სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიის ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№02-724/ო
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 06/05/2016
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს შრომის , ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის

სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის
 
სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების

სააგენტოს უფროსის

ბრძანება №02-724/ო

2016 წლის 3 მაისი

სამედიცინო  საქმიანობის  ლიცენზიის  ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის, საქართველოს კანონის „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“  (თავი V, მუხლი 22, პუნქტი 6, პუნქტი 7, ქვეპუნქტი ა) შესაბამისად, ვბრძანებ:

1. ძალადაკარგულად გამოცხადდეს  შპს ,,გადაუდებელ სამედიცინო დახმარებაზე“  (მის:  ქ. ლანჩხუთი, ჭანტურიას ქ. №21) გაცემული ,,სასწრაფო სამედიცინო დახმარების ლიცენზია“ (სალიცენზიო მოწმობა №002100, ბრძანება №02-1298/ო, 01.12.2011წ.).

2. ბრძანება  შეიძლება  გასაჩივრდეს  ჩაბარებიდან  ერთი    თვის   ვადაში  საქართველოს  შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური  დაცვის  სამინისტროში (ქ. თბილისი  აკ. წერეთლის გამზირი №144) ან  სასამართლოში.

3.  ბრძანება ძალაში შედის ხელისმოწერისთანავე.

საფუძველი: შპს ,,გადაუდებელ სამედიცინო დახმარების“ დირექტორის მ. ბურდულის განცხადებები:  №32654,  24.03.2016წ.

                      №33404,  25.03.2016წ.

    სააგენტოს უფროსი                               გია თვალავაძე