აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტისათვის ექსპროპრიაციის უფლების მინიჭების თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№1-1/250
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 10/05/2016
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის

ბრძანება № 1-1/250

2016 წლის 28 აპრილი

ქ. თბილისი

აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტისათვის ექსპროპრიაციის უფლების მინიჭების თაობაზე

,,აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ექსპროპრიაციის უფლების მინიჭების მიზნით საკითხის განმხილველი კომისიის შექმნისა და დებულების დამტკიცების თაობაზე“საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2016 წლის 25 მარტის №1-1/159 ბრძანებით შექმნილმა ექსპროპრიაციის საკითხების განმხილველმა კომისიამ (შემდგომში ,,კომისია“) განიხილა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს 2016 წლის 15 მარტის №01/851 განცხადება საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, შპს „ინფრასტრუქტურის განვითარების კომპანიისათვის“ აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ექსპროპრიაციის უფლების მინიჭების შესახებ და 

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

პროექტის მოკლე აღწერილობა:

 2014 წლის 4 ნოემბერს საქართველოს მთავრობას (წარმოდგენილი საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს) სახით და კომპანია „Pomagalski“-ს შორის გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში, ქ. ჭიათურაში მიმდინარეობს 4 რევერსიული გონდოლებიანი საბაგირო გზის მშენებლობის პროექტი.

 
საქართველოს მთავრობის 2015 წლის 3 ივლისის №1415 განკარგულების საფუძველზე, დასახელებული პროექტის განსახორციელებლად შპს ,,ინფრასტრუქტურის განვითარების კომპანიის“ (შემდეგში ,,კომპანია") მიერ (100 % წილის მფლობელია საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო) მომზადდა განსახლების სამოქმედო გეგმა, ხოლო საქართველოს მთავრობის 2015 წლის 29 ოქტომბრის №2339 განკარგულებით, ,,კომპანიას" ზემოდასახელებული განსახლების სამოქმედო გეგმის მიხედვით დაევალა ქონების გამოსყიდვა.

,,კომპანიის“ მიერ უძრავი ქონების ნებაყოფლობითი გამოსყიდვის შესახებ შეთანხმება უძრავი ქონების მესაკუთრეთა ნაწილთან მიღწეულია. მოლაპარაკების წარმოების მიუხედავად, შეთანხმება ვერ შედგა პროექტის ზემოქმედების არეალში მოქცეულ, ქ. ჭიათურაში, ს/კ №38.10.41.055 (ნაკვეთის წინა ნომერი: N38.10.41.053) უძრავი ქონების მესაკუთრე თენგიზ ფხალაძესთან  (პ/ნ 01008029635). ამ ეტაპისათვის მესაკუთრესთან მედიაციის ყველა რესურსი ამოწურულია.            

წარმოდგენილი განცხადებების საფუძვლიანობის შემოწმებისა და ფაქტობრივი გარემოებების შეფასების შედეგად, მიზანშეწონილია დაკმაყოფილდეს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს შუამდგომლობა და ,,ინფრასტუქტურის განვითარების კომპანიას“მოთხოვნილ მიწის ნაკვეთებზე უნდა მიენიჭოს ექსპროპრიაციის უფლება, შემდეგ გარემოებათა გამო:

დადგენილია, რომ განსახორციელებელი პროექტი წარმოადგენს აუცილებელ საზოგადოებრივ საჭიროებას. უძრავი ქონება ს/კ 38.10.41.055 (არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის მთლიანი ფართი 18 კვ.მ - საექსპროპრიაციო მიწის ნაკვეთი - 18 კვ.მ (მრავალწლიანი ნარგავები)) წარმოადგენს პროექტის განხორციელებისთვის საჭირო არეალს და მასზე ვრცელდება პროექტის ზემოქმედება. შესაბამისად, მათზე საკუთრების უფლების მოპოვების გარეშე შეუძლებელია სამშენებლო სამუშაოების წარმოება.

საკუთრების უფლების, ისევე როგორც სხვა ძირითადი უფლებების, სამართლებრივ გარანტიას, წარმოადგენს კონსტიტუცია. უშუალოდ საკუთრების უფლების კონკრეტული კონსტიტუციური გარანტია ასახულია კონსტიტუციის 21-ე მუხლში. საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საქართველოში „საკუთრება და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და ხელშეუვალია. დაუშვებელია საკუთრების, მისი შეძენის, გასხვისების და მემკვიდრეობით მიღების საყოველთაო უფლების გაუქმება“. საკუთრების, როგორც ძირითადი უფლების გარანტია, პირველ რიგში, ნიშნავს თითოეული მესაკუთრის უფლებას თავი დაიცვას სახელმწიფოს გაუმართლებელი და სხვა პირების ნებისმიერი ჩარევისგან. თუმცა საკუთრების უფლება არ არის აბსოლუტური უფლება. კონსტიტუციის 21-ე მუხლი უარყოფს იმგვარ საკუთრებით წესრიგს, რომელშიც კერძო ინტერესი საჯარო ინტერესთა მიმართ უპირობო, აბსოლუტური უპირატესობით სარგებლობს.
საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლი ითვალისწინებს საჯარო მიზნებისთვის საკუთრების ჩამორთმევას. კერძოდ, საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად ,,აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევა დასაშვებია კანონით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევებში, სასამართლოს გადაწყვეტილების ან ორგანული კანონით დადგენილი გადაუდებელი აუცილებლობისას, წინასწარი, სრული და სამართლიანი ანაზღაურების პირობით. ანაზღაურება თავისუფლდება ყოველგვარი გადასახადისა და მოსაკრებლისგან. აღნიშნული ნორმით გათვალისწინებულ საკუთრების ჩამორთმევაში იგულისხმება ექსპროპრიაცია, რომლის პირობები და წესი დადგენილია საქართველოს კანონით „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ“.
„აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად ამ კანონის მიზანია, განსაზღვროს აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ექსპროპრიაციის უფლების მინიჭებისა და ექსპროპრიაციის განხორციელების წესი. აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ექსპროპრიაცია ხორციელდება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ბრძანების საფუძველზე და სასამართლოს გადაწყვეტილებით, სახელმწიფო ორგანოს ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს ანდა საჯარო ან კერძო სამართლის იურიდიული პირის სასარგებლოდ, რომელსაც ამ კანონის შესაბამისად ენიჭება ექსპროპრიაციის უფლება“. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის „თ“ ქვეპუნქტის თანახმად, კი აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ექსპროპრიაცია ხორციელდება საზოგადოებრივი საჭიროებისათვის აუცილებელი ნაგებობისა და ობიექტის მშენებლობისათვის.
ვინაიდან, ,,კომპანიის“ მიერ ვერ ხერხდება უძრავი ქონების გამოსყიდვის თაობაზე კერძო მესაკუთრესთან შეთანხმების მიღწევა, არსებობს ექსპროპრიაციის გზით საკუთრების უფლების ჩამორთმევის საჭიროება.

ამდენად, „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „თ“ ქვეპუნქტის, მე-3 მუხლის პირველი პუნქტისა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2016 წლის 25 მარტის №1-1/159 ბრძანებით  შექმნილი კომისიის, 2016 წლის 18 ოქტომბრის ოქმის საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. „შპს „ინფრასტრუქტურის განვითარების კომპანიას“ მიენიჭოს აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ექსპროპრიაციის უფლება, ქ. ჭიათურაში მიმდინარე 4 რევერსიული გონდოლებიანი საბაგირო გზის პროექტის ზემოქმედების ქვეშ მოქცეულ, მესაკუთრე - თამაზ ფხალაძის (პ/ნ 01008029635) კერძო საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე, საკადასტრო კოდი - №38.10.41.055;

2. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოქვეყნების ან ოფიციალური წესით გაცნობის დღიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მის: ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კ.მ, №6).

 

მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი

ირმა ქავთარაძე