რეკრეაციული თევზჭერის ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 05.05.2016
გამომცემი ორგანო საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი
ნომერი №13
სარეგისტრაციო კოდი 410040000.22.023.016379
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 10/05/2016
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
05.05.2016 მიღება
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი გიგლა აგულაშვილი | საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
წყლის ობიექტისა და თევზსამეურნეო საქმიანობის მართვის გეგმის შემუშავებისა და დამტკიცების წესის შესახებ „მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის დამფუძნებელი მარაკეშის შეთანხმების ცვლილების ოქმი (თევზჭერის სუბსიდიების შესახებ შეთანხმება)“ უცხო ქვეყნის ტერიტორიულ ზღვასა და განსაკუთრებულ ეკონომიკურ ზონაში, ასევე ღია ზღვაში თევზჭერასა და თევზჭერასთან დაკავშირებულ საქმიანობაში ჩართული საქართველოს დროშის ქვეშ მცურავი გემების ავტორიზაციის რეესტრის წარმოების წესისა და ავტორიზაციის რეესტრის ფორმის დამტკიცების შესახებ „საერთაშორისო ნაოსნობაში ჩართული საქართველოს დროშის ქვეშ მცურავი თევზსაჭერი გემების მიმართ წაყენებული დამატებითი მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის 2019 წლის 25 აპრილის N02 ბრძანების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ“ შპს „მადაი” და შპს “პალიასტომი 2004” საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტოს უფროსის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტექსტი
რეკრეაციული თევზჭერის ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ
საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის
ბრძანება №13
2016 წლის 5 მაისი
ქ. თბილისი
რეკრეაციული თევზჭერის ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის პირველი პუნქტისა და „თევზჭერისა და თევზის მარაგის დაცვის ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 31 დეკემბრის №423 დადგენილებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტის მე-13 მუხლის 11 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
1.
დამტკიცდეს თანდართული რეკრეაციული თევზჭერის ინსტრუქცია.
2.
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და გავრცელდეს 2016 წლის 27 აპრილიდან წარმოშობილ ურთიერთობებზე.საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრიგიგლა აგულაშვილი
რეკრეაციული თევზჭერის ინსტრუქცია
მუხლი 1🔗
1.
რეკრეაციული თევზჭერა წარმოადგენს სპორტული თევზჭერის ერთ-ერთ სახეს (მათ შორის საქართველოს ,,წითელ ნუსხაში“ შეტანილ კალმახზე), თევზჭერის ობიექტის გარემოდან ამოღების გარეშე.
2.
რეკრეაციული თევზჭერა ხორციელდება „თევზჭერისა და თევზის მარაგის დაცვის ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 31 დეკემბრის №423 დადგენილებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტის, ამ ინსტრუქციისა და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
მუხლი 2🔗
ეს ინსტრუქცია ადგენს რეკრეაციული თევზჭერის მოთხოვნებს. რეკრეაციული თევზჭერისას, „თევზჭერისა და თევზის მარაგის დაცვის ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 31 დეკემბრის №423 დადგენილებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნებთან ერთად, ასევე, დაცული უნდა იქნეს შემდეგი მოთხოვნები:
ა)
თევზჭერისას გამოყენებული უნდა იქნეს მხოლოდ სპორტული (უენო), უჟანგავი მასალისაგან დამზადებული ნემსკავი;
ბ)
თევზჭერისას გამოყენებული უნდა იქნას მხოლოდ ხელოვნური სატყუარა;
გ)
ნემსაკვების რაოდენობა უნდა შეადგენდეს მაქსიმუმ 2 ცალს და მხოლოდ ერთეული ნემსკავით, თევზჭერის განმახორციელებელ ერთ პირზე;
დ)
ნემსკავი თევზიდან გამოძრობილი უნდა იქნეს სპეციალური, ნემსკავის გამოსაძრობი ხელსაწყოთი - პინცეტით;
ე)
დაჭერილი თევზის ნაპირზე ამოყვანის თავიდან ასაცილებლად, იგი წყლიდან ამოყვანილი უნდა იქნას სპეციალური ბადის (ჩოგანბადე) საშუალებით;
ვ)
პირი თევზჭერისას უნდა იმყოფებოდეს წყალში;
ზ)
თევზთან შეხება უნდა მოხდეს სველი ხელით. თუ თევზი დიდი ზომისაა, წყალში დაბრუნებისას/გაშვებისას, თევზჭერის განმახორციელებელმა მას უნდა მოკიდოს ორივე ხელი: ერთი ხელი ტანზე და მეორე ხელი კუდისკენ. თუ თევზჭერა ხორციელდება მდინარეში, თევზის თავი მიმართული უნდა იყოს დინების საწინააღმდეგოდ. წყალში დაბრუნებისას თავისუფლდება ჯერ წყალში ჩაშვებული თევზის კუდის მხარე და შემდეგ, საბოლოოდ ხდება მისი გაშვება. პატარა ზომის თევზის შემთხვევაში, ზემოაღნიშნული პროცედურა შესაძლებელია განხორციელდეს ერთი ხელით;
თ)
თუ პირს, რომელიც ახორციელებს რეკრეაციულ თევზჭერას, სურს დაჭერილი თევზის ფოტოგრაფირება, მან ეს უნდა გააკეთოს დაუყოვნებლივ, თევზის ნაპირზე ამოყვანის გარეშე, რათა უზრუნველყოფილ იქნეს თევზის საბინადრო გარემოში ცოცხლად და დაუზიანებლად გაშვება;
ი)
დაჭერილი თევზი დაუყოვნებლივ უნდა იქნეს დაბრუნებული საარსებო გარემოში, ამ ინსტრუქციისა და „თევზჭერისა და თევზის მარაგის დაცვის ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 31 დეკემბრის №423 დადგენილებით დამტკიცებული რეგლამენტის მოთხოვნების შესაბამისად.
მუხლი 3🔗
ამ ინსტრუქციით დადგენილი მოთხოვნების დარღვევა იწვევს პასუხისმგებლობას საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული წესით.