული ვადით;

 პ) საქართველოს დაზვერვის სამსახურის უფროსი;

ჟ) საქართველოს სხვა სახელმწიფო უწყების ხელმძღვანელი ან სხვა მაღალი რანგის თანამდებობის პირი საქართველოს მთავრობის გადაწყვე­ტილებით, ამავე გადაწყვეტილებით განსაზღვრული ვადით;

რ) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე;

ს) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე;

ტ) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე;

უ) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე;

ფ) ქ. თბილისის მერი;

ქ) 2013 წლის 17 ნოემბრის შემდგომი პერიოდიდან უფლებამოსილების ვადის გასვლის შემდეგ, საქართველოს პრემიერ-მინისტრი და მისი ოჯახის წევრები პრემიერ-მინისტრის სიცოცხლის ბოლომდე, ქვეყნის ტერიტორიაზე, ხოლო საზღვარგარეთ 1 თვეზე მეტი ვადით გამგზავრებისას - საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით (ეს წესი არ მოქმედებს საზღვარგარეთ სამკურნალოდ გამგზავრების შემთხვევაში);

ღ) უფლებამოსილების ვადის გასვლის შემდეგ, საქართველოს პრეზიდენტი და მისი ოჯახის წევრები პრეზიდენტის სიცოცხლის ბოლომდე, ქვეყნის ტერიტორიაზე, ხოლო საზღვარგარეთ 1 თვეზე მეტი ვადით გამგზავრებისას - საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით (ეს წესი არ მოქმედებს საზღვარგარეთ სამკურნალოდ გამგზავრების შემთხვევაში);

ყ) უფლებამოსილების ვადის გასვლის შემდეგ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ახალი მოწვევის პარლამენტის უფლებამოსილების ვადით;

შ) უცხოეთის დიპლომატიური მისიის ხელმძღვანელები - საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით.

შენიშვნა:

ამ განკარგულების მიზნებისათვის ოჯახის წევრების წრე მოიცავს: მეუღლეს, მშობლებს, არასრულწლოვან ან/და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე შვილს (შვილებს), აგრეთვე, სხვა პირებს, რომლებსაც პერსონალური დაცვა შეიძლება გამოეყოთ განსაკუთრებულ შემთხვევაში, შესაბამისი ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე.

                                                                                           

                                                                                         დანართი №2

სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის დაცვის ობიექტთა ნუსხა

ა)საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციული შენობები ქ. თბილისში;

ბ)საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ადმინისტრაციული შენობა;

გ)საქართველოს პარლამენტის სასახლე ქ. ქუთაისში და ადმინისტრაციული შენობა ქ. თბილისში;

დ) საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ადმინისტრაციული შენობა;

ე)საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული შენობა;

ვ)საქართველოს საპატრიარქო;

ზ)საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ადმინისტრაციული შენობა;

თ)საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ადმინისტრაციული შენობა;

ი)საქართველოს მთავარი პროკურატურის ადმინისტრაციული შენობა;

კ)სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის გამგებლობაში არსებული ობიექტები;

ლ) საქართველოს დაზვერვის სამსახურის ადმინისტრაციული შენობა;

მ)აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ადმინისტრაციული შენობა;

ნ)აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ადმინისტრაციული შენობა;

ო)აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ადმინისტრაციული შენობა;

პ)აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ადმინისტრაციული შენობა;

ჟ)ზუგდიდის სახელმწიფო (სამთავრობო) რეზიდენცია;

რ)საქართველოს პრეზიდენტის რეზიდენცია;

ს)ქ. თბილისის აეროპორტის სამთავრობო გასასვლელები;

ტ)საქართველოს პრემიერ-მინისტრის საცხოვრებელი ბინა, ასევე, მისი დროებითი ადგილსამყოფელი, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე;

უ)საქართველოს პრეზიდენტის საცხოვრებელი ბინა, ასევე, მისი დროებითი ადგილსამყოფელი, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე;

ფ)საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის საცხოვრებელი ბინა,ასევე, მისი დროებითი ადგილსამყოფელი, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე;

ქ)2013 წლის 17 ნოემბრის შემდგომი პერიოდიდან საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის საცხოვრებელი ბინა საქართველოში, მისი სიცოცხლის ბოლომდე;

ღ)საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის ფაქტობრივი საცხოვრებელი ბინა საქართველოში, მისი სიცოცხლის ბოლომდე;

ყ)საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის საცხოვრებელი ბინა;

შ)საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის საცხოვრებელი ბინა;

 ჩ)საქართველოს მთავრობის წევრის ან/და სამსახურის სხვა დასაცავი პირის საცხოვრებელი ბინა - საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ამავე გადაწყვეტილებით განსაზღვრული ვადით;

ც) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის საცხოვრებელი ბინა;

ძ)აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის საცხოვრებელი ბინა;

წ)აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის საცხოვრებელი ბინა;

ჭ)აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის საცხოვრებელი ბინა.“.

პრემიერ-მინისტრი ი. ღარიბაშვილი